x
ემოციური ინტელექტი
image
1990-იანი წლებიდან, ემოციური ინტელექტი არის ფსიქოლოგიის ის კონსტრუქტი, რომელმაც უდიდესი ყურადღება დაიმსახურა პრაქტიკოსებში და აკადემიურ ლიტერატურაში.ამერიკელი ფსიქოლოგი გოლმანი აყალიბებს თეორიას ემოციური ინტელექტის შესახებ, რომელიც არის ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე/ხარისხი არ დგინდება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. ამ თეორიის მიხედვით,
ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი ინტელექტისა.
განსხვავება იყო ემოციური ინტელექტის 2კონცეპტუალიზაციას შორის.კერძოდ ემოციური ინტელექტის ძალის მოდელი და ქცევის ემოციური ინტელექტის მოდელი.
პირველი მოდელი ემოციურ ინტელექტს განიხილავს როგორც უნარს, რომელიც კოგნიტური უნარების მონათესავეა და იზომება მოქმედებაზე დამყარებული ტესტით.ამ მოდელის მიხედვით, ემოიური ინტელექტი განისაზღვრება როგორც უნარი, რომ მონიტორინგი გაუწიო საკუთარ და სხვის ემოციებს, გამიჯნო ისინი ერთმანეთისგან
და გამოიყენო მიღებული ინფორმაცია.ეს მოდელი გვიჩვენებს, რომ ემოციური ინტელექტი დაყოფილია 4შტოდ/დარგად:

1.ემოციების იდენტიფიკაცია, აღქმა.

2.უნარი, გამოიყენო ემოციები, რომ დაგვეხმაროს ფიქრში და პრობლემის გადაჭრაში.

3.აღნიშნავს უნარს გაანალიზო ემოციები, გამიჯნო ისინი ერთმანეთისგან.


4.ემოციური მენეჯმენტი ეხება უნარს, რომელიც დაკავშირებულია ემოციების შენახვასა და ცვალებადობასთან.
მეორე მოდელი
მეორე მოდელში წარმოდგენილია ემოციური ინტელექტის ფართო განმარტება და წარმოდგენილია შერეული მოდელის სახით, რომელიც ზომავს 5ფართო ფაქტორს და 15ასპექტს.
1.ინტრაპერსონალური(თვითპატივისცემა, ემოციური თითაქოვნება, ასეტიულბა, დამოუკიდებლობა, სელფ-აქტუალიზაცია)
2. ინტერპერსონალური (ემპათია, სოციალური პასუხისმგებლბა, ინტერპერსონალური ურიერთობები)
3. სტრესის მართვა(სტრესისადმი მდგრადობა, ემოციების/იმპულსების კონტროლი)
4.ადაპტაცია( მოქნილობა, პრობლემის გადაჭრის უნარი)
5.ზოგადი ხასიათი(ოპტიმიზმი, ბედნიერება)
გოლმენის მოდელში ემოციური ინტელექტი განსაზღვრულია, როგორც უნარი მიხვდე, გაიაზრო და გამოიყენო ემოციური ინფორმაცია საკუთარი და სხვების მოქმედებების წარმართისთვის.სხვაობა იყო 5მთავარ კლასტერში(თავის თავის პატივისცემა, სელფ რეგულაია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარები).ზოგიერთმა
მკვლევამა შემოგვთავაზა “ქცევითი ემოციური ინტელექტი”, “ემოციური თვითეფექტურობა” ან “ემოციური თვითდაჯერებულობა”
უახლესმა მეტა ანალიზის კვლევებმა უჩვენა, რომ ეს ორი მოდელი არ ზომავს ერთი და იმავე კონსტრუქტს.ამ ორ მოდელს შორის გაზომვამ კორელაცია აჩვენა მხოლოდ 0.14.ემოციური ინტელექტის გაზომვა, რომელიც ეყრდნობა შერეულ მოდელს ყურადღებას ამახვილებს პიროვნულ მახასიათებლებზე და არა კოგნიტურ
უნარებზე.ხოლო პირიქით, ემოციური ინტელექტი რომელიც ემოციური უნარების მოდელს ემყარება კორელაციაშია კოგნიტურ უნარებან უფრო მეტად და ნაკლებად პიროვულ მახასიათებლებთან.კვლევა ცხადყოფს, რომ უნარების მოდელი კორელაციაშია ვერბალურ უნართან და კორელირებს 0.30 და 0.40. აქეან გამომდინარე ზოგიერთს
მიაჩნია, რომ ტერმინი “ემოციური ინტელექტი” უნდა შეიცვალოს ტერმინით “ემოციური ცოდნა”
ვან როიმ და ვისვერმანმა ჩაატარა ანალიზი და გაზომა სამუშაოს წინასწარი შესრულების მნიშვნელობა.მათი ანალიზი ეყრდნობოდა 59დამოუკიდებელ ემპირიულ მონაცემს, რომელიც წინასწარმეტყველებდა მოქმედებას პროფესიულ, აკადემიურ თუ ცხოვრებისეულ საკითხებში.თუმცა კრიტიკა გამმოიწვია იმიტომ, მცირე რაოდენობით იყო გამოყენებული თვითგაზომვადი მონაცემები.ამვარად, ჩვენ კიდევ შორს ვართ მივიღოთ გადაწყვეტილება ემოციური ინტელექტის გაზრდილ მნიშვნელობაზე შერჩევის პროცესის დროს.თუმცა, დრუსკატმა და ჯორდანმა მიმოიხილეს 26ნაშრომი და გაზომეს ემოციური ინტელექტის(ორივე მოდელის) მნიშვნელობა ქცევის წინასწარმეტყველების საკითხში, როგორც ინდვიდუალურ, ჯგუფურ ეტაპზე.საბოლოო დასკვნა არის ის, რომ ემოციური ინტელექტი წინასწარმეტყველებს სამუშაოს შესრულებას და ზომავს პიროვნულობას და ზოგად მენტალურ უნარებს.
პირველ რიგში გააკრიტიკეს შერეული მოდელის საეჭვო განსაზღვრება და ძალიან დიდი მოცულობა . მაგალითდ, ლენდი ( 2005) აღნიშნავდა : ემოციური ინტელექტის კონსტრუქტი და მისი ოპერაციონალური განსაზღვრებები ცვალებადი არიან. მსგავსად ლენდისა, ლოკი ამბობდა, რომ ემოციური ინტელექტის ცნება დღეს ისე გაფართოვდა და მრავალფეროვანი გახდა ის უკვე ცდება ინტელქტის კონცეფციის საზღვრებს.
შესაძლებლობის მოდელსაც რათქმა უნდა საკუთარი შეზღუდვები აქვს. ფართო სკალიანმა გამოკვლევამ ემოციური ინტელექტის, კოგნიტური ინტელეტის და პიროვნების საზომების, აჩვენა რომ ემოციური პერცეფცია არის მხოლოდ ერთი ნაწილი შესაძლებლობების მოდელის 4 ნაწილისა. თუმცა ემოციური პერცეფციის კონსტრუქტს აქვს ხელისშემშლელი ფაქტორები, ვინაიდან ეს კონსტუქტი სხვა საზომებზე არ არის გენერალიზირებული. არსებული ემოციური პერცეფციის საზომები ნაკლებად კორელირებენ ერთმანეთთან.
რომ შევადაროთ ერთმანეთს მიგნებები შესაძლებლობის და ნიშნების მოდელებისა, შესაძლებლობის მოდელი ხშირად გაზომილი არის შესრულებაზე-დაფუძნებული ტესტებით, მაშინ როცა ნიშნის მოდელი ხშირად თვითანგარიშის გამოყენებით არის გაზომილი.

0
275
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ტაბიძე
ნათია ტაბიძე
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0