ქალი და მამაკაცი ქალის იდეალური ჩაცმულობა მამაკაცების თვალით 2013, 24 აპრილი, 13:38 საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქალები ტანსაცმელს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ირჩევენ და ყურადღებას არ აქცევენ, რომ მოდური ტრენდები, როგორც წესი მამაკაცთა მოწონებას არ იმსახურებენ. ამ მოსაზრების შესამოწმებლად ბრიტანული გაზეთის Sunday Life ჟურნალისტებმა სხვადასხვა ასაკის მამაკაცებს დაუსვეს ერთადერთი კითხვა: რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ქალბატონების მოდაში. გამოკითხული მამაკაცები გამოტყდნენ, რომ მოსწონთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ხაზს უსვამს ქალურ ნაკვთებს, ხაზების ტალღისებურად გადასვლას, აღძრავს ფანტაზიას და წარმოდგენებს. ფსიქოლოგების აზრით, მამაკაცების სურვილი ქალს ტანზე მომდგარ ტანსაცმელში ხედავდეს, დაკავშირებული არ არის, როგორც ქალები იტყოდნენ “მამაკაცის ტიპიურ ქვენა სურვილებთან”. ის უფრო მამაკაცის ქვეცნობიერის ევოლუციას გვიჩვენებს. განიერი ფუმფულა თეძოები ითვლება ქალური ფერტილობის ნიშნად_ეს აზრი ჩამოყალიბდა ჩვენ ცნობიერებაში ევოლუციის პროცესში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ წვრილწელიანი ქალები განიერი თეძოებით ითვლებიან ყველაზე სექსუალურებად და მომხიბვლელებად. ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს განსაზღვრავს მამაკაცის შეხედულებას მოდაზე და აყალიბებს მის დამოკიდებულებას ქალების მოდის მიმართ. მამაკაცები ხშირად იყენებდნენ სიტყვა “მომდგარი”, მათი ფავორიტი აღმოჩნდა ვიწრო ”ფანქარი”-ქვედაკაბები, ტანზე მომდგარი ჯინსები და კაბები. მამაკაცებმა აირჩიეს აგრეთვე წელში გამოყვანილი კაბები და პალტოები ქამრით, ასეთივე კოსტუმები ქვედაბოლოს და შარვალთან კომბინაციაში საქმიანი ტანსაცმლის რეიტინგში ლიდერები გახდნენ. ყველა გამოკითხული მამაკაცი შეთანხმდა, რომ კლასიკური მოკლე შავი კაბა არის წაუგებელი ვარიანტი ნებისმიერ სიტუაციაში. მამაკაცთა აზრით, იდეალურია ფეხსაცმელი “შპილკებზე’ და მუხლებამდე ჩექმები. ქუსლი ქალს წარმოაჩენს უფრო მოხდენილს და მაღალს, სიარულს მიმზიდველ დაძაბულობას ანიჭებს, რაც ყურადღებას თეძოებისკენ მიმართავს. სხვათა შორის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მამაკაცები დიდ ყურადღებას აქცევენ ქალის ფეხსაცმლის ცხვირის ფორმას. უმრავლესობას არ მოსწონს არაბუნებრივად წაგრძელებული “შპილკები’, მომრგვალებული ცხვირი. ყოველდღიურ ტანსაცმელში ფავორიტი აღმოჩნდა ვიწრო ჯინსები მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ან ჩექმასთან კომბინაციაში. მათ მოკლე ქვედაბოლოებიც მოსწონთ, რაც სიახლეს არ წარმოადგენს. მამაკაცებისთვის კატეგორიულად მიუღებელია გაშვებული ბლუზები და ტუნიკები. მათი აზრით ასეთ ტანსაცმელში იკარგება ქალის სხეულის მოხაზულობა. მათ სასტიკად არ მოსწონთ ჩაჩაჩული შარვლები და ჯინსები უნისექსის სტილში, მაღალწელიანი ჯინსები, რომლებიც მამაკაცებს ბავშვობას აგონებს. მზის საწინააღმდეგო სათვალეები განიერ და მასიურ ჩარჩოში მამაკაცებს უხერხულად მიაჩნიათ, შარვალი-კაპრი კი სულელურად. გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებით Sunday Life არ მოუწოდებდა ქალებს ჩაეცვათ მამაკაცის გემოვნებით, ისინი უფრო დიზაინერებისთვის და ქალის ტანსაცმლის მწარმოებლებისთვის იყო გათვალისწინებული. 2161 8-ს მოსწონს
|