x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
10 უჩვეულო და რეალური ფაქტი, რომელთა დაჯერებაც რთულია

ჩვენს ირგვლივ სამყარო სავსეა ფანტასტიკური მოვლენებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაკვირვების უნარი არ დავკარგოთ. აქ რეალურ ფაქტებს გთავაზობთ, ჩვენი გარემოდან, რომლებსაც ნებისმიერი ადამიანის გაოცება ნამდვილად შეუძლია.


1. ყველაზე ჭკვიანი გველი
image


მეცნიერთა აზრით, სამეფო კობრა, ყველაზე ჭკვიანია, ამ სახის ქვეწარმავლებს შორის. მას ძლიერ აქვს განვითარებული საოჯახო კავშირების გრძნობა. ის გველის ერთადერთი სახეობაა, რომელიც ბუდეს აშენებს და თავის წიწილებს იცავს.


2. ტოსტებით შექმნილი შედევრი
image


1983 წელს იაპონელმა მხატვარმა ტადაჰიკო ოგავა მონა ლიზას ასლი, მთლიანად, სხვადასხვა ხარისხით შემწვარი ტოსტებით გააკეთა.


3. წითელი ბანანი
image


ამ სახეობის ბანანი სამხრეთ და დასავლეთ აფრიკაში და ასევე, კანარის კუნძულებზე იზრდება. მეცნიერები თვლიან, რომ ხილს დიდი მომავალი აქვს, რადგან სასიამოვნო გემო აქვს (რაღაც საშუალო, მარწყვის და ჟოლოს გემოებს შორის). გარდა ამისა, უფრო მეტ ვიტამინ C-ს, კალციუმს, ბოჭკოვანას და ბეტა-კაროტინს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი ბანანი.

ხოლო ქერქი წითელი, ბეტა-კაროტინის მაღალი შემცველობის გამოა.


4. ყავისფერი პანდა
image


ეს დიდი პანდის ქვესახეობაა და ამჟამად, ამ შეფერილობის მხოლოდ ერთი ცხოველია ცნობილი — მამრი პანდა, მეტსახელად ციცზაი. მეცნიერები ამ ბიოლოგიურ საიდუმლოზე, პასუხს ეძებენ. უკვე გამოკვეთილი თეორიის თანახმად, შავის, ყავისფრით ჩანაცვლება — გენეტიკური მუტაციის ბრალი უნდა იყოს.


5. ალკოჰოლური თრობის 4 კატეგორია არსებობს
image


ჰემინგუეი. მათი პიროვნება და ქცევა ოდნავადაც არ იცვლება, რამდენიც არ უნდა დალიონ.
მერი პოპინსი. ალკოჰოლი მათ სასიამოვნოს და ბედნიერს ხდის. ის მათ ამშვიდებს და ისინი უფრო გახსნილები ხდებიან.
შეშლილი პროფესორი. ეს ადამიანები არაკომუნიკაბელურები და საკუთარ თავში არიან ჩაკეტილები. მაგრამ, როდესაც სვამენ, საკუთარი პიროვნების ყველაზე გასაოცარ მხარეებს ავლენენ.
მისტერ ჰაიდი. ისინი ბოროტდებიან და საკუთარი ხასიათის ყველაზე ცუდ მხარეებს წარმოაჩენენ: უხეშობა, მტრული დამოკიდებულება და უპასუხისმგებლობა — ყველაფერი რაც ცუდი აქვთ და ფხიზელ მდგომარეობაში მალავენ, გარეთ გამოდის.


6. შეიარაღებული, მაგრამ არა საშიში...image


პაბლო პიკასოს ყველგან რევოლვერს ატარებდა, რომელიც ფუჭი ტყვიებით იყო დატენილი. ის იმ ადამიანებს ესროდა, ვინც დაჟინებით ეკითხებოდა, თუ რას ნიშნავდა მისი ნახატები (საუბარი კუბიზმზეა, რომლის არსი ყველას არ ესმოდა).


7. საკრავი საშინელებათა ფილმებისთვის image


შემზარავი ხმების უმრავლესობას, რომელიც საშინელებათა ფილმებში გვესმის, ერთი საკრავი გამოსცემს. ის რიჩარდ უოტერსმა (Richard Waters) შექმნა და ვოტერფონი (Waterphone) დაარქვა. ინსტრუმენტს ასევე, აკუსტიკურ სინთეზატორსაც უწოდებენ.


8. ერთობა, თუ სხვისი საკვების მოპარვას ცდილობს?
image


ყვავები, ძალიან ხშირად, სხვა ფრინველებს ეპარებიან უკნიდან და კუდზე წიწკნიან. ზოგი ფიქრობს, რომ ასე ისინი, ტრაპეზისგან ყურადღების გადატანას ცდილობენ, რომ შემდეგ მისი საკვები მოიპარონ. თუმცა, მეცნიერების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი ამ ქმედებით, უბრალოდ ერთობიან.


9. რომელი პროფილი უფრო ლამაზია?
image


ბევრი მხატვარი ადამიანების მარცხენა პროფილს ხატავს, რადგან ითვლება, რომ სახის მარცხენა მხარე უფრო გამომსახველობითად გამოიყურება. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ უფრო მეტ ემოციას, სწორედ სახის მარცხენა მხარით გამოვხატავთ.


10. უძველესი მემი
image


2013 წ. სადენის გაყვანისას, ანთაქიში (თურქეთი) უძველესი მოზაიკა აღმოაჩინეს, რომელზეც ჩონჩხია ასახული. ის პურის და ღვინის გვერდით წევს, ხოლო წარწერა ასე ითარგმნება: "იყავი ბედნიერი და იცხოვრე შენი ცხოვრებით".


image

არხის სხვა სიახლეები:


* თარგმანში დაშვებული შეცდომა, თუ სიმართლის განზრახ დამალვა? – ნოეს კიდობანი ნაოსნობისთვის შესაფერისი არ იყო

* 20 ფაქტი ალკოჰოლის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ

* 20 საინტერესო ფაქტი ბიბლიის შესახებ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
781
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
781
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0