x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
გრიგოლი რასპუტინი- "ღვთისგან მოვლენილი მხსნელი" თუ "სატანის მოციქული"?
image

22 იანვარი გრიგოლი რასპუტინის დაბადების დღეა, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოსილი პიროვნება მსოფლიო ისტორიაში.


. სანკტ-პეტერბურგის საზოგადოება მას „ღვთისგან გამოგზავნილ მხსნელს“ უწოდებდა, „მეფის მეგობარს“, „ბერიკაცს“, სჯეროდათ მისი სამკურნალო და წინასწარმეტყველური შესაძლებლობა, თუმცა ბევრი იმასაც ფიქრობდა, რომ გრიშკა რასპუტინი თვით ეშმაკის მოციქული იყო.



ადამიანი, რომლის გარშემოც მითქმა-მოთქმა და ლეგენდები დღესაც გრძელდება.დღეს ფაქტობრივად ძნელია გაარკვიო, რა იყო მითი და რა სიმართლე, ერთი კი უდავოა, უბრალო ციმბირელი მეეტლის შვილმა საოცარი ქარიზმის წყალობით შეძლო იმპერატორის ოჯახში შეღწევა და ფაქტიურად განუსაზღვრელი უფლებების მოპოვება. იმასაც ამბობენ, რომ თვით იმპერატორ ნიკოლოზ II -ს მეუღლესთან, ალექსანდა თედორეს ასულთანაც ჰქონდა კავშირიო, განსაკუთრებით ბოროტი ხმები დადიოდა, იმპერატრიცას საუკეთესო მეგობარზე ანა ვირუბოვაზე, რომელიც რასპუტინის მხურვალე თაყვანისმცემელი იყო(გარდაიცვალა 1964 წელს. ცნობილია თავისი ჩანაწერებით და მამუარებით), თუმცა მოგვიანებით ოფიციალურად ჩატარებულმა გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ვირუბოვა საერთოდ ქალწული იყო.


image

ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი წანასწარმეტყველებები, მკვლევარები იძულებულები არიან აღიარონ, რომ რასპუტინის ზოგიერთი წინასწარმეტყველება ახდა.ზიგიც ღმერთმა დაიფაროს, რომ ახდეს.


უკრაინაში გაჩაღებული ომის შემდეგ აქტუალური გახდა რასპუტინის კიდევ ერთი წინასწარმეტყველება:"ძმები აღდგებიან ძმების წინააღმდეგ და ერთმანეთს დახოცავენ", - წერდა რასპუტინი(«Братья восстанут против братьев и будут убивать друг друга»)


მისი ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველება არის "სანამ მე ცოცხალი ვარ, ცოცხალი იქნება დინასტია"(Покуда я жив, будет жить и династия), მან წერილი მიწერა სამეფო ოჯახს, სადაც ის აფრთხილებდა, რომ მალე მოკლავდნენ დიდგვაროვნები და ეს ცოდვა სასჯელი იქნებოდა მთელი იმპერიული ოჯახისთვის, რის შემდეგაც ქაოსი ელოდა ქვეყანას.

image

1916 წლის 17 დეკემბერს, რასპუტინი მოკლეს დიდგვაროვნებმა, რომლებსაც სასტიკად სძულდათ ის. მისი გარდაცვალებიდან ორ წელიც არ იქნება გასული, როდესაც იმპერატორის ოჯახს ამოხოცავს ბოლშევიკური ხელისუფლება და ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყება.


საოცარი სიზუსტით ახდა „ბერიკაცის“ კიდევ ერთი წინასწარმეტყველება. ”უკუნეთი დაისადგურებს პეტერბურგში. როდესაც მისი სახელი შეიცვლება, მაშინ იმპერია დასრულდება. ”(На Петербург опустится тьма. Когда его имя будет изменено, тогда кончится империя)


მართლაც, ქალაქს ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ დაარქვეს ჯერ პეტროგრადი, შემდეგ კი ლენინგრადი. "უკუნეთში" დიდი ალბათობით რასპუტინი გულისხმობდა ბოლშევიკებს. უფრო მეტიც, მან ბოლშევიკების ძალაუფლების ვადა ზუსტად განსაზღვრა: ” სამჯერ ოცდახუთი წელი იქნებიან შავი ავაზაკები, ანტიქრისტეს მსახურები, გაანადგურებენ ხალხს და მართლმადიდებლურ რწმენას”.(“Три раза по двадцать пять лет будут разбойники черные, слуги антихристовы, истреблять народ и веру православную)


მართლაც, კომუნისტებმა ქვეყანა თითქმის 75 წელი მართეს (1917-1991) რასპუტინმა იწინასწრამეტყველა მეორე მსოფლიო ომიც, რომელსაც "ღვთის რისხვა" უწოდა, რომელიც სავსე იქნება „მზის ცრემლებით“, „მწარე წყლით“ და „შხამიანი წვიმებით“.

image

მან იწინასწარმეტყველა ამ სისხლისმღვრელ ომში მილიონობით დაღუპულზე და ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ მრავალრიცხოვან ხეიბარზე.


მისი წინასწარმეტყველება შეეხო კუნძულზე განთავსებულ ორ ქალაქს, -ჰიროსიმას და ნაგასაკის, რა დროსაც მისი მაცხოვრებლები ცოცხლად დაიწვებიან:


"იაპონელებს ღმერთი არ შეიწყალებს და და რისხვის ხელს არ შეზღუდავს"(япошек Бог не помилует и руку гнева не задержит)


სხვათა შორის რასპუტინი თანამედროვეებს აფრთხილებდა, რომ"ადამიანის ალქიმიის" წყალობით დედამიწაზე გამოჩნდება მფრინავი ბაყაყები, ძერა -პეპლები, მცოცავი ფუტკრები, უზარმაზარი თაგვები და ჭიანჭველები.



საოცარი იყო მისი მკვლელობის ისტორიაც


პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს, რასპუტინის თავგასულობას უკვე საზღვარი არ ჰქონდა. 1914 წელს ნიკოლოზი ომში მოწინავე ხაზზე წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ რასპუტინი ითხოვდა, რუსეთს თავი აერიდებინა კონფლიქტისთვის. მეფის წასვლასთან ერთად, მისი გავლენა იმპერატორის ცოლზე, ალექსანდრა თედორის ასულზე გაიზარდა. რასპუტინს სურდა მხოლოდ მისი მეგობრები ყოფილიყვნენ სასახლის კარზე, ხოლო ოპონენტები მოეშორებინათ. იმპერიული სასახლის გარეთ იგი აცხადებდა, რომ თავად იყო ნამდვილი იმპერატორი, რაც სიმართლეს ჰგავდა. მისი აზრები და რჩევები კანონის სახეს ღებულობდა, ის წყვეტდა ათასობით ადამიანის და ბოლოს მთელი ქვეყნის ბედსაც კი, რამაც ბოლოს და ბოლოს, მოთმინებიდან გამოიყვანა არმია, ხალხი და არისტოკრატია.


1916 წლის 19 ნოემბერს პოლიტიკოსმა ვლადიმერ პურიშკევიჩმა მიმართა რუსეთის პარლამენტს და ქვეყნის ყველა პრობლემაში რასპუტინი დაადანაშაულა. პურიშკევიჩი ამტკიცებდა, რომ რუსეთს თავი უნდა დაეღწია რასპუტინისგან და დაესრულებინა მისი გავლენა მათ ანგლო-გერმანელ იმპერატრიცაზე. მის აზრებს იზიარებდა პრინცი ფელიქს იუსუპოვი, მეფის ძმისწული.

image

1916 წლის 30 დეკემბერს იუსუპოვმა რასპუტინი სახლში მიიწვია, იმ მოტივით, რომ მისი მეუღლე, პრინცესა ირინა, ნიმფომანიით იყო ავად. რასპუტინი ანკესს წამოეგო და პრინცს არწმუნებდა, რომ მას შეეძლო ქალის განკურნება.



იუსუპოვმა ისეთი რაოდენობის ციანიდი შეურია ნამცხვარში და ჩაუყარა წითელ ღვინოში, რომ ცხენსაც კი მოკლავდა, თუმცა როგორც იუსუპოვი იხსენებს, ორი საათი ჭამდა და სვამდა გრიგოლი, თუმცა უშედეგოდ – მას მოწამვლის არაფერი ეტყობოდა.


გაღიზიანებული თავადი ზემოთ ავიდა, სადაც მას პურიშკევიჩი და დიდი თავადი, ნიკოლოზ მიხეილის ძე ელოდნენ. იუსუპოვმა აიღო ბრიტანული რევოლვერი Webley 455, დაბრუნდა სარდაფში და რასპუტინს მუცელში ესროლა, მაგრამ როდესაც იუსუპოვი დაიხარა სანახავად, რასპუტინმა მას ხელი ჰკრა, კიბეებზე ახოხდა და გარეთ გაიქცა. კონსპირატორები დაედევნნენ და იუსუპოვმა კვლავ ესროლა, მაგრამ რასპუტინი ხოხვას აგრძელებდა. მათ სცემეს და დანით დაჭრეს რასპუტინი, დააბეს, ათრიეს პეტროვსკის ხიდზე და მალაია ნევას მდინარეში გადააგდეს.


ორი დღის შემდეგ რასპუტინის ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს, დადგინდა, რომ ის წყალში გადაგდების შემდეგაც კი გარკვეული ხანი ცოცხალი იყო, სანამ გაყინულ წყალში საბოლოოდ დაიხრჩობოდა.



რასპუტინი მასობრივ კულტურაში (არასრული სია, მხოლოდ მნიშვნელოვანი )


ფილმები: Rasputin and the Empress(1932 წელი) -ისტორიული დრამა აშშ;

Rasputin, the Mad Monk(1967 წელი)-ფილმი საშინელება 1967;

J'ai tué Raspoutine(1967 წელი)-ბიოგრაფიული ფილმი, იტალია-აშშ;

Raspoutine(2011)-ბიოგრაფიული ფილმი საფრანგეთი-რუსეთი.

Григорий Р(2014)-სატელევიზიო ფილმი 8 სერიად, რუსეთი;


image


მუსიკა:Boney M-Rasputin-1978 წელი;Александра Малинин «Григорий Распутин-1992;Metalium-«Rasputin»-2002;


0
308
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0