x
ლოკუს კონტროლის შეცვლის სტრატეგიები

image
მკვლევართა გარკვეულმა რიცხვმა ჩაატარა კვლევები, რომლებიც ეხებოდა
ადამიანის ლოკუსის კონტროლის ორიენტაციის ცვლილებას. ინტერნალობის მანამდე ნახსენები დადებითი მხარეების გათვალისწინებით, ასეთი სტრატეგიების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.
გარდნერი და ბეთი (Gardner and Beatty, 1980) მიიჩნევენ, რომ არსებობს რამოდენიმე საშუალება მასწავლებლებისა და კონსულტანტებისათვის, რათა გაზარდონ ინტერნალობა. ისინი გვთავაზობენ, რომ მასწავლებლებმა უნდა დააჯილდოვონ პასუხისმგებლობის მქონე ქცევითი პატერნები განხორციელებისთანავე. გაარჩიონ ლოკუს ლონტროლის ორიენტაცია და მისი არსი სტუდენტებტან ერთად, მოახდინონ სწავლების პროცესში მიზნის მიღწევის პროცედურების ინტეგრაცია და შეეცადონ, რომ სტუდენტები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხსა და რაოდენობას. ასევე კონსულტანტებს შეუძლიათ დაეხმარონ კლიენტებს
ექსტერნალური ორიენტაციის მოდიფიცირებაში, მათთვის ინტერნალური
შეტყობინებების მიწოდებით. მაგ: სთხოვოს კლიენტს, ჩამოწეროს პერსონალური
პრობლემების სია და მოახდინოს პრობლემის შესაძლო გადაჭრის გზების ვერბალიზება.
მაკდონალდი (Macdonald, 1972) განიხილავს სამ ტექნიკას, რომელსაც შეუძლია ლოკუს კონტროლის ორიენტაციის ინტერნალობისაკენ მიმართვა. პირველი ტექნიკა
ითვალისწინებს ენობრივი მოდიფიკაციის პროგრამას. ხდება სუბიექტების მიერ
ექსტერნალური მტკიცებების ეჭვის ქვეშ დაყენება და ინტერნალური მტკიცებების
დაჯილდოვება. სუბიექტს სთხოვენ იფიქროს წარსულში მომხდარ პრობლემაზე და იმაზე თუ რას გააკეთებდა განსხვავებულად იმისათვის, რომ შეეცვალა ამ პრობლემის რეზულტატი, რას გააკეთებდა აწმყოში და რას გააკეთებს მომავალში მსგავს პრობლემასთან შეჭიდების შემთხვევაში. მეორე ტექნიკას მაკდონალდი უწოდებს „მოქმედების პროგრამას“ (action program), რომელიც შემუშავებულ იქნა დუას მიერ (Dua, 1970). ეს მიდგომა გულისხმობს, რომ ინდივიდმა კონსულტანტის დახმარებით უნდა გამოკვეთოს საკუთარი სპეციფიკური
ინტერპერსონალური პრობლემები ბიჰევიორალურ ანუ ქცევით ტერმინებში. შემდეგ
კონსულტანტი და კლიენტი ერთობლივად შეიმუშავებენ სპეციალურ მოქმედების
პროგრამას, რომელიც მიმართული იქნება მოცემული პრობლემების გადაჭრისაკენ.
მესამე მეთოდი, რომელსაც მაკდონალდი განიხილავს, არის რეკონსტრუალური
მეთოდი. ამ ტექნიკის მიხედვით სუბიექტებს ეუბნებიან, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი ქცევის განხილვა ორი გზით: ქცევა, რომელიც მორგებულია სხვების მოთხოვნებს და ქცევა, როგორც ინსტრუმენტი, რათა მიიღო პიზიტიური განმტკიცება. პირველ შემთხვევაში ქცევა დანახულია როგორც ექსტერნალური კონტროლის რეზულტატი, ხოლო მეორე შემთხვევაში ქცევა კონტროლირდება ინტერნალურად. კონსულტანტი ცდილობს, რომ კლიენტმა განიხილოს ქცევები ინტერნალური პერსპექტივიდან, თვითონ ქცევის ცვლილების გარეშე. შეცვალოს თუ არ შეცვალოს ქცევა, დამოკიდებულია თვითონ კლიენტის გადაწყვეტილებაზე.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბაგაური
მარიამ ბაგაური
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0