x
სწავლება. სწავლების ფუნქციები. სწავლების ორი ფუნქციის კავშირი მაგალითის საფუძველზე.

image

სწავლება აღზრდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სწავლება არის მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის გარკვეულ ცოდნა-ჩვევათა გადაცემისა და მოსწავლეთა მიერ ამ ცოდნა-ჩვევათა შეთვისების ორგანიზებული, სხვადასხვაგვარი და ერთიანი პროცესი.


სწავლება ასრულებს ძირითადად ოთხ ურთიერთგანმაპირობებელ ფუნქციას:


1) საგანმანათლებლო. უზრუნველყოფილ იქნეს მოსწავლეთა მიერ ცოდნა-ჩვევების ღრმად, შეგნებულად, მტკიცედ დაუფლება, რაც აუცილებელია ყოველმხრივ განათლებული ადამიანისთვის. ისინი უნდა ერკვეოდნენ საგნებსა თუ მოვლენების მიზეზ-შედეგობრივ კანონზომიერებებში, აგრეთვე, უნდა შეეძლოთ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ერკვეოდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ იინფორმაციებში.

2) აღმზრდელობითი. სწავლებამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეში მსოფლმხედველობის ფორმირება, ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბება, მოქალაქეობრივი აქტივობა. იგი სწავლების ზოგადპედაგოგიკური პრინციპია.

3) შრომითი მომზადება. ეს არის არა ერთი რომელიმე სასწავლო დისციპლინის ფუნქცია, არამედ სწავლების მთელი შინაარსი გამსჭვალული უნდა იყოს შრომისათვის მოსწავლეთა მომზადების სულისკვეთებით, შრომითი უნარ-ჩვევების ფორმირებით.

4) განმავითარებელი. სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს ე.წ. თანდაყოლილი ფიზიკურ-ბიოლოგიური და ფსიქიკური უნარების განვითარებას, რომლებიც აღზრდა-განვითარების საგანს შეადგენს.

მოვიყვანოთ ორი ფუნქციის კავშირი: სწავლების აღმზრდელობითი და განმავითარებელი ფუნქცია ერთმანეთთან საგანგებოდ არის დაკავშირებული. ვინაიდან აღმზრდელობითმა ფუნქციამ უნდა განავითაროს ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბება. სწორედ განმავითარებელი ფუნქციაა ერთ-ერთი უძირითადესი გზა, ხელი შეუწყოს ჰარმონიული პიროვნების განვითარებას ადამიანში თანდაყოლილი უნარების ფორმირების გზით. შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს აღზრდა ფართო გაგებასა და აღზრდა ვიწრო გაგებასთან.
მაგალითად, აზროვნებისა და მეტყველების განვითარებისთვის აუცილებელია მეცადინეობა, კითხვა, მეცნიერებასა და კულტურასთან ზიარება, დამიანებთან ურთიერთობა. ეს მოიაზრება ვიწრო გაგებით აღზრდაში(განმავითარებელი ფუნქცია), რომელიც ფართო გაგებით აღზრდას, ე.ი. ჰარმონიული პიროვნების(აღმზრდელობითი ფუნქცია) ერთ-ერთი კომპონენტის - გონებრივი აღზრდის შემადგენელი ნაწილია. მაშასადამე, სწავლების ეს ორი ფუნქცია მჭიდროდ არის ერთმანეთთან კავშირში.

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო უსუფაშვილი
ნინო უსუფაშვილი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0