x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134556
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
ბაბა ვანგა- მითები და სინამდვილე

image

31 იანვარი ბულგარელი ნათელმხილველის ბაბა ვანგას(ვანგელი გეშტეროვას)დაბადების დღეა, წლების განმავლობაში ვანგას გარშემო ათეულობით მითი და სინამდვილე ერთმანეთშია აირია. ბოლო ხანებში მითები უფრო ჭარბობს. ავრცელებენ ისეთ პროგნოზებს, რომელიც ვანგას არც არასდროს უთქვამს და არც არასდროს უწინასწარმტეყველებია. დღეს შევეცდებით ზოგიერთი მათგანი გავაბათილოთ.



"ვანგა არის კარგად გაპიარებული სახელმწიფო ბიზნესი, რომლის წყალობითაც შორეული რეგიონი იქცა მომლოცველთა ადგილად ბრბოსთვის მთელი მსოფლიოდან.. იცით ვინ ლოცულობდა ყველაზე მეტად ვანგას? ტაქსის მძღოლები, კაფეებში მიმტანები, სასტუმროს პერსონალი - ადამიანები, რომლებსაც "ნათელმხილველის" წყალობით ჰქონდათ შესანიშნავი, სტაბილური შემოსავალი. ყველა მონდომებით აგროვებდა წინასწარ ინფორმაციას ვანგასთვის: საიდან მოვიდა ადამიანი, რატომ, რისი იმედი ჰქონდა. შემდეგ კი ვანგა ინფორმაციას კლიენტებს ისე უზიარებდა, თითქოს თავად იხილეა. კლიენტებზე დოსიეებს აგროვებდნენ ასევე სადაზვერვო სამსახურები, რომელთა მფარველობის ქვეშაც მოქმედებდა სახელმწიფო ბრენდი(იგულისხმება ვანგა). იგივე ბეხტერევამ, რომელიც ვანგასთან მივიდა, თქვა, რომ შეხვედრის დანიშვნა მხოლოდ სპეცსამსახურების ნებართვით იყო შესაძლებელი."(აკადემიკოსი ევგენი ალექსანდროვი)




აუხდენელი პროგნოზები, თაღლითობა ვანგას სახელით და მის სახელთან დაკავშირებული მითები





ვანგას სახელი ხშირად იხსენიება ტაბლოიდური პრესის გვერდებზე. ვანგას მიეწერება სხვადასხვა პროგნოზები, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. არსებობს დაუსაბუთებელი მოსაზრებები, რომ ვანგამ იწინასწარმეტყველა სტალინის სიკვდილი, ავარია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, ბორის ელცინის გამარჯვება 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი, ასევე ტოპალოვის გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე ჭადრაკში.


1993 წლის დასაწყისში ვანგამ თითქოს თქვა, რომ სსრკ აღორძინდებოდა XXI საუკუნის პირველ მეოთხედში და ბულგარეთი იქნებოდა მისი ნაწილი.


1994 წელს ვანგამ იწინასწარმეტყველა: ”21-ე საუკუნის დასაწყისში კაცობრიობა განთავისუფლდება კიბოსგან. დადგება დღე, როცა კიბო „რკინის ჯაჭვებში“ იქნება შებოჭილი . მან ეს სიტყვები ისე განმარტა, რომ „კიბოს საწინააღმდეგო წამალი ბევრ რკინას უნდა შეიცავდეს“.



მას ასევე სჯეროდა, რომ სიბერის წამალს გამოიგონებდნენ, რომელიც ცხენის, ძაღლისა და კუს ჰორმონებისგან დამზადდება: „ცხენი ძლიერია, ძაღლი გამძლეა, კუ კი დიდხანს ცოცხლობს“.


გარდაცვალებამდე ვანგამ თქვა: ”დადგება სასწაულების დრო და დიდი აღმოჩენების დრო არამატერიალურის სფეროში. ასევე იქნება დიდი არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან ჩვენს წარმოდგენას სამყაროს შესახებ უძველესი დროიდან. ეს წინასწარ არის განსაზღვრული“.



მაგალითად, ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, უამრავი მედია იტყობინებოდა მოსალოდნელი ბირთვული კატასტროფის შესახებ, რომელიც ვანგამ, სავარაუდოდ, იწინასწარმეტყველა: ”რადიოაქტიური გამოსხივების შედეგად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აღარ დარჩება ცხოველები და მცენარეულობა”, როგორც იცით მსგავსი არაფერი მოხდარა.


ამავდროულად, ადამიანები, რომლებიც ვანგას პირადად იცნობდნენ, ამბობენ, რომ მას არ გაუკეთებია პროგნოზები კურსკის წყალქვეშა ნავის დაღუპვის შესახებ, ისევე როგორც სხვა მოვლენებზე პროგნოზებისს უმეტესობა მითები და სიცრუეა.


არაერთი შემთხვევაა, როცა ის, რაც ვანგას მიაწერეს, რეალურად არ ახდა. მაგალითად, იწინასწარმეტყველეს, რომ 1994 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჩატარდებოდა "ორ გუნდს შორის, რომლებიც იწყება ასო "B"-ით, მაგრამ ყველა ქვეყნიდან, რომელთა სახელები იწყება ასო "B"-ით, მხოლოდ ბრაზილიამ მიაღწია. ფინალამდე.


ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ მესამე მსოფლიო ომი 2010 წლის ნოემბერში დაიწყება და 2014 წლის ოქტომბერში დასრულდება. ვანგას ახლო მეგობრების ჩვენებით, მას არასოდეს უწინასწარმეტყველებია მესამე მსოფლიო ომის დაწყება და მსოფლიოს შემდგომი დასასრული.


ვანგას ფეიკი 'წინასწარმეტყველებები" დღემდე გრძელდება, საკმარისია გადაავლოთ თვალი ბოლო წლების მედიას, რომელიც არცერთი არ ახდა, მეტიც, ბევრი საკმაოდ კომიკურიც მოგეჩვენებათ (მაგალითად რომ დედამიწაზე 2022 წლისთვის, უცხოპლანეტელები შემოიჭრებიან, რომ დედამიწის ორბიტა შეიცვლება, რომ უფრო საშინელი ახალი ეპიდემია დაიწყება და ა.შ) ან ზოგი წინასწარმეტყველება მაშინ "ახსენდებათ", როდესაც რაიმე მოვლენა უკვე მოხდება.


ბაბა ვანგა მართლაც ბრენდია და ჯერჯერობით გაყიდვადი.ასე რომ ახლაც უხვად შეგხვდებათ სტატიები სხვადასხვა ენაზე, "რა ელოდება მსოფლიოს 2024 წელს?-ვანგას წინასწარმეტველება", რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მხოლოდ ღიმილისმომგვრელი იქნება.

0
110
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0