x
სწავლება (პედაგოგიკის ერთ-ერთი ცნება)

image სწავლება აღზრდის შემადგენელი ნაწილია. მოზარდის აღზრდა და განათლება უმთავრესად სწავლების გზით წარმოებს. სწავლება ცოდნის გადაცემის ორგანიზებული პროცესია.
ამ პროცესში მონაწილეობს მასწავლებელი და მოსწავლე. ამდენად, იგი ორმხრივი, მაგრამ ერთიანი პროცესია. ერთი მხრივ, მასწავლებელი გდასცემს მოსწვლეებს ცოდნას, ხოლო, მეორე მხრივ, მასწავლებლისაგან ბავშვი იძენს ქცევის წესებს, უმუშავდება ხასიათი და მსოფლმხედველობა, მთლიანად ყალიბდება მისი პიროვნება. მაშასადამე, იგი აღიზრდება.
სწავლების ერთიანი პროცესის ხელმძღვანელ ფიგურას მასწავლებელი წარმოადგენს, მაგრამ მოსწავლე როდია პასიური, პირიქით, მასწავლებლის ხელმძღვანელი როლი აუცილებლობით გულისხმობს მოსწავლეთა აქტიურობას, სწავლების ისეთი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებას, რომლებიც მოსწავლეთა აქტივობს გააძლიერებს. ამის გარეშე შეუძლებელია წარმატებული სწავლება. სწორედ აქტივობის სშუალებით ხდება მოსწავლეთა მიერ ცოდნის შეგნებულად შეთვისება, რაც განათლების მიზანს წარმოადგენს. ვინაიდან სწავლების პროცესში მონწილეობს ორი მხარე - გადამცემი და შემთვისებელი ერთდროულად, რაც გულისხმობს მასწვლებლის და მოსწავლის აქტიურობას ერთდროულად, სწავლების პროცესი, თუ იგი მიმდინარეობს (ითვლება, რომ სწავლების პროცესი მიმდინარეობს იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეც ისევეა ჩართული სასწავლო პროცესში, როგორც მასწავლებელი, ანუ იგი აარ არის პასიური მსმენელი), თავისთავად ინტერაქტიულია. მაშასადამე, სიტყვათა კომბინაცია "ინტერაქტიული სწავლებ", რსაც ხშირად ვხვდებით თანამედროვე პედაგოგიურ ტერმინოლოგიაში, ტავტოლოგიაა და მათი ერთად ხმარება არასწორია.

ამრიგად, სწავლება არის მასწავლებლისმიერ მოსწავლეთათვის გარკვეულ ცოდნა-ჩვევათა შეთვისების ორგანიზებული, სხვადასხვაგვარი და ერთიანი პროცესი.

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო უსუფაშვილი
ნინო უსუფაშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0