x
თაზო ბენიძე:-"იმპერიალურ რუსეთს ამოუვა ყელში ჩვენი პიარისთვის მოღერებული ლოზუნგები"
image

საინფორმაციო სააგენტო GNnews-ის ჟურნალისტი თაზო ბენიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს "ფეისბუკის" გვერდზე ეხმიანება და პოლიტიკურ ძალებს მიმართავს, რომ შეეშვან ლენტებით სპეკულირებას.


intermedia.ge უცვლელად გთავაზობთ მის სტატუსს:


"მოგესალმებით, მეგობრებო, პოლიტიკოსებო, ხელისუფლებავ, საპარლამენტო ოპოზიციავ, ევრაზიულო კავშირო(?), ჟურნალისტებო, მომღერლებო, მსახიებობო, „რუსეთუმეებო“ და „ნატოტუმეებო“.
მე ვარ აფხაზეთიდან დევნ


ილი, დევნილი, რომელმაც 2 წლისამ დავტოვე აფხაზეთი და აფხაზეთში დავტოვე საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლი მამის საფლავი. ჩემზე მეტად, ალბათ, არავის გინდათ აფხაზეთში, სოხუმში დაბრუნება, მაგრამ მოდით, აბა, ერთი, კარგად დაფიქრდით, ვის რამდენად ძლიერად შეგტკივათ გული?
დამიჯერეთ, რომ არავის! აი, განსაკუთრებით თქვენ, ვინც ბევრს ყვირით და მიიწევთ წინ, ხან _ ენგურთან და ხან რომელიმე საზღვართან მართავთ აქციებს. კი ბატონო, მსგავსი საპროტესტო აქციებ

ი და პატრიოტული სულისკვეთება ძალიან კარგია რეიტინგის და პიარისთვის, მაგრამ თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ეს მხოლოდ თქვენი პიარია და სინამდვილეში, ვერ დავიბრუნებთ ასე აფხაზეთს და სხვა დაკარგულ ტერიტორიებს. ამ ყვრილს, მუშტებზე ყურებასა და ომის გამოცხადებას სჯობს, დაწყნარდეთ და ის ნეიტრალური ურთიერთობა შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს, თორემ იმპერიალურ რუსეთს ამოუვა ყელში ჩვენი პიარისთვის მოღერებული ლოზუნგები, გამოსვლები და ერთ დღესაც შემოგვიტევს და იმასაც დავკარგავთ, რაც გვაქს, თქვენ თუ ევროკავშირისა და ნატო-ს „აღშფოთებ-შეშფოთების“ დახმარების იმედი გაქვთ, დმაიჯერეთ,

აქაც ცდებით: ვერც ნატო და ვერც ევროკავშირი ვეღარ გვიშველის!!! ისინი მხოლოდ აღშფოთდებიან და ჩაწყნარდებიან. აი, ჩვენ კი, საწყალი და დაჩაგრული ერი, ნელ-ნელა გავნადგურდებით, ისევ უმოწყალოდ შევწირავთ ჩვენს ახალგაზრდებს და საბოლოოდ, გავხდებით რუსეთის მფლობელობაში...
ამიტომ, მოდით, ნუ გავაღიზიანებთ ოკუპანტ, მეზობელს ჩვენი „ვითომ პატრიოტიზმით“ და საკუთარი თავის პიარით.
პტივისც
ემით, თაზო ბენიძ

0
86
შეფასება არ არის
ავტორი:აკაკი წოწონავა
აკაკი წოწონავა
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0