x
შრომითი აღზრდის მიზანი და ამოცანები

image

შრომითი აღზრდა წარმოადგენს ადამიანის შრომითი საქმიანობისათვის მომზადების მიზანმიმართულ, კანონზომიერ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზებულ გარემოში. შრომითი აღზრდა მიზნად ისახავს შრომისმოყვარეობის გრძნობის, ფიზიკური და გონებრივი შრომითი საქმიანობისათვის მზადყოფნის ჩვევების ფორმირებას, შრომისათვის პრაქტიკულ და ფსიქოლოგიურ მომზადებას.
ბავშვის შრომითი აღზრდა ოჯახიდან იწყება, მაგრამ შრომა ბავშვისათვის სისტემატურ და სავალდებულო ხასიათს სასკოლო ასაკიდან იღებს. სწავლა მოსწავლის შრომის ძირითადი სახეა. სწორედ ამიტომ შრომითი აღზრდა მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის მთლიანი პროცესის განუყოფელი ნაწილია და, ზოგადად, ამ პროცესის კნონზომიერებით არის განპირობებული. სწავლის პროცესში მოსწავლეს უხდება სხვადასხვა სახის დავალების შესრულება, დისციპლინის დაცვა, სისტემატიური, ყოველდღიური მუშაობა, რაც მისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. "სწვლა თამაში როდია, არამედ სერიოზული შრომაა და ეს შრომა ბავშვს უნდა უყვარდეს" - ამბობს კ.დ. უშინსკი. ფიზიკური და გონებრივი შრომითი ჩვევების ფორმირება წარმატებით მაშინ მიმდინარეობს, როცა შრომითი საქმიანობა თავისი შინაარსით სწავლებას უკავშირდება. ამიტომ მოსწავლეთა შრომითი აღზრდის ძირითად პირობას წარმოადგენს მათი მრავალმხრივი შრომითი საქმიანობის დაქვემდებარება სასწავლო - სააღმზრდელო პროცესის ამოცანებთან. სწორედ ეს იგულისხმება სწავლისა და შრომის შეერთების ზოგადპედაგოგიკურ საფუძველში.
გამომდინარე აქედან, შრომითი აღზრდის ძირითადი ამოცანებია: შრომის როლისა და მნიშვნელობის გაცნობიერება მოზარდი თობის მიერ; შრომისათვის მოზარდის ფსიქოლოგიური მომზადება; სხვადასხვა ასაკის შესაბამისი შრომის სახეების მიზანმიმართული შერჩევა გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარის გასავითარებლად; შრომისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება; სხვადასხვა სასწვლო ციკლის (ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, სამხედრო-ფიზკულტურული) საგნების მიხედვით მოზარდის შრომითი საქმიანობის განსაზღვრა და განხორციელება ყოველგვარი შრომითი უნარ-ჩვევების ფორმირებისათვის; სპეციალური შრომითი დისციპლინის შემოღება; შრომითი კულტურის განვითარება და სხვ.

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო უსუფაშვილი
ნინო უსუფაშვილი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0