x
"მე ვარ ემიგრანტი" - ტრისტან გაბელია
image

საინფორმაციო სააგენტო"intermedia.ge" დაინტერესდა ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობით უცხოეთში და გთავაზობთ მათ ინტერვიუს.

ჩვენი სტუმარია ქართველი ჟურნალისტი ტრისტან გაბელია, რომელიც უკვე წლებია საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს მისი პროფესიით. თუ რატომ დატოვა მანდ საქართველო ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბატონო ტრისტან რატმდენი ხანია რაც საქართველოში აღარ ცხოვრობთ და რა მიზეზით დატოვეთ მშობლიური ქვეყანა?


დაახლოებით 30 წელია რაც მოწყვეტილი ვარ საკუთარ მიწა-წყალს. საქართველო

დან წასვლის მიზეზი კი ის არის, რომ ევროპაში უკეთესი განათლების მიღება შეიძლება ვიდრე საქართველოში.

30 წლის განმავლობაში არ გიფიქრიათ დაბრუნებაზე?

კი ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ფიქრებადვე დარჩენილა... საქართველოს ვსტუმრობ ხოლმე ზაფხულობით 2-3 თვით, რადგან ძალიან მენატრება ჩემი კუთხე სამეგრელო და რა თქმა უნდა ქართული კულინარია, რომელსაც ვერცერთი ქვეყნის კულინარია ვერ შეედრება.

ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ თქვენ მღერით.

(იცინის) დიახ ვმღერი, ჩემთვის. არ მაქვს პრეტენზია შოუ-ბიზნესში ყოფნაზე, უბრალოდ "მემღერება და ვმღერი". ვირჩევ სიმღერებს, რომელიც ძალიან მომწონს შემდეგ ჩემებურ ინტერპრეტაციას ვასრულებ და მეგობრების წრეში ვღიღინებ. კარგია, როდესაც ევროპაში ქართველი მეგობრები მყავს და მათთან ერთად ვმღერი. მგონია, რომ საქარველოში ვარ და ნოსტალგიის გრძნობა მიმსუბუქდება.

აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

მინდა, მაგრამ არა!!!


იხილეთ ვიდეო მითითებულ ლინკზე:

https://www.youtube.com/watch?v=8LZ2hoFYj2k&feature=youtu.be


https://www.youtube.com/watch?v=rFwncHkJc4s&feature=youtu.be

0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი წოწონავა
აკაკი წოწონავა
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0