x
კარლ იუნგი, არქეტიპები – სიცოცხლის 4 ეტაპი


კარლ გუსტავ იუნგი შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. მისი აზრით არსებობს 4 არქეტიპი, 4 ეტაპი, რომელსაც ადამიანების ცხოვრების მანძილზე გადიან.


image


1. ღონიერების ეტაპი (The ATHLETE Stage)

ამ ეტაპზე, ადამიანები ძირითადად მოცულნი არიან იმით, თუ როგორ გამოიყურებიან, როგორ გამოიყურება მათი სხეული. ამ ეტაპის დროს ჩვენ შეიძლება საათობით ვიდგეთ სარკესთან და განვადიდებდეთ ჩვენს სხეულს,
რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელობავანია ჩვენთვის.


2. მებრძოლის ეტაპი (The WARRIOR Stage)

ამ პერიოდში, ამ ეტაპის დროს, ჩვენი მთავარი საფიქრალი არის ის, რომ გავიდეთ, ვიხილოთ სამყარო, გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი, ვიყოთ საუკეთესო და მივიღოთ საუკეთესო. ვაკეთოთ ის, რასაც მებრძოლნი აკეთებენ და მოვიქცეთ შესაბამისად. ამ ეტაპზე ჩვენ გამუდმებით ვიქრობთ იმ გზებზე, რომლითაც შევძლებთ ყველაზე მეტის მიღებას, ეს არის სხვებთან შედარების ეტაპი. სხვების დამარცხებით
ჩვენ თავს ვგრძობთ უკეთესად, რადგან ჩვენ მივაღწიეთ უფრო მეტს, რადგან ჩვენ ვართ მებრძოლები, ყველაზე უშიშარნი.


3. განაცხადის ეტაპი (The STATEMENT Stage)

ამ დროს, ცხოვრების ამ ეტაპზე, ვხვდებით, რომ იმას, რასაც აქამდე ვივაღწიეთ არ შეუძლია თავი გვაგრძნობინოს საკმარისად კმაყოფილად, ის არ არის საკმარისი რათა ვიყოთ ბედნიერნი. ახლა ვეძებთ იმ გზას, რომლითაც შევძლებთ სამყაროში რაიმე შევცვალოთ, რათა „ვემსახუროთ“ ჩვენს გარშემო მყოფებს. ამ ეტაპზე ვიწყებთ გაცემას. ვხვდებით, რომ ის რასაც აქამდე ვესწრაფვოდით: ფული, ძალაუფლება, ვნებები და სხვ. აღარ არის იმ ღირებულების მქონე, როგორიც ადრე.
აღარ ვართ მათზე დამოკიდებულნი, რადგან ახლა უკვე ცხოვრების სხვა ეტაპზე ვიმყოფებით, რომელზეც ვიცით, რომ ცხოვრებაში არ არის მხოლოდ ეს. ჩვენ შეგვიძლია მათი მიღება, ვართ მადლიერნი, მაგრამ შეგვიძლია ნებისმიერ დროს მათი დათმობაც. ვეძებთ ხერხებს, რათა დავასრულოთ მხოლოდ ჩვენს თავზე ფიქრი, მხოლოდ მიღება და დავიწყოთ ისე ცხოვრება, რათა სხვებს ვარგოთ.
ყველაზე მეტად რაც ამ ეტაპზე გვსურს, არის გაცემა. ჩვენ ვიცით, რომ გაცემა – ეს იგივე მიღებაა და დროა, რომ აღარ ვიყოთ ეგოისტები, ეგოცენტრულები და ვეძებოთ გზები, რათა დავეხმაროთ მათ ვისაც სჭირდება ეს, რათა დავტოვოთ ეს სამყარო იმაზე უკეთესი, ვიდრე აქამდე იყო.


4. სულიერების ეტაპი (The Stage of the Spirit)

იუნგის მიხედვით, ეს არის უკანასკნელი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში. ეტაპი, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპი არ აღწერს ზუსტად იმას, თუ ვინ/რა ვართ. ვხვდებით, რომ ჩვენ ვართ მეტი ვიდრე ჩვენი სხეული, ჩვენი გატაცებები, მეტი ვიდრე ჩვენი მეგობრები, ჩვენი ქვეყანა და ასე შემდეგ. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ვართ ღვთაებრივი არსებები, სულიერი
არსებები რომლებსაც აქვთ ადამიანური გამოცდილება და არა ადამიანები, რომლებსაც აქვთ სულიერი გამოცდილება. ჩვენ ამ დროს ვიცით, რომ ეს არ არის ჩვენი სახლი, არ ვართ ის რაც გვეგონა, რომ ვიყავით. ჩვენ ვართ ამ სამყაროში მაგრამ არ ვართ მისი ნაწილი. უკვე შეგვიძლია, რომ ჩვენი თავის სხვა პერსპექტივიდან დანახვა, გამოსვლა საკუთარი გონებიდან და სხეულიდან და ჩვენს ცხოვრებაზე დაკვირვება.


2500 წლის წინ ლაო ტსუ (551–479 ჩვ.წ) ცდილობდა ჩვენთვის სწორედ იმის თქმას, თუ როგორ მიგვეღწია იმ ეტაპამდე, რასაც იუნგი მეოთხე ეტაპად აღწერს.

0
133
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბაგაური
მარიამ ბაგაური
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0