x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134733
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509059
მიყვარხარ...მიყვარხარ,ჩემო პოლიციელო.

“არ მინდა შენთან საუბარი"...ყველას გასაგონად გამოუვიდა ნათქვამი სასოწარკვეთილ გოგონას და სადგურის პოლიციელიც იქვე გაჩნდა.

–გამარჯობათ, რამე პრობლემაა?

არა, ბატონო, უკაცრაბად...გოგონას გვერდით მდგარმა ახალგაზრდა მამაკაცმა თვალის დახამხამებაში დატოვა ოქაურობა.პოლიციელის გამოცდილ თვალს არაფერი გამოპარვია.მიხვდა, რომ გოგონას რაღაც უჭირდა, გვერდით მიუჯდა და გაეცნო.

–მე სადგურის მორიგე პოლიციელი–თორნიკე არაბული ვარ.შემიძლია რამით დაგეხმაროთ?

იცით...დაიბნა გოგონა.მე...მე...აქ მიწევს ღამის გათევა, მაგრამ არ მინდა, რომ ვინმემ შემაწუხოს.

კარგი, ნუ გეშინია.თორნიკეს მამაშვილურმა გრძნობამ გული აუჩუყა, რადგან მისი ტოლი შვილები ჰყავდა.

–შენი სახელი მითხარი, გოგონა.

მე...მე...გოგონას ენა აუბორძიკდა.იცით, არ მინდა რომ ჩემი ამბავი ვინმემ გაიგოს.

–კარგი, ჩემო კარგო, მაგრამ მე გულით მინდა დაგეხმარო.

კი მაგრამ...უცაბედად გოგონა ატირდა.დიდი, მსხვილი ცრემლები ჩამოუგორდა ცისფერი, ჭკვიანი თვალებიდან.მე მამაჩემის გამო ვარ აქ.ის ცუდი ადამიანი არ არ არის, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ სმას მიეჩვია.ახლაც ყველაფერი დაამსხვრია სახლში, მე კი წასასვლელი არსად მქონდა და აქ შევაფარე თავი.დილით კი დეიდასთან წავალ.

–შენი სახელი მაინც არ მითხარი...

–მე მანანა ვარ, მაგრამ მანოს მეძახიან.

მანო, ჩემო კარგო, ვხედავ მამა ძალიან გიყვარს, ამიტომ სჯობს, რომ ერთად წავიდეთ და მამიკოს დავეხმაროთ.

არა...არა...არ მინდა მამიკოს პლიციაში ვუჩივლო, ის ძალიან კარგი ადამიანია.

-არა, ჩემო კარგო, არ ვუჩივლოთ.წამოვალ შენთან ერთად და იქნებ, რამე გამოვიდეს.გეფიცები, ამას ჩვენს გარდა ვერავინ გაიგებს...

მანომ ფრთხილად შეაბიჯა ღიად დარჩენილ კარში და სასოწარკვეთილი ყვირილი მორთო, რადგან შესასვლელში სისხლის გუბეში ჩაწოლილი მამა დაინახა.თორნიკემ სასწრაფოდ დაამშვიდა ბავშვი და მამაკაცს სასიცოცხლო არტერია შეუმოწმა.

–ნუ გეშინია, ჩვენ მას ვუშველით!ცოცხალია...სასწრაფომაც არ დააყოვნა...

მანო და თორნიკე საოპერაციოდან გამოსულ ექიმს აედევნენ.ექიმი პოლიცილისკენ შემობრუნდა და ღიმილით უთხრა:

–თქვენ გმირი ხართ.10 წუთი და ვეღარ ვუშველიდით, მაგრამ ის გადარჩა, თქვენი წყალობით.

–მადლობთ, ექიმო...დამთავრებული არ ჰქონდა თორნიკეს სამადლობელი, რომ გახარებული მანო მას კისერზე ჩამოეკიდა და ყვირილით შესძახა:

“ მიყვარხარ...მიყვარხარ, ჩემო პოლიციელო"

0
67
5-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
67