x
image
maia
შევხდებით სიზმარში
ძილთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემები ისევე მოქმედებს ჩვენზე, როგორც ცოლ-ქმრული კონფლიქტები: ისინი ამცირებენ სიცოცხლის ხარისხს, ზრდიან დეპრესიების და დამოკიდებულების რისკს, ასევე გულის დაავადებების წარმოქმნის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ალბათობას.

image

როცა პარტნიორი ძილში ხვრინავს, ახველებს, ტრიალებს მოუსვენრად და ხშირად დგება ღამით, გამოძინება არც ისე მარტივია.

თუმცა პიტსბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა სხვადასხვა კვლევების შედეგების განზოგადებისას აღმოაჩინეს საინტერესო ფაქტი.


იმ ღამით, როცა პარტნიორებს განცალკევებით ძინავთ, მათი ძილი უფრო ღრმა, ხანგრძლივი და ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით უფრო ხარისხიანია. მაგრამ პარტნიორის გარეშე ძილს ნაკლები კმაყოფილება მოაქვს: პარტნიორები აღნიშნავენ, რომ თითქოსდა რაღაც აკლიათ.

ფსიქოლოგების აზრით, როცა პარტნიორებს ერთად ძინავთ, მათ უჩნდებათ სიახლოვის შეგრძნება, ამ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონ ოქსიტოცინს, წარმოიქმნება უსაფრთხოების, დაცულობის გრძნობა და მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად კომფორტულად გვეძინა ჩნდება შეგრძნება, რომ კარგად დავისვენეთ და გამოვიძინეთ.

0
373
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0