x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134733
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509059
თქვენ ჩემს მუზას ჭირდებით

რა ვქნა?არ ვარ გულზვიადი,

არც თავს ვიქებ დიდებით,

რა ვქნა?მაინც მაგონდებით,

თუმც არაფრად მჭირდებით.

რა ვქნა?თურმე ასეც ხდება,

ზღვაც ივსება ზვირთებით,

ნეტავ რატომ მაგონდებით?

თუ არაფრად მჭირდებით.

მივალ მოვალ ამ სავალში,

ვცხოვრობ ჩემი ფიქრებით,

აჰა, იცი? გაგიხსენეთ,

თურმე ფიქრად მჭირდებით.

მიმობნეულ ოცნებებში,

თითქოს, გხედავთ, გიცქერით,

აი, თურმე იქაცა ხართ,

თურმე, იქაც მჭირდებით.

ახლოში ხართ, მეშორებით,

მაინც გეძებთ რითმებით,

მივხვდი, თურმე მე კი არა,

თქვენ ჩემს მუზას ჭირდებით.

0
8
4-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
8