x
სწავლების მეთოდების კლასიფიკაცია.
image

სწავლების მეთოდებს დიდაქტიკაში აჯგუფებენ გარკვეული ნიშნების მიხედვით. სწავლების მეთოდთა ამ დაჯგუფებას სწავლების მეთოდთა კლასიფიკაცია ეწოდება. სწავლების მეთოდთა კლასიფიკაციის საკითხკი მრავალნაირადაა გადაწყვეტილი. ერთნი სწავლების მეთოდთა კლასიფიკაციას საფუძვლად უდებენ გნოსეოლოგიურ პრინციპებს და ამის მიხედვით მეთოდებს აჯგუფებენ ინდუქციურ და დედუქციურ, ამის შესაბამისად - სინთეზურ და ანალიზურ შეფასებად; მეორენი სწავლების მეთოდებს აჯგუფებენ მასწავლებლისა და მოსწავლის მოქმედიანობის ხასიათის მიხედვით (მაგ. ახსნით-ილუსტრაციული, ანალიზურ-ძიებითი, პრობლემური, კვლევითი მეთოდები), ზოგნი-სწავლების სახეების მიხედვით (ახალი მასალის ახსნის, განმეორების, ცოდნის, შემოწმება-შეფასების მეთოდები) და სხვ. ამჟამად დიდაქტიკაში ყველაზე მეტად მიღებულია სწავლების მეთოდთა კლასიფიკაცია ცოდნა-ჩვევების ძირითადი წყაროების მიხედვით. ეს წყაროებია:

1. მასწავლებლის ცოცხალი სიტყვა;

2. წიგნი და საერთო წერილობითი წყაროები;


3. მოვლენებსა და საგნებზე უშუალო დაკვირვება;

4. შრომა-საქმიანობის სხვადასხვა დარგში პრაქტიკული მონაწილეობა;

სწავლების ძირითად წყაროებს სწავლების მეთოდთა შემდეგი ჯგუფები შეესატყვისება:

1. ზეპირსიტყვიერი, ვერბალური მეთოდები;

2. წიგნით მუშაობის მეთოდები;

3. საგნებისა და მოვლენების უშუალო დაკვირვებითი მეთოდები;

4. შრომითი სწავლების მეთოდები.

სწავლება თავისი ბუნების მიხედვით ცოდნა-ჩვევების გადაცემისა და გადაცემულის შეთვისების რთული პროცესია, რომელიც კონკრეტული მოვლენისა თუ საგნის ამა თუ იმ მხარეს ეხება; კონკრეტული მოვლენის ამა თუ იმ მხარის შესწავლა კი არ შეიძლება მხოლოდ ზეპირი გადაცემით, ან მხოლოდ ცდის ჩატარებით, ან მხოლოდ გრძნობადი აღქმით, ამიტომ სასწავლო მეთოდები ერთმანეთს ავსებს და ურთიერთში გადადის. მაგალითად, დაკვირვებითი მეთოდების გამოყენების დროს არ შეიძლება არ მივმართოთ ზეპირსიტყვიერ მეთოდებს და პირიქით.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო უსუფაშვილი
ნინო უსუფაშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0