x
image
maia
მამაკაცთა გულის დაპყრობის გზები
ქალებს ძალიან აინტერესებთ, თუ როგორ დაიპყრონ მამაკაცთა გულები. მათ კარგად ესმით, რომ უმჯობესია ნაკლები იმსჯელონ და მეტად იმოქმედონ, რათა გაიზარდოს ბედნიერების პოვნის შანსი.

როგორც იცით მამაკაცები განსხვავებულები არიან, ყველას ვერ ასიამოვნებ. მაგრამ მოსაზრება, რომ სასურველი მამაკაცის მოპოვება მხოლოდ ბედის საქმეა, სრული ჭეშმარიტება არ გახლავთ. სინამდვილეში არსებობს ხრიკები, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ მამაკაცების გულის დასაპყრობად, მაგრამ ჭკვიანურად ამის გასაკეთებლად ცოდნაა საჭირო. მისი შესწავლა რთული
არ არის, საჭიროა მხოლოდ მოთმინება.
image
პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ, რა გსურთ, რა მიზანი გამოძრავებთ.


უბრალოდ ფლირტი
გჭირდებათ მამაკაცი, რომელიც მუდმივად შეგახსენებთ, რომ მომხიბვლელი ხართ.
თუ პირად ცხოვრებაში პრობლემები არ გაქვთ, მაგრამ რაღაც ან ვიღაც გაკლიათ, ამ არასასიამოვნო გრძნობის მოსაშორებლად საუკეთესო გზაა თაყვანისმცემელის მოძებნა ფლირტისთვის და ახალი შეგრძნებებისთვის. თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელთანაც ყოველი შეხვედრა პირველ პაემანს დაემსგავსება.
როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯი?

გაუღიმეთ მოწონებულ მამაკაცს, შემთხვევით შეეხეთ ხელით, მიაპყარით მომხიბვლელი მზერა. თუ მამაკაცი ნორმალური და ადეკვატურია, მისგან საპასუხო რეაქციას მიიღებთ.
მომნუსხველი შეხედვები, დაუმთავრებელი ფრაზები, ინტრიგა-გჭირდებათ მუდმივად ტონუსში ყოფნისთვის. ასეთ ურთიერთობებში მოსახერხებელია ის, რომ შეგიძლიათ უკან დახევა, თუ მამაკაცი უფრო ახლო კავშირს მოგთხოვთ. ამასთან ფლირტი სხვა მამაკაცებთანაც შეგიძლიათ გქონდეთ.

თქვენ უნდა იყოთ კეკლუცი და შექმნათ მიუწვდომელის იერი. დასაწყისში გაივარჯიშეთ ისეთ გარემოში, სადაც თქვენი კეკლუცობა შეუფერებელი ან მოუხერხებელი არ გამოჩნდება.
image
სპონსორი
ეს მათთვის, ვინც ეძებს ურთიერთობას ფულისთვის. თუ თავად ვერ ახერხებთ საკუთარი თავის უზრუნველყოფას, შესაბამისად ცდილობთ მიიღოთ მხარდაჭერა იმისგან, ვინც მდიდარია და შეძლებს თქვენს შენახვას.
როცა ოლიგარქთან შეხვედრაზე ოცნებობთ, რომელიც უზრუნველად გაცხოვრებთ, გაითვალისწინეთ, რომ ის ქუჩაში,
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიაში ან სადღაც სოფელში არ შეგხვდებათ. ამიტომ უნდა იცოდეთ, სავსეჯიბიანი ხალხი სად დადის. პირველ რიგში ეს მისი საკუთარი ფირმა, სპორტკლუბი,
ავტოსერვისი, დახურული კლუბი, კაზინო, ახლობელთა წვეულებებია.
ყველაზე ხელსაყრელი ადგილი მათ დასაპყრობად არის ფლირტის წვეულება. იქ მისვლა უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე კაზინოს
ან კლუბის. მეორე-გაცნობასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგექმნებათ, მესამე -იქ მამაკაცები მაშინვე ამბობენ, რას გააკეთებენ თქვენთვის.
თუ ასეთ წვეულებაზე მოხვდებით, აარჩიეთ სამიზნე, დაიწყეთ ფლირტი, მაგრამ უფრო ღრმად არ შეხვიდეთ. ასეთი
წვეულებები კარგია იმით, რომ შეგიძლიათ შეხვდეთ ნაცნობ მამაკაცებს, ისე რომ მათ საწოლში არ აღმოჩნდეთ.
თუ სპონსორი დაპყრობას გადაწყვეტს, გაუკეთეთ მას იგნორირება, იყავით სხვა მამაკაცების გარემოცვაში. მამაკაცებს
თავად სურთ დაიპყრონ ქალი, მიეცით მას ამის საშუალება. რადგან მონაპოვარი მას საკმაოდ ძვირი უჯდება, ამიტომ დაგიცავთ როგორც საკუთრებას.
მაგრამ არ დაივიწყოთ მარტივი ჭეშმარიტება, რომ არავის არავისი არაფერი მართებს.



უბრალოდ სექსი
იმაზე ადვილია არაფერია, რომ აგრძნობინოთ მამაკაცს რომ მასთან ფიზიკური ურთიერთობა გსურთ.

ეს სურვილი წამიერია და გაგრძელებას არ ელოდებით.
თუ მამაკაცს ესიმპატიურებით, ის წინააღმდეგობას არ გაგიწევთ. დაიწყეთ თვალების ჟუჟუნით, შემდეგ იმოქმედეთ გულახდილად და უჩვენეთ, რა გსურთ. ჩაიცვით გამომწვევი ტანსაცმელი, რათა თქვენთან ყოფნის სურვილი გაუძლიეროთ.
image

გაყვეთ ცოლად კონკრეტულ მამაკაცს
თუ დიდი ხნის ერთად ყოფნის შემდეგაც, მამაკაცს არ სურს ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა, მას ეშინია პასუხისმგებლობის და ახალი ცხოვრების დაწყების, თავისუფლების დაკარგვის. ამაში კი მისი კომპლექსებია დამნაშავე. როგორ შევაცვლევინოთ მას აზრი? იმეგობრეთ მის ნათესავებთან და მეგობრებთან, რომლებიც რეკომენდაციას გაგიწევენ.
ხოლო როცა ცოლად გაყვებით, შეგიძლიათ უჩვენოთ ყველას, ვინ არის სახლში უფროსი.
image

მარტოხელა ხართ და გათხოვება გსურთ
თუ მიზანი არჩეულია, მოქმედების დროა, მაგრამ კიდევ ერთხელ აწონ-დაწონეთ მისი პლიუს-მინუსი.
უბრალოდ გათხოვების და მარტოობისგან თავის დაღწევის სურვილი ნაცნობია ქალების უმრავლესობისთვის. მთავარია
გაერკვეთ, რაშია საქმე.

თუ თქვენ მარტოხელა ხართ, თუმცა სხვებს არ ჩამოუვარდებით, საინტერესოა რა გსურთ?

-მამაკაცები დანახვისთანავე ფეხებში ჩაგივარდნენ და ხელი გთხოვონ? დროა დაეშვათ მიწაზე.
-როცა სადმე მიდიხართ, გული გწყდებათ, რომ არავინ ყურადღებას არ გაქცევთ, არ გეცნობათ და გესაუბრებათ,

საინტერესოა სად და ვისთან ერთად დადიხართ?

თქვენნაირ მარტოხელა დაქალებთან ერთად კინოში?

გასაკვირი არც არის, რომ არავინ გეკარებათ.

სამსახურში ქალთა კოლექტივია და ერთი ხანდაზმული დარაჯი?
საქმის გამოსწორება შესაძლებელია: შეიცვალეთ სამსახური გაემგზავრეთ შვებულებაში, თუ აღარ მოგწონთ
შეიცვალეთ საცხოვრებელი, ეცადეთ კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.

ერთი სიტყვით შეეცადეთ აღმოჩნდეთ მამაკაცთა გარემოცვაში,

თუ საკუთარი გარეგნობა არ მოგწონთ, შეიარეთ ტრენაჟორების დარბაზში, სილამაზის სალონში, შეიცვალეთ იმიჯი, გახდით უფრო თავისუფალი, თავი სასურველად იგრძენით და ფიქრები მატერიალური გახადეთ.


1
190
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
190
  
2013, 26 სექტემბერი, 19:52
არცერთი არ შეესაბამება ჩემ მდგომარეობას და მე ვერ მივიღე საჭირო რჩევა:):):)
0 1 1