ამბობდნენ და არ მეჯერა,
გულს ბრძანება არ ეხება,
ნაბრძანები სიყვარული,
არადა არ შეიძლება.
გული როცა გულად გულობს,
მბრძანებელი თვითონ არი,
გრძნობის ტახტზე დაბრძანებულს,
თავად ძალუძს გახსნას კარი.
თუ ჩარაზა მაშინ მტრისას,
ყველა ხერხი არის მცდარი,
ხერხი ჯობნის ღონეს მაგრამ,
გულთან ისიც სუსტი არის.
და როს გული სიყვარულით,
სულ პირამდე აივსება,
...
თუ რამე დავაშავე, რაიმე ცუდი,
ღმერთო!მაპატიე თუ მიღო წუნი,
ცოდვილთა შორის შემინდე ცოდვილი,
ღმერთო!შემიწყალე ამ ქვეყნად შობილი.
ღმერთო!დაიფარე ჩემი სამყოფელი,
ღმერთო!დამილოცე ჩემი სალოცველი,
ჩემი სამშობლო და მთელი ჩემი ერი,
ჩემი ოჯახი და ჩემი ფუძე ჭერი.
გამძლედ მომივლინე ყველა განსაცდელი,
მომეც ჯამრთელობა ძალა გასაწევი,
არ მინდა ტყუილა ქონება საძრახელი,
ოფლით მა...
მინდა, დავწერო ლექსი,
ჩვეულად მოდის მუზა,
ბოღმა მაწვება ყელში,
დარდმაც აუშვა ღუზა.
აფრა აქაჩა ფიქრმა,
გარეკა გემი ზღვაში,
ტალღა მოდენა ქარმა,
მიუძღვის მოუსავალში.
დროა, დაბრუნდე უკან,
სანამ ნაპირი მოჩანს,
იმედი მიზის ყურთან,
და დარდისაგან მმორჩავს.
იმედი გულად იმედობს,
ქარს ტალღა მიაქვს უკან,
გემიც მოადგა ნაპირს,
დარდმაც დააბა ღუზა.
2005წელი.
ეს ...
რა ვქნა?არ ვარ გულზვიადი,
არც თავს ვიქებ დიდებით,
რა ვქნა?მაინც მაგონდებით,
თუმც არაფრად მჭირდებით.
რა ვქნა?თურმე ასეც ხდება,
ზღვაც ივსება ზვირთებით,
ნეტავ რატომ მაგონდებით?
თუ არაფრად მჭირდებით.
მივალ მოვალ ამ სავალში,
ვცხოვრობ ჩემი ფიქრებით,
აჰა, იცი? გაგიხსენეთ,
თურმე ფიქრად მჭირდებით.
მიმობნეულ ოცნებებში,
თითქოს, გხედავთ, გიცქერით,
...
დაცარიელდა ჩემთვის გარემო,
მომნატრებია შენი ხმაური,
შენ ჩემი სულის წმინდა საყდარო,
შენ ჩემი ყოფის ხარ სასწაული.
მომნატრებია შენი თვალები,
შენი ღიმილი, შენთან გართობა,
შენ თავს ვერავინ ვერ შევადარე,
სულ წვიმს ვერაფრით გამოვადარე.
თურმე განშორება მართლა რა ყოფილა,
სიყვარულს გული ვეღარ ამყოფინა,
თურმე მონატრებულ სიყვარულით,
გული ნაწილ ნაწილ დაყოფილა.
თ...
ყველა შენ გეტრფის ლამაზო ქალო,
სუყველას შენსკენ უჭირავს თვალი,
რა მშფოთვარეა, ოხ ეს სამყარო,
დაუდეგარი და ხანაც წყნარი.
ხან ფიანდაზად გეგება ქნარი,
ხან ვიღაცა ხარ და არა ქალი,
ვინც ვერ შემოგწვდა, დაუდგა თვალი,
და ვინც დაგიპყრო, ის ის არ არი.
და ამიტომაც მშფოთვარე არის,
სამყარო წყნარი, დაუდეგარი,
ახლოს მისული, ვერ დანახული,
სიშორიდან კი ხვთაებად ქმნილი....
ძველი მიზიდავს თავისკენ მძაფრად,
ახალმა არა, არ გამიკარა,
ძველი შემოდის ჩემში ლამაზად,
და თითიქოს მარტო ძველიღა მკმარა.
ფიროსმანი და იეთიმგურჯი,
საიათნოვა მიღვიძებს მადას,
ტატოსნაირი მკვირცხლი მერანი,
დრეს კი არსითკენ არ იშლის ფაფარს.
გაიშვიათდა ნაღდი და წმინდა,
მოკრძალებულად გრძნობა ჩართული,
რუდუნებით და ვნებით ნათქვამი,
სიყვარულისთვის ლექსი ქარგული. ...
|
|