x
image
maia
როგორ დავრჩეთ მეგობრებად განშორების შემდეგ
”სიყვარული გრძელდება იმდენ ხანს, რამდენსაც იმსახურებს-ამბობდა ცნობილი ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო-მხოლოდ იშვიათი სიყვარული იმსახურებს უკვდავებას.

ხშირად, შეხვედრა-განშორება გარდაუვალია და ჩვენ ცხოვრებას ართულებს. ყველას არ ყოფნის გამბედაობა, რომ თავის რჩეულს დროულად უთხრას, რომ გატაცებამ გაიარა და განშორება საუკეთესო გამოსავალია, რითაც მრავალ დრამატულ გართულებას აიცილებდა თავიდან. ერთი შეხედვით მეტად მარტივია იმის თქმა, რომ აღარ გიყვართ, მაგრამ რეალურად ეს რთული გასახორციელებელია.

ერთმანეთის მიმართ გაცივებული პარტნიორები ათას მიზეზს იგონებენ და თავს არიდებენ შეხვედრას, ხოლო თუ შეხვედრას გადაწყვეტენ, ათას წვრილმანზე კამათობენ.
image
როგორ უნდა მოიქცეთ, როცა გადაწყვეტთ, რომ ასე ვეღარ გააგრძელებთ?

აუხსენით საკუთარ თავს, რომ დაშორება ერთმანეთის მიმართ ინტერეს დაკარგული ადამიანების შეთანხმებული, შინაგანი გადაწყვეტილებაა. არ ღირს განშორება დრამად აქციოთ.

პარტნიორმა, რომელიც პირველი გააცნობიერებს გრძნობის გაცივებას,
მშვიდად უნდა აუხსნას და მოულოდნელად არ უნდა ამცნოს გადაწყვეტილება მეორე ადამიანს.


თავს ნუ მოიტყუებთ, რომ ასეთ სიტუაციაში (თქვენი სინდისი) თავს მშვიდად იგრძნობთ და ყოფილი სიყვარულის სახით მეგობარს შეიძენთ. რადგან დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრული ურთიერთობის არსებობისას, მომენტალურად ახალი როლის მორგება საკმაოდ რთულია.

სიყვარულს მეგობრობისგან განსხვავებული ნდობა სჭირდება. თუმცა არც მეგობრობა გულისხმობს ზედაპირულ და ნაკლებად ფასეულ ურთიერთობას.

სიყვარული გაქრა, მეგობრებად დავრჩეთ
არასოდეს არ თქვათ არასოდეს. წლების მანძილზე ურთიერთობისას გყავდათ საერთო მეგობრები, ერთნაირი ყავა და მუსიკა მოგწონდათ, მის ნათესავებთან მეგობრობდით... წარმოშობილი უთანხმოების გამო არსებული ურთიერთობის გაწყვეტა მეტად რთულია.

ეცადეთ სიამაყე დათრგუნოთ და უხეშობა არ გამოიჩინოთ მის მიმართ, მის აუტანელ ხასიათზე, ნათესავების მავნე ჩვევებზე და ჰოროსკოპის შეუთავსებლობაზე ყველგან ნუ იწუწუნებთ. დაშორდით წყნარად და გახდით ”ყოფილის” კარგი მეგობარი, რამდენადაც შეძლებთ.
image

1.გამოიყენეთ თქვენი დაშორება გონივრულად. მიეცით მას გარკვეული დრო დასაწყნარებლად. დაშორების პირველივე დღეებში მგზნებარე მეგობრობას ნუ შესთავაზებთ;


2. როცა ”ყოფილი” აზრზე მოვა და შეეძლება საღად აზროვნება, გაახსენეთ მას საერთო ინტერესი და ნაცნობები, სწორად ახსნილი საქმის არსი საშუალებას მოგცემთ, დარჩეთ კარგ მეგობრებად;


3.მაშასადამე-”ყოფილი” პერიოდულად გირეკავთ, გეპატიჟება ჭიქა ყავაზე და სიახლეებზე სასაუბროდ, დადიხართ ერთობლივ
ღონისძიებებზე, აქტიურად ესაუბრებით დედამისს ტელეფონზე და მისი ახალი სიმპათიის გაცნობაც გსურთ. ეს კი საკმაოდ რთული მომენტია, რადგან ჩნდება ეჭვიანობის გრძნობა. მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებისთვის კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მხოლოდ მეგობრები ხართ და ხშირად შეახსენეთ ეს საკუთარ თავს;

4. კარგი ვარიანტია, როცა ორივე მხარეს სიმპათიის ახალი ობიექტი უჩნდება, ამ დროს ნაწყენი არავინ რჩება.

მის ახალ სიყვარულთან თავის შედარება არც იფიქრო, რადგან შედარების შედეგების მიუხედავად ვერაფერს შეცვლი;


5. ”ყოფილის” ჯიბრზე ახალი მეგობრის გაჩენა საუკეთესო ვარიანტი არ არის. რადგან უცხო ადამიანის მკლავებში მას ვერ დაივიწყებთ, საკუთარ თავს კი ტკივილს გაუძლიერებთ;


6. არ ეცადოთ დაკარგულის აღდგენა. შეინარჩუნეთ იმიჯი ახალ ფორმალურ, ნელთბილ ურთიერთობებში. თუ ხედავთ, რომ გრძნობები გიახლდებათ, არჩევანი კარგად დაფიქრების შემდეგ გააკეთეთ;


7. მიმართეთ ფსიქოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ სიტუაციის შეფასებასა და გამოსავალის მოძებნაში.

სოფი ანრუ წერდა, რომ ”მეგობრობა სიყვარულის დაა, მაგრამ იგი სხვა საწოლში დაიბადა”.

ამ აზრის საწინააღმდეგოდ გაიხსენე, რამდენი ცნობილი ადამიანი დარჩენილა მეგობრად დაშორების შემდეგ.

ეს ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია ურთიერთპატივისცემის
შენარჩუნებით.



0
140
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0