x
image
maia
7 წამი, რომლის განმავლობაშიც მამაკაცი ახალ გაცნობილ ქალბატონს შიფრავს
image

მამაკაცების უმრავლესობას საერთოდ არ სჯერა ერთი ნახვით სიყვარულის, სხვები მას ურევენ მარტოხელათა იმედგაცრუებაში, ზოგი მის ჭკვიანურ და ცინიკურ იმიტირებას ახდენს.

თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ მამაკაცები პირველ კონტაქტს მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ისინი საწყის 5-6 წამში აფასებენ ქალის გარეგნობას (თუ დეკოლტე საკმაოდ ღრმაა 2-3 წამიც საკმარისია). პირველი შთაბეჭდილება გონებაში დიდხანს რჩება, ბევრისთვის მომდევნო აღმოჩენებსაც გადაფარავს. მაგ. ჯინსები ვიწრო იყო ან თვალებს საინტერესო ფერს ლინზები ანიჭებდა.

გარდა ამისა, გაცნობის პირველ წუთებში მამაკაცს ბევრი რამ შეუძლია შეიტყოს თქვენი ხასიათის და სექსუალური სურვილების შესახებ. ღიმილი, ვარცხნილობა, სიარულის მანერა -არავერბალური სიგნალებია, რომელთაც ჩვენი გაყიდვა შეუძლიათ.
image

გთავაზობთ თვალნათელი ნიშნების ჩამონათვალს, რომელსაც მამაკაცი მანამდე ხვდება, სანამ თავად რამე წამოგცდებათ:

-ვხედავ, რომ თვითდაჯერებული ხარ;

პრაქტიკულად ყველას შეუძლია კაფეში ან საცეკვაო დარბაზში შესვლისას ერთი შეხედვით განასხვავოს მორცხვი და თვითდაჯერებული ქალები. თავისთავში დარწმუნებული ქალი ღიად, დაუფარავად ათვალიერებს მამაკაცს, თუ მის თვალებს ხვდება, ირონიულად იღიმება და მზერას არ აშორებს.

-თუ ქალი გაცნობის პირველივე წუთებიდან ტუჩებს ილოკავს ან ვარცხნილობას ინტენსიურად აწვალებს, მამაკაცებს ეს აშფოთებთ. ხოლო თუ ქალი მაშინვე ხელით ეხება ან ეხვევა მამაკაცს, ისინი სიფრთხილეს იჩენენ. ეს პატიოსანი ქალის საქციელს არ გავს.


ორი ვარიანტია: ან ისეთი პატიოსანიც არ ხართ, ან დიდი ხანია არ გქონიათ სექსი. პირველი ვარიანტი მისაღებია ერთჯერადი ურთიერთობისთვის, მეორე კი საკმაოდ ცუდია, რადგან თუ დიდი ხანია სექსი არ გქონიათ, ამას თავისი მიზეზები ექნება და სხვისი კარმის გაუმჯობესება მამაკაცებს დიდად არ მოწონთ. (თუმცა ზოგიერთებს მოწონთ).


- შეუძლია დაგენიძლავოთ, რომ უკვე დაკავებული ხართ.


ქალს ყოველთვის ეტყობა შეყვარებულია თუ არა. საქმე საქორწინო ბეჭედში არ არის. ქალი, რომლის გული თავისუფალი არ არის მამაკაცს შეფასების თვალით არ შეხედავს. მოწყენილი, სწრაფი, ცუდად ფოკუსირებული შემოხედვა-დაკავებული ქალის შემოხედვაა. შეყვარებული ქალი სიმპატიურ მამაკაცს თვალებში და ერთ წამზე მეტხანს ყურებას არ დაუწყებს.

-როგორც ჩანს თქვენ წააგეთ-


ქალი, რომელიც თავს სხვა ქალზე “ნაკლებად” გრძნობს (თუნდაც მცირედ) იწყებს ხმამაღლა საუბარს, აქტიურად გამოიყენებს ჟესტებს და ცდილობს მოწინააღმდეგე ქალის “განადგურებას” თუ არა მამაკაცის ყურადღების მიპყრობას მთელი თავისი სხეულით.

თუ მამაკაცს მხოლოდ სექსი სურს, ასეთი ქალი მისწრებაა. სხვა შემთხვევაში მისგან თავს შორს დაიკავებს, მით უმეტეს თუ მას კავალერი ახლავს.


- ნათელია, რომ სექსი გსურთ-


როცა ქალი მამაკაცს უყურებს ქვეცნობიერად აფასებს მას. თუ შეფასება დადებითია, მსუბუქი დისკომფორტი მუცლის ქვედა მხარეს და ქალს ფეხების უნებლიე მოძრაობის სურვილი ეუფლება. საერთოდ ქალის ფეხები მისი აღგზნების საუკეთესო მაჩვენებელია. თუ ქალი ფეხს მოხრის ან ფეხს ფეხზე გადაიდებს, ან ფეხის წვერის ქანაობას დაიწყებს-ეს მის ზრახვებს გასცემს ისევე ნათლად, როგორც წარწერა “სექსი”.


-ხვდება, რომ მეგობრის შეცვლა გსურთ-


როცა მამაკაცი ეცნობა ისეთ ქალს, რომელიც უკვე ვიღაცასთან ცხოვრობს (ხვდება ან გათხოვილია), შეუძლია შეაფასოს რამდენად მყარია წყვილის ურთიერთობა. თუ შეხვედრისას ქალი უყურებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებს-ფეხსაცმელი, სახე და უკანალი-ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ძიების პროცესშია.


-ხვდება, რომ გიპოვათ-

image
ეს არის ღიმილი-თავაზიანი და დამთმობი, და არ უბრალოდ ლამაზმანის გრიმასა, რომელიც მამაკაცს აგრძნობინებს რომ იპოვა თავისი რჩეული.

2
1218
12-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1218
  
2014, 25 აგვისტო, 14:09
ვა ვაა ვააააააააააა ,ეს რა საჭიროა ყველაფერი ესე არაა ნწ ნწ ნწ
2013, 14 მაისი, 16:35
ჰმმმმმმ
0 1 2