x
5 მიზეზი თუ რატომ ვირჩევთ ცუდ ლიდერებს
რატომ არის ასეთი ბევრი ცუდი ლიდერი მსოფლიოში? ფსიქოლოგი რობერტ ჰოგენი ვარაუდობს, რომ სამსახურში მენეჯერთა/ლიდერთა უმეტესობა არის ან არასრულყოფილი ან არაკომპეტენტური, და მსოფლიოში, რომელიც სავსეა დიქტატორებითა და დეესეპოტებით, პოლიტიკაც ასევე სავსეა ცუდი ლიდერებით.


პრობლემის დიდ ნაწილი არის ის, რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით როგორ ავირჩიოთ კარგი ლიდერი, რასაც მოსდევს ფსიქოლოგიური მიდრეკილებები და მოთხოვნილება, რომ ვემსახუროთ საკუთარ ინტერესებს და არა – სიკეთეს.


image


წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ ვირჩევთ ცუდ ლიდერებს:


1.ჩვენ ვაფასებთ არასწორ თვისებებს, რომლებიც ლიდერს უნდა ახასიათებდეს – ჩვენ უფრო მეტად მოგვწონს ძლიერი, თავდაჯერებული ლიდერები, მაგრამ ხშირად
სიძლიერეში ქედმაღლობასა და ნარცისიზმს ვურევთ. კვლევები გვაჩვენებს, რომ ყველაზე ცუდი ლიდერები არიან სწორედ ნარცისი და ამპარტავანი ლიდერები, ისინი დარწმუნებულნი არიან საკუთარ სისწორეში, იშვიათად იღებენ რჩევებს და ვერ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. საუკეთესო ლიდერებს ახსიათებთ თავმდაბლობა, მათ იციან, რომ : ა) არ არიან ყოველთვის მართლები (და სჭირდებათ სხვისი შენატანი); და ბ) შეუძლიათ შეუწყვეტლივ სწავლა და განვითარება.


2.ჩვენ ვათანაბრებთ ეფექტურობასა და ნაყოფიერებას კარგ ლიდერობასთან – ხშირად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შედეგებს, მაგრამ არ ვითვალისწინებთ თუ როგორ იყო ეს შედეგები მიღწეული („მიზანი ამართლებს საშუალებას“?!). ნამდვილად კარგი ლიდერები არიან წარმატებულები, მაგრამ ისინი ფრთხილობენ მორალურად სწორი საქციელის არჩევისას. ისინი ზიანის მინიმიზაციას ცდილობენ და წარმოაჩენენ
მათი საქციელის ყველა კომპონენტს და არა მხოლოდ დადებითს.


3.ჩვენ გვჭირდება ძალაუფლება – ლიდერობის ექსპერტი ჟან ლიპმენ–ბლუმენი, საკუთარ წიგნში მიიჩნევს, რომ მიმდევრები უფლებას აძლევენ და ეხმარებიან ლიდერებს – ძალაუფლების მქონე პოზიციების ხელში ჩაგდებაში და მხარს უჭერენ მათ დანაშაულებებს. უმეტესად მიმდევრები ისეთ ლიდერებს უჭერენ მხარს, რომლებიც იმას მისცემენ რაც მათ უნდათ და არა – რაც ქვეყანას ან ორგანიზაციას ესაჭიროება. ცუდი მიმდევრები „ეჯაჭვებიან“ ცუდ ლიდერებს, ძალაუფლების გაზიარების პირობის გამო.



4.არ ვთვლით ლიდერებს პასუხისმგებლებად – ჩვენ ხშირად ვაყენებთ ლიდერებს პედესტალზე და მივიჩნევთ, რომ ისინი სწორად მოიქცევიან. ამის მაგივრად საჭიროა, რომ ვიყოთ აქტიური მიმდევრები და მათ დავაკისროთ პასუხიმგებლობა საკუთარ ქცევებზე. წინ უნდა აღვუდგეთ ჩვენს ლიდერებს მაშინ, როდესაც არასწორ გზას ადგანან და მხარი დავუჭიროთ – როდესაც სწორად იქცევიან. ის ფაქტი, როდესაც ამერიკის კონგრესმა დადებითად შეაფასა ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილება ერაყში შეჭრასთან დაკავშირებით, გვაჩვენებს, რომ ისინი არ ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას– სრულად დაეყენებინათ ეჭვქვეშ პრეზიდენტის ქმედებები.


5.ვახდენთ რაციონალიზაციას – ძალიან ხშირად, ჩვენს ლიდერებს ვაძლევთ „საშვს“
იმის მაგივრად, რომ ვამყოფოთ ანგარიშვალდებულად. ან ნებას ვაძლევთ, რომ იდგნენ კანონზე მაღლა („მას შეუძლია ამის გაკეთება, იმიტომ, რომ ლიდერია“). და საბოლოოდ, ჩვენ ძალიან მარტივად „ვკმაყოფილდებით“, იმის მაგივრად, რომ ვეძებოთ საუკეთესო ლიდერი, ვირჩევთ იმ ცუდ კანდიდატებს შორის, რომლებიც გვყავს.


როგორ ამოვიცნოთ კარგი ლიდერი?


კარგი ლიდერი:
ერთიანდება და არ იყოფა: კარგი ლიდერი არ ქმნის დივიზიებს (დანაყოფებს) მის
შემადგენელ ნაწილებს შორის („ჩვენ– მათ წინააღმდეგ“)

აღწევს რეზულტატს, მაგრამ ახდენს გვერდითი ზარალის ლიმიტირებას: არის ეფექტური, მაგრამ არა სხვისი ზიანის ხარჯზე.

უზიარებს ლიდერობას მის მიმდევრებს: მუშაობს მათთან ერთან, გადის კონსულტაციებს, ზრუნავს მათზე.

ტოვებს გუნდს, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს იმაზე უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე მანამდე იყო.

0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ბაგაური
მარიამ ბაგაური
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0