x
შეგნებულობისა და აქტიურობის პრინციპი, თეორიისა და პრაქტიკის პრინციპი და მათ შორის კავშირი.

image

შეგნებულობისა და აქტიურობის პრინციპი გულოსხმობს მოსწავლის მიერ სასწავლო მასალის გააზრებულად შეთვისებას. შეგნებული ცოდნაა, ზუსტად ვხედავდეთ კონკრეტულ საკითხს, თუ რა ხდება, რამ გამოიწვია, რატომ არის ეს ასე - შეგვეძლოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა. ზოგადი გაგებით, შეგნებულობა სწავლებაში ნიშნავს, სასწავლო პროცესს მოსწავლე მიუდგეს ობიექტურად, მიუდგეს შეგნებულად. სასწავლო პროცესში ჩართულობა გულისხმობს აქტიურობასაც. აქტიურობა შეიძლება იყოს ფიზიკურად პასიური და გონებრივად აქტიური. თუ არის შეგნებულობა, მოსდებს მას აქტიურობა და პირიქით, თუ აქტიურობა არ იქნება, ვერ შეითვისებს შეგნებულად. ე.ი. ურთიერთგანპირობებულია.

რაც შეეხება თეორიისა და პრაქტიკის პრინციპს, გულისხმობს მოსწავლეების მომზადებას თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისთვის. პრაქტიკა არის უმნიშვნელოვანესი. ეს ყოველთვის უნდა იყოს დაკავშირებული და დაფუძნებული თეორიაზე. ის თეორია, რომელსაც ვსწავლობთ, არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა მას აზრი ეკარგება, თუ პრაქტიკაში არ გამოვიყენებთ. ადამიანი მაშინ ხვდება რა იცის და რა არა, როცა თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებს.

ეს ორი პრინციპი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მოსწავლის მიერ შეგნებულად შეთვისებული ცოდნა, შეიძლება ითქვას, იგივე თეორიული ცოდნაა, რომელიც პრაქტიკაში უნდა გამოიყენოს. მაგალითად, როდესაც მოსწავლეს გააზრებული, შეგნებული აქვს ქართული ენის გრამატიკაში ბრუნვის ნიშნები, იცის თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი სახელები, ე.ი. თეორია იცის, მაშინ იგი შეძლებს ნებისმიერი არსებითი სახელის, ზედსართავი სახელისა თუ ნაცვალსახელის სწორად ბრუნებას. და თუ თავისუფლად შეძლებს ამას, მაშასადამე, მას ეს თეორიული ცოდნა, რომელიც პრაქტიკაში სწორად შეასრულა, შეგნებულად აქვს შეთვისებული, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ მოსწავლე თავის თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში ვერ გამოიყენებს, ე.ი. მას შეგნებულად არ ჰქონია ეს ცოდნა შეთვისებული.

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო უსუფაშვილი
ნინო უსუფაშვილი
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0