x
image
maia
როგორ შევარჩიოთ შესაფერისი მამაკაცი?
ქალები ხშირად იმტვრევენ თავს კითხვით :

”რამდენად შეეფერებათ ესა თუ ის მამაკაცი? არის თუ არა ის მისი საოცნებო რაინდი?”

აღმოჩნდა, რომ ამის დადგენა შესაძლებელია მამაკაცის ტრუსებით. ფსიქოლოგებმა შეადგინეს მამაკაცების პორტრეტი, მათი ტრუსების არჩევანის მიხედვით:
image
დევიდ ბექჰემი HM -ის საცვლების რეკლამაში


ბოქსიორი-ტრუსები:
მამაკაცი, რომელიც ასეთ ტრუსებს ირჩევს მეტად ორიგინალურია. ცხოვრებაში ის უნიკალური და არაჩვეულებრივი ჩანს, მაგრამ საწოლში ის ზარმაცია. სექსში ის ეგოისტია და უყვარს მომსახურება. თუმცა საუკეთესო კომპანიონია.



საცურაო ტრუსები:
მამაკაცები, რომლებიც საცურაო სტილის ტრუსებს ანიჭებენ უპირატესობას, კარგად ერკვევიან სექსში, უყვართ სიამოვნების მიღება და მინიჭება პარტნიორისთვის. თუმცა სამწუხაროდ მათთან ვერაფერზე ისაუბრებ, რადგან ან ერთი და იგივეს ამტკიცებენ, ან უბრალოდ არ იციან რა თქვან.
თუ თქვენ ეძებთ იდეალურ პარტნიორს სექსისთვის, ის სწორედ ასეთია.

ველოსიპედისტის ტრუსები

მამაკაცზე ისინი ველოსიპედის გარეშე უცნაურად გამოიყურება.

მაგრამ სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით, თანაც ასეთი ტიპი მეტად იშვიათად გვხვდება. მას არ ეშინია სიძნელეების,
უყვარს თავგადასავლები, მიღწეულზე არ კმაყოფილდება.

პარტნიორს ყურადღებით ეპყრობა, სექსში ალერსიანი და ორიგინალურია.

ოჯახური ტრუსები
სანამ დასცინებთ ასეთ ტრუსებიან მამაკაცს, გაითვალისწინეთ, რომ იგი აფასებს კომფორტს და უფრთხილდება ჯანმრთელობას.

ჯანმრთელ მამაკაცს კი ტემპერამენტი საკმაოდ აქვს. გარდა ამისა, ასეთი მამაკაცი ჭკვიანი, ალერსიანი და ნაზია. ის მზად არის ხანგრძლივი ურთიერთობისთვის, მაგრამ ზედმეტად ეჭვიანია, ამიტომ მასთან სიფრთხილე გამოიჩინეთ.


"სტრინგები"

მამაკაცი სტრინგებში მისაღებია, თუ ის ცეკვავს სტრიპტიზ-ბარში, სადაც ასეთი ტრუსები აუცილებელი ატრიბუტია. მაგრამ ჩვეულებრივ სიტუაციაში, შესაძლოა მას სხვა უპირატესობა აქვს.

თუმცა ძირითადად ისინი მზად არიან სხვადასხვა სექსუალური ექსპერიმენტისთვის. თუ თქვენ საწოლში უჩვეულო და მძაფრი შეგრძნება მოგწონთ, აირჩიეთ სტრინგებიანი მამაკაცი.

შორტები

ჩასაცმელად ის მოხერხებული ვარიანტი არ არის.

მამაკაცი შორტებში დაბნეული და მოუწესრიგებელია. ზოგჯერ ძალიან ზარმაცია, ზოგჯერ ძალიან სწრაფი. სექსში დიდად გათვიცნობიერებული არ არის, მუდმივად რაღაც არ გამოსდის

და არ შეუძლია გრძნობების ფლობა. მასთან გატარებული ღამე
შეიძლება გადაიქცეს დილის მტანჯველ მოლოდინად.

ტრუსების გარეშე
ზოგიერთი მამაკაცი საერთოდ არ ატარებს ქვედა საცვალს, რადგან
ასე თავს კომფორტულად გრძნობს, თუმცა თავდაპირველად ეს უცნაურად მოგეჩვენებათ.
ის მეტწილად თავდადებული მარტოხელაა, რომელთანაც დიდხანს ვერ გაჩერდებით. მისი დაკარგვა ადვილად შეიძლება. სექსის ხარისხი მამაკაცის ხასიათზეა დამოკიდებული. უტრუსო მამაკაცი ქარაფშუტა და ცვალებადი ხასიათისაა.


0
377
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0