x
ბულინგი-ბავშვური ოინის მიღმა დამალული ძალადობა

image
სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი ბულიგნი ნიშნავს ფსიქოლოგიურ
ან ფიზიკური ძალადობის დროში განფენილ ტერორს, რომელიც ერთი ბავშვის ან ჯგუფის მიერ ხორციელდება სხვა მოზარდზე.ბულინგი გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნით, რომ გამოიწვიო სხვა ადამიანში შიში, მორჩილება.ადრე ბულინგი მხოლოდ ყოფითი ცნება იყო, მაგრამ ბოლო ოცწლეულის განმავლობაში გახდა სოციალურ-ფსიქოლოგიური ტერმინი, რომლის უკან სხვადასხვა სახის პრობლემა დგას.ხშირად შეიძლება გვესმოდეს, რომ თანატოლთა მიმართ ბავშვის აგრესიული ქცევა ბუნებრივი გამოხატულებაა.უფროსი ადამიანების წრეშიც არიან მმართველები და მორჩილები.ამიტომ, სხვაზე ზეწოლა, დომინანტობა
ადამიანური განვითარების თანმდევია.ბავშვები საკმაოდ მარტივად, მოდელირებისა და დაკვირვების გზით, ითვისებენ იმ ქცევებს, რომლებსაც მათ ირგვლივ უფროსები ახორციელებენ.შესაბამისად, საზოგადოებაშისადაც სხვაზე დომინანტობა უფროსთა ქცევის წარმმართველია, ბავშვებიც ანალოგიურად მოქმედებენ.საკმაოდ ხშირად ბავშვი, რომელიც თავად არის ძალადობის მსხვერპლი და მის მიმართ თუნდაც მშობლები იყენებენ ძალადობრივ მეთოდებს, იმავეს იმეორებს სხვა სიტუაციაში.აგრესიულ ბავშვებს "ჩხუბისთავებს"უწოდებენ და არ ითვალისწინებენ თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ბავშვის უბრალო "გართობას".

"ბულინგი"სოციალური მოვლენაა და მისი განხორციელების საუკეთესო ასპარეზი სკოლაა. ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის პირობები იმისა, რომ
თითოეულ ბავშვს სწავლის თანაბარი პირობები ქონდეს.ეკონომიური მდგომარეობა, სოციალური პრობლემები თუ სხვა მრავალი ფაქტორი ქმნის განსხვავებებს ბავშვებს შორის.ბავშვთა საზოგადოებაში ამ მინიმალურმა განსვავებებმაც შეიძლება გამოიწვიოს, რომ მოზარდი გახდეს მოძალადე ან მსხვერპლი.ბავშვები, რომლებიც თანატოლებისგან განსხვავდებიან ეროვნების, ფიქიკური ნაკლის, სოციალური სტატუსის თუ ეკონომიური მდგომარეობის გამო ავტომატურად ბულინგის მსხვერპლთა რისკ-ჯგუფებში ხვდებიან.საინტერესოა კვლევა იმისა, თუ რა მოტივი აქვს ბულიგს.ეს შეიძლება იყოს შურისძიების სურვილი, კონკურენცია, მიუღებლობა, სამართლიანობის
აღდგენა ან უბრალო აკვიატება.ბავშვები შესაძლოა ავლენდნენ აგრესიას იმიტომ, რომ სურთ მიიქციონ ყურადღება, არ შეუძლიათ მეგობრობა, უბრალოდ მოწყენილები არიან და ამ გზით "ერთობიან", არ აქვთ დანაშულის გრძნობა და მრავალი სხვა.მნიშვნელოვანია, რომ დასაწყისშვივე მოხდეს მოტივის იდენტიფიცირება და ადრეული ინტერვენციით მოსალოდნელი საფრთხის მინიმუმამდე შემცირება.


რთულია განვსაზღვროთ ვინ შეიძლება იყოს ბულინგის მსხვერპლი ან აგრესორი.ძნელია იმის დადგენა თუ რომელ მხარეს აღმოჩნდება კონკრეტული ბავშვი.მიუხედავად

ამ სირთულისა, ფსიქოლოგები გამოყოფენ ძალადობის ინიციატორისა და მსხვერპლის ზოგიერთ მახასიათებელსა და ქცევის სტილს.

მსხვერპლი ბავშვი ცდილობს დარჩეს შეუმჩნეველი თანატოლებისგან.საფრხის გაჩენის დროს ფრთხება, დაუცველია, ტირის.შესვენებებს უმეტესად კლასში ატარებს, გაურბის სხვა ბავშვებთან ურთიერთობას.გარდა სოციალური პრობლემებისა შეიძლება ბავშვს გაუჩნდეს სამედიცინო პრობლემებიც: ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, საჭმლის მიუღებლობა, ნერვული სისტემის დარღვევები და სხვა. მსხვერპლი ბავშვის პორტრეტის აღწერისას აღსანიშნავია, რომ ისინი სხვა ბავშვებისგან განსხვავდებიან ისეთი მახასიათებლებით როგორიცაა სიმაღლე, სიმსუქნე, ინტელექტუალური შესაძლებლობები თუ სოციალური სტატუსი.
რაც შეეხება აგრესორ ბავშვს, ის გამუდმებით ცდილობს საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას.სურს რომ დომინანტად და ძლიერად გამოიურებოდეს.შესაძლოა ეუხეშებოდეს მასწავლებლებს, მშობლებს.საბავშვო თამაშებშიც უპირატესობას ანიჭებს იმას, სადაც ძალის, სისასტიკის წარმოჩენას შეძლებს.აგრესორ ბავშვებს, როგორც წესი საკმაოდ მაღალი თვითშეფასება აქვთ და თანატოლთა გარემოში უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ.შეიძლება პერიოდულად გამოავლინონ უმიზეზო რისხვა.აგრესორ ბავშვს თან სდევს შიში იმისა, რომ თავად არ იყოს დამცირების ობიექტი.
უფროსებს ხშირად უჭირთ ბულინგის იდენტიფიცირება.ვინაიდან, ბულინგის
განხორიელების ერთ-ერთი ადგილი სკოლაა, მშობლებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი მასწავლებლებს ეკისრებათ.ბავშვის აგრესიულ ქცევას სასკოლო ოინს უწოდებენ მასწავლებლები და ვერ ითვალისწინებენ იმ შედეგებს რაც შესაძლოა ბულინგს
მოჰყვეს.სკოლაში ფიზიკური ძალადობის გამოვლინებები ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბულინგი აღარ ხორციელდება.პრობლემამ უფრო ღრმა და ფარულ საფეხურზე გადაინაცვლა, რასაც ფსიქოლოგიურ-ემოციური ძალადობა ეწოდება.ბავშვებმა ფიზიკური აგრესია ფსიქოლოგიურით ჩაანაცვლეს.შედეგებით, ფსიქოლოგიური ძალადობა არანაკლები
სიმძმისაა ფიზიკურთან შედარებითბულინგის მსხვერლი ბავშვები შესაძლოა ისეთ ტრაგიკულ შედეგამდეც მივიდნენ, როგორიც თვითმკვლელობაა.აგრესორმა ბავშვებმა კი ცხოვრების აგრესიული სტილი შეიძლება აირჩიონ და კრიმინალურ გზას დაადგნენ.აღსანიშნავია შემთხვევები, როდესაც მსხვერპლმა ბავშვმა დაგროვილი აგრესია წლების შემდეგ გამოავლინა აგრესორის მიმართ და ცივი იარაღით იძალადა მასზე.ბოლო ათწლეულებში, საკმაოდ გავრცელებულია ბულინგის ერთ-ერთი ფორმა-კიბერბულინგი, რაც ინტერნეტით განხორციელებულ ძალადობას ნიშნავს.
მნიშვნელოვანია ბულიგნის შესახებ ცნობადობის გაზრდა.მიუხედავად
იმისა, რომ ტერმინის შესახებ ზოგადი წარმოდგენა საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს, რეალურად მისი შინაარსი ცოტამ იცის.ბულინგის საბოლოოდ
აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელია თუმცა, საზოგადოების ინფორმაციულობის დონის ზრდა და იმ შედეგების ცოდნა, რაც შესაძლოა "უწყინარ"აგრესიას მოჰყვეს მინიმუმამდე დაიყვანს ბულინგის აშკარა თუ ფარულ გამოვლენას.





0
107
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ტაბიძე
ნათია ტაბიძე
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0