x
პროფესიული განათლება(მოკლე მიმოხილვა)

საერთო აღზრდა - განათლების დახვეწილ ფორმას სწორედ პროფესიული განათლება წარმოადგენს. საქართველოში პროფესიული სახის განათლება უხსოვარი დროიდან არსებობს. ამას ადასტურებს შემორჩენილი ცნობები. ერთ-ერთი იტალიელი მისიონერი - ბერნარდე ნეაპოლელი წერდა, - "ბავშვები გახდებიან თუ არა რვისა, ან სულ ბევრი, ათი წლისა, მშობლებს ჩვენგან გაყავთ და ააყენებენ ხელობაზე." ესაა პირველი ცნობა იმისა, რომ იმ პერიოდისთვის არსებობდა პროფესიული განათლება.

1630 წლიდან საქართველოში უკვე ვხვდებით წვრილ ხელოსნებს და ვაჭრებს. XVII საუკუნემდე არსებულ ცნობებში კი ვხვდებით პროფესიული განათლების კერებს. XVIII საუკუნიდან მეფე ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულში, ამქრის კონსტიტუციაში გვხვდება შეგირდი და შეგირდის აყვანის პირობები. ამქარი ამ დროისთვის პროფესიული გაერთიანებაც იყო და ორგანიზაციაც, რომელიც ხელობასაც ასწავლიდა. მეფე ერეკლე II-ს სურდა სამთო-საქარხნოს შექმნა, ამისათვის კი გლეხთა ყმებს აძლევდა განათლებას. თანაც იმ დროისათვის ესეთ განსწავლულ ყმებს პრივილეგიები ენიჭებოდათ. თანაც მეფემ კარგად იცოდა, რომ სამეფოს სიძლიერისთვის საჭირო იყო ყმების განათლება (კცნი მეცნიერნი, ბრძენნი და ხელოვანნი). ამისათვის იგი ყმებს სპეციალური განათლების მისღებად რუსეთსა და ევროპაში აგზავნიდა. XIX საუკუნის დასაწყისიდან იწყება პროფესიული განათლების უფრო მეტად განვითარება.

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო უსუფაშვილი
ნინო უსუფაშვილი
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0