x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134701
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509038
ბევრი იტყვის "მოგონილიაო" – 10 რეალური ისტორიული ფაქტი

ისეთი რაღაცეებიც კი, რაც აშკარად, ცხოვრებაში არ შეიძლება მოხდეს, ზოგჯერ მაინც ხდება. ზოგიერთი მოვლენა ისტორიაში, მხოლოდ როგორც სახალისო უცნაურობები რჩება, ზოგი კი, ტრაგედიის მიზეზიც ხდება. არის ისეთი მოვლენებიც, ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიაში, გარდამტეხი წერტილი რომ ხდება...

თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ისტორიული ფაქტები, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების, ან მის ოპოზიციაში მყოფების მიერ იყოს დაწერილი. ამიტომ, ტყუილ–მართლის გარკვევა, ხან რთულია.

მაგრამ, აქ წარმოდგენილი ყველა ფაქტი, გადამოწმებულია და მიუხედავად არაორდინალური მოვლენებისა, მათ სისწორეში, ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.


1. მაგ., თურქეთში XVIII ს. მოღალატე ცოლებს სიკვდილით, მეტად ორიგინალური მეთოდით სჯიდნენ. მათ ტომარაში, კატასთან ერთად, სვამდნენ. ტომარას პირს უკერავდნენ და ზღვაში აგდებდნენ. თურქეთის სულთანი იბრაჰიმ I კი, უფრო შორს წავიდა და ბოსფორში 280 ხარჭა ერთად ჩაახრჩო. პირადად მან არა, მაგრამ მისი ბრძანებით, ქალები ტომრებში ჩასვეს და წყალში გადაყარეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევის დროს, არცერთი კატა არ დაზარალებულა.


2. რიტუალური მსხვერპლშეწირვის რეკორდსმენებად აცტეკები ითვლებიან. გადმოცემით, მათ ტენოჩტიტლანის ტაძრის მშენებლობისას, მსხვერპლად 84 ათასი ადამიანი «გაიღეს».


image


3. XVIII ს–ში თეთრკანიანმა ამერიკელებმა ბიზონების რიცხვი 30 000 000–დან – 1000–მდე შეამცირეს. ამასთან, ისინი 3 მოკლული ცხოველიდან, მხოლოდ ერთის ხორცს და ტყავს იყენებდნენ. სახეობა, ფაქტობრივად, გადაშენების გზაზე აღმოჩნდა. ხოლო მიზეზი – ინდიელებისთვის საკვების და ტანსაცმლის წყაროს განადგურება იყო.


4. ბევრ ქვეყანაში, მონობის შემოღების საფუძველი ისაბელ I კასტილიელის (1451–1504 წწ.) დადგენილება იყო, იმის შესახებ, რომ მონობა, როგორც ასეთი, იკრძალებოდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აბორიგენები იმდენად განუვითარებლები იყვნენ, რომ მათთვის მონობა უფრო უკეთესი იყო, ვიდრე თავისუფლება. რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმს, თითქმის ყველა ამერიკული ტომი აკმაყოფილებდა...


5. კოსმოსში ლიფტის გაკეთების იდეა კონსტანტინე ციოლკოვსკიმ (რუსი და საბჭოთა მეცნიერი, თეორიული კოსმონავტიკის ფუძემდებელი) 1895 წ. გააჟღერა. სავარაუდოდ, ეს ეკვატორზე მიმაგრებული კაბელი იქნებოდა, რომელიც მეორე ბოლოთი, გეოსტაციონარულ ორბიტაზე გავიდოდა. ცენტრიდანული ძალის გამოყენებით, «თოკი» დაჭიმული იქნებოდა და მისი მეშვეობით, ადამიანების და ტვირთების გადაადგილება მოხდებოდა.


image


6. ძველი რომაელები ეპილეფსიის სამკურნალოდ, მოკლული გლადიატორების სისხლს სვამდნენ.


7. თომას ედისონი ისტორიაში, როგორც დიდი მეცნიერი და მეცნიერ თანამშრომელთა დაქირავების, მეტად ორიგინალური წესის მომგონებლად შევიდა. ის პოტენციურ თანამშრომელს, გასაუბრებაზე, სადილად ეპატიჟებოდა... მას წინ კერძს და სამარილეს უდგამდა და თუ სამუშაოს მაძიებელი, კერძის დაგემოვნებამდე, სამარილეს იღებდა, მას სამსახურში არ იღებდა. ედისონი თვლიდა, რომ «ექსპერიმენტის» საწყის ეტაპზე – კერძი ჯერ უნდა გაისინჯოს, შემდეგ «დასკვნა» გაკეთდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს, – მარილი საჭიროა, თუ არა?


image


8. თითქმის ორმოცი წლის მანძილზე, აფრიკის ქვეყნებში, სადაც აპართეიდის რეჟიმი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას «თეთრი აფრიკის» ზონებში, ბიზნესის კეთება, ან მუშაობაში ეკრძალებოდა. ასევე, სამედიცინო დახმარების მიღება, შერეულ ქორწინებაში ყოფნა და გარკვეული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გადაადგილება. გარდა ამისა, თუ საჭესთან თეთრკანიანი იჯდა, მის გვერდით, მგზავრის ადგილს, მუქკანიანი ადამიანი ვერ დაიკავებდა.


9. XVIII საუკუნის დასაწყისში, ინდიელი მამაკაცის სკალპი 124 დოლარი ღირდა, ქალის – 50 დოლარამდე. საუკუნის ბოლოსთვის, «ფასები» შემცირდა და ზრდასრული ინდიელის სკალპში, მხოლოდ 20 დოლარს იხდიდნენ.


image


10. 1994 წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, აპართეიდის რეჟიმის დაცემის შემდეგ, დიდი ქალაქების ზოგიერთი უბნის მდიდრული ცათამბჯენები ბანდიტებმა და უსახლკაროებმა დაიკავეს. ეკონომიკური აქტივობა მხოლოდ «თეთრ» რაიონებში დარჩა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი «ოკუპირებული» უბნები, მაგ. იოჰანესბურგი დღემდე არსებობს. იქ ქვეყნის კანონმდებლობა არ ვრცელდება და მას ვერც სამართალდამცავები აკონტროლებენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ალექსანდრე მაკედონელის დედა – გვამებით გაკვალული გზა და ჩაქოლვით სიკვდილი

* ამ გამოცანებზე სწორი პასუხის გაცემას მხოლოდ 10% ახერხებს (პასუხები აქვს)

* პასკის რეცეპტი (1 თვე ახალივით არის)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
728
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
728
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0