x
ვინც უხდის, ის უკვეთავს

image“intermedia-ge” გთავაზობთ მცირე ინერვიუსპრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი ლილუაშვილთან, რომელიც ღიად ყვეფა იმ ფაქტებისშესახებ, რომელიც ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის.
რატომ ვერგაიმარჯვეთ საპრეზიდენტო არჩევნებში?
პასუხი მარტივი და ცხადზე–ცხადია, იმიტომ რომ არჩევნები უბრალოდ გაყალბდა.დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენ არჩევნების დღეს ყუთებში ჩაგდებულ ფურცლებზე გადაგვაქვსყურადღება, არადა გაყალბება წინასაარჩევნო მარათონიდან იწყება. პირველირაც არგააკეთა დემოკრატიას დაპირებულმა „მეოცნებეებმა“ ეს გახლდათ საარჩევნო კოდექსი რომელიც არ იქნა გასწორებული. ანუ როდესაც სუბიექტები დაყოფილი არიან კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებად აქ დემოკრატიულ, თანასწორუფლებიან და სამართლიან
არჩევნებზე საუბარიც ზედმეტია, აგრეთვე არ იქნა დადგენილი ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა, 3 600 000 ამომრჩეველი კი არადა მოსახლეობა არ არის არც საქართველოში და არც საქართველოს გარეთ. რაც შეეხება არჩევნების დღეს აქ კიდე საერთოდ აბსურდული სიტუაცია შეიქმნა როდესაც საავადმყოფოებში მწოლიარე პაციენტებს არ მიეცათ არჩევანის გაკეთების საშუალება იმიტომ რომ იყვნენ ჩემი
ამომრჩევლები და მმართველ გუნდს არ უჭერდნენ მახარს, მსგავსი შემთხვევები უამრავია როდესაც ვეტერანთა ჰოსპიტალში მწოლიარე ვეტერანებს ხმის უფლება ჩამოართვეს, თუმცა საპყრობილეებში როგორ აძლევდნენ ხმას დანაშაულში ბრალდებულები ეს ყველამ თვალნათლივ იხილა ყველა არზე დემოკრატიული არჩევნები რომ
ეჩვენებიათ საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის. კანდიდატებს არა
თანაბრად მოგვეცა სატელევიზიო ეთერი, მე ფეხით შემოვიარე მთელი საქართველო. სამწუხაროდ უსახსრობის გამო და დაუფინანსებლობის გამო ვერ მოვახერხე ყველა სოფელში ყველა ამომრჩეველთან
პირადად შეხვედრა და მათთან გასაუბრება, თუმცა პრობლემები სრულიად შესწავლილ იქნა და გათავისებული, დასახული იქნა ამ პრობლემების გადაჭრის ხერხები ეროვნული აკადემიის დარგის
მეცნიერ სპეციალისტებთან ერთად. თუმცა ამ ეტაპზე საშუალებაარ მოგვეცა საზოგადოებამდე მიგვეწოდებინა ამ პროექტების არსი და მნიშვნელობა.ყველაზე მეტი ხმები სწორედაც რეგიონებში მივიღე სამეგრელო, აჭარა, ქვემო ქართლი და ასეშემდეგ. თუ სასწრაფოდ არ იქნება გასწორებული საარჩევნო კოდექსი და არ იქნება დადგენილი
ბოლოს და ბოლოს რამდენი ამომრჩეველია საქართველოში ყოველთვის იქნება იმის შესაძლებლობა რომ გაყალბდეს არჩევნები და ამას ხელისუფლება ყოველთვის თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.
რატომარგაასაჩივრეთ?
როგორც ყველა თქვენც იგივეს მეკითხებით. გავასაჩივრე, მაგრამ არავინ არ გააშუქა არც ტელევიზიამ და არც გაზეთებმა. საზოგადოებრივ არხს თურმე 26 სექტემბერს გამოუცია დადგენილება
არაკვალიფიციური სუბიექტებისთვის არაპოპულარულ საეთერო დროს 13:00 დან 18:00 საათამდე 15 წამიანი დროის მიცემაზე და ეს დადგენილება სრულიად შემთხვევით არჩევნებამდე 2 დღით ადრე გავიგეთ არაკვალიფიციურმა სუბიექტებმა საზოგადოებრივი არხის
ხელმძღვანელობამ დაგვიმალა ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ჩემს გასაჩივრებას, იმიტომ არ გააშუქეს, რომ არ აწყობდათ, ისინი ხომ ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ. „ვინც უხდის, ის უკვეთავს“
ამყველაფრისმერეთქვენისევაგრძელებთპოლიტიკაშიმოღვაწეობას.
რატომ?
ჯერ ერთი ამ ქვეყნის შვილი ვარ და მინდა ჩემი სამშობლო ყველაზე ლამაზი, ყველაზე განათლებული, დემოკრატიული და
გაბრწყინებული იყოს, არადა ეს სრულიად მიღწევადია და არც ისე რთული, უბრალოდ უნდა გვინდოდეს ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. ბრძოლას კი აუცილებლად გავაგრძელებ რადგანაც
მე ჯერ სერიოზულად არც კი გამომიყენებია ის რესურსები რაც გამაჩნია და რის გაკეთებასაც ვაპირებ და ეს პირველ რიგში განათლებას ეხება ყველაზე მნიშვნელოვანიგანათლების
სისტემის დახვეწა და აღმშენებლობაა. ამ სფეროში მოვიკოჭლებთ და ამიტომაც ვართ ამ დღეში.ქვეყანაში უნდა მოვიდეს ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე განათლებული ხელისუფლება,
მოიყვანოს კვალიფიციური კადრები, თუ არ არის ავღზარდოთ და დავასაქმოთ სპეციალობის მიხედვით.
იქნებ რამედაგრჩათ სათქმელი საზოგადოებისთვის?
სათქმელი ძალიან ბევრია. პიველ რიგში მინდა ლატვიაში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო და
გავიზიარო მათი მწუხარება. აგრეთვე მინდა სოლიდარობა
გამოვხატო უკრაინელი ერის მიმართ რომელიც შეუპოვრად იბრძვის საკუთარი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობისათვის და დასავლური ღირებულებებისათვის. მე მოვუწოდებ საზოგადოებას
უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ ქვეყნის მართვაში, უფრო მეტად იაქტიურონ საკუთარი მომავლის მშენებლობაში, ნუ დახარბდებით ოქრო–ვერცხლს, პროფესიონალები არჩიეთ და ისინი დააყენეთ
სათავეში. „განათლებული საზოგადოება, ძლიერი საშუალო ფენა ქვეყნის სიძლიერის საწინდარია“. ერთადერთი სიმდიდრე რასაც ვერ წაგართმევენ
და კონფისკაციას ვერცერთი ხელისუფლება ვერ გააკეთებს ეს განათლებაა!

0
19
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:აკაკი წოწონავა
აკაკი წოწონავა
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0