x
გიორგი ლილუაშვილის ბრიფინგი მთავარ პროკურატურასთან გაიმართება.
ხვალ (17.01.2014 წ. 12:00 საათზე) მთავარ პროკურატურასთან გაიმართება გიორგი ლილუაშვილის ბრიფინგი და შევა განცხადება დანაშაულის შესახებ მთავარი პროკურორის სახელზე.


image

საქართველოს მთავარ პროკურორს
გიორგი ლილუაშვილის
მცხ.:დოლიძის ქ.კორპ.
#22 ბინა # 38
ტელ: 577188869



გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(დანაშაულის დაცვის შესახებ)


მოგახსენებთ, რომ 2001 წლის 14 სექტემბრიდან ვმუშაობდი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს #06325 სამხედრო ნაწილში – ექიმის თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის #1/535 ბრძანებით, 2004 წლის 25 ივლისიდან გადამიყვანეს კადრების განკარგულებაში, 29.09.2004 წლის #1/782 ბრძანებით 2004 წლის 4 ოქტომბრიდან 2004 წლის 29 ნოემბრამდე, მივლინებული ვიყავი დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიის უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში, ინგლისური
ენის შემსწავლელ გაძლიერებულ ორთვიან კურსებზე, შემდგომში სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გასაგზავნად.
ამავდროულად, კი როგორც შემდგომში გაირკვა, თავდაცვის
მინისტრი 2004 წლის 4 ოქტომბრის #1/810 ბრძანებით, სასწავლო მივლინებაში მყოფი დამითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან.
თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული #1/810 ბრძანება ჩემს
მიერ ცალსახად გასაჩივრებული იქნა სამოქალაქო სამართალარმოების წესით და საბოლოოდ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად სცნო საქართველოს და თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება #1/810 და აღმადგინა კადრების განკარგულებაში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით ძალაში დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილება.
ყოველივე ამის შემდეგ, მივმართე სააღსრულებლო ბიუროს,
რათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მომხდარიყო თავდაცვის მინისტრის 2004 წლის #1/810 ბრძანებით გაბათილება და ჩემი აღდგენა თავდაცვის სამინისტროს კადრების
განკარგულებაში. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა გელა ქომეთიანმა 2006 წლის 3 აპრილს წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სადაც წინადადება
მისცა ამ უწყებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და 28-ე მუხლის თანახმად 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით აღესრულებინათ სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც რეაგირება არ მოყოლია. სასამართლო აღმასრულებელმა განმეორებით მიმართა თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 17 მაისს. რაზეც თავდაცვის სამინისტრომ
2006 წლის 19 მაისს #6/929 წერილით უპასუხა და თავდაცვის მინისტრის ბრძანება #868 გამოაგზავნა. სადაც იუწყებოდნენ, რომ მათ ნაწილობრივი ცვლილება შეიტანეს თავდაცვის მინისტრის
2004 წლის #1/810 ბრძანებაში და აღდგენის ორი წლით უკანა რიცხვით კვლავ დამითხოვეს. ანუ მათ შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილად ჩამთვალეს 2004 წლის 25 ნოემბრიდან
რეორგანიზაცია შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. თუმცა ამავ დროულად იუწყებოდნენ, რომ ექიმის ვაკანტური თანამდებობები ქონდათ. აღმასრულებელმა გელა ქომითიანმა 16.02.2007 წლის #01/08-480-03 წერილით მიმართა თავდაცვის სამინისტროს განემარტათ აღნიშნული ბრძანება თუ რა ეტაპზე მოხდა ამ ბრძანებით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. თავდაცვის სამინისტრომ მისთვის ჩვეული ხერხებით ზეწოლა განახორციელეს აღმასრულებელზე და სააღსრულებლო ბიურომაც მომწერა რომ ამ ბრძანებით აღსრულდა სასამართლოს გადაწყვეტილებაო
რითაც, შექმნეს სსკ–ის 341, 342 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.
მივმართე ზემდგომ სტრუქტურებს, როგორც აღმასრულებელს
ასევე საკანონმდებლოს, მივმართე სასამართლოსაც, თუმცა შედეგი ერთგვაროვანი იყო და სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი (საქმე #3/2988-07) და გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.
ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, კვლავ ვცადე სამართლის მოძიება, მივმართე თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, პრემიერ მინისტრს ბიძინა
ივანიშვილს, ახალ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს თუმცა უშედეგოდ.
თავდაცვის მინისტრის 06, 04, 2006 წლის #868 ბრძანება
არის უკანონო აქტი და ნიმუში სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მისი ულებამოსილების
გადამეტების.
თავდაცვის მინისტრმა 2006 წლის #868 ბრძანებით ცვლილება
შეიტანა სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილ აქში და აღდგენის სანაცვლოდ, ორი წლით უკანა რიცხვით, იგივე გარემოებაში, რაზეც სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა და უკანონოდ სცნო თავდაცვის სამინისტროს ქმედება, კვლავ დამითხოვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ადგილი
აქვს დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენას თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ, კერძოდ სამინისტროს მიერ არ აღსრულდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება,
რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს დანაშაულს. ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავისი უკანონო ბრძანებით გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, ცვლილება შეიტანა რა სასამართლოს მიერ ბათილ აქტში, რამაც ჩემი და 520 ოფიცრის უფლებების
არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა იმაში, რომ მე და 520 ოფიცერს უარი გვეთქვა კადრების განკარგულებაში აღდგენაზე, რითაც შეგვიწყდა საქართველოს შეიარაღებული ძალებში შრომის უწყვეტი სტაჟი და ვერ მივიღეთ პირველი ორი თვის ანაზღაურება, აღნიშნული ქმედება მინისტრის მხრიდან ქმნის სსკ–ის 333–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. ხოლო იმის გამო, რომ აღნიშნულ დანაშაულზე არა ერთი განცხადება, გაფრთხილებისა, რეაგირება არ მოახდინოს ზემდგომმა და ვალდებულმა თანამდებობის პირებმა და ისინი შეეცადნენ დაემალათ და გაემართლებინათ დანაშაულის ჩამდენი პირები. რითაც შექმნეს სსკ–ის 23, 307, 312, 316, 341, 342 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვშუამდგომლობ მთავარი პროკურორის წინაშე, დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში იქნეს მიცემული დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირები. ასევე გამოძიების პერიოდში იმ პირთა მიმართ, რომლებსაც ევალებოდათ მიეღოთ კანონით გათვალისწინებული ზომები და არ შეასრულეს თავიანთი ფუნქციონალური მოვალეობები, მათ შორის თანამდებობის პირებს, თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, იუსტიციის მინისტრს
თეა წულუკიანს, პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, შეუჩერდეთ უფლებამოსილება და გადაყენებული იქნან დაკავებული თანამდებობიდან, რათა მათ არ მოახდინოს ზეგავლენა გამოძიების მსვლელობაზე.



განმცხადებელი: /გიორგი ლილუაშვილი/

17.01.2014 წ.




0
31
შეფასება არ არის
ავტორი:აკაკი წოწონავა
აკაკი წოწონავა
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0