x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
უცნაური და საგანგაშო ფაქტები ჩვენი გარემოს შესახებ

ჩვენს გარემოში მუდმივად ხდება გარკვეული მოვლენები, რომლებიც სხვადასხვა შედეგებს იწვევს, რის გამოც, შესაძლოა თავი არაკომფორტულად ვიგრძნოთ. ზოგიერთი ფაქტი კი, თავისთავად, ძალიან უჩვეულოა და ზოგიერთ შემთხვევაში, დამაბნეველი და შემაშფოთებელიც კი. მაგ.:


ფეისბუქმა ყველაფერი იცის
image


კომპანია Facebook–ი მისი თითოეულ მომხმარებელზე «ჩრდილოვან პროფილს» ქმნის, რომელიც პიროვნების შესახებ, ყველა ხელმისაწვდომ მონაცემს შეიცავს: პირადი ინფორმაცია, დაბადების თარიღი, მონაცემები სხვა სოციალური ქსელებიდან, რომლებიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.


«უგრძნობი» ჩვილებიimage


სამედიცინო პრაქტიკის ისტორიაში, იყო პერიოდი, როდესაც ჩვილებს ოპერაციას ანესთეზიის გარეშე უტარებდნენ. 1985 წლამდე ითვლებოდა, რომ ახალშობილთა ნერვული სისტემა იმ ზომით არ იყო ჩამოყალიბებული, რომ მათ ტკივილის შეგრძნება ჰქონოდათ.


სამყაროს დასასრული, პირდაპირი გაგებით
image


სამყარო ისეა მოწყობილი, რომ გაურკვეველი დროის შემდეგ, შეიძლება, სიტუაცია შეიქმნას, როდესაც ახალი ვარსკვლავების შექმნა, უბრალოდ აღარ მოხდება. ხოლო, ძველები, იმ დროისთვის, ნათებას შეწყვეტენ. რა თქმა უნდა, ეს შორეულ წარსულში მოხდება, მაგრამ ჩვენ სამყაროში, ოდესღაც ყველაფერი დასრულდება...


ევროპელების საკვების უცნაური პრეფერენციებიimage


შეიძლება, ეს დაუჯერებელიც იყოს, მაგრამ ფაქტია — XV-XVI საუკუნეებში, ექიმების და აფთიაქარების რეკომენდაციით, ევროპელი ვაჭრები და დიდგვაროვნები, დაფქული მუმიის ფხვნილს მიირთმევდნენ... შედეგად, მთელი ინდუსტრია ჩამოყალიბდა, რომელიც ევროპის ქვეყნებს, ეგვიპტეში მოპოვებული უძველესი მუმიებით ამარაგებდა. გაგრძელება >>>


პანამის დოკუმენტები
image


2016 წელს პანამის საგადასახადო სამსახურიდან ინფორმაციამ გაჟონა, მსოფლიოს მილიარდერების უმეტესობის, გადასახადებისგან თავის არიდების შეთქმულებაში მონაწილეობის შესახებ. ინტერნეტში გამოქვეყნდა 11.5 მლნ. დოკუმენტი, რომელიც პლანეტის უმდიდრესი ადამიანების უკანონო საქმიანობას ამხელდა. მაგრამ, აღნიშნულთან დაკავშირებით, არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.


ვინ იყვნენ წარსულში აშშ–ს უსახლკაროები?
image


სამწუხარო სტატისტიკა აჩვენებს, აშშ–ში მცხოვრები უსახლკაროების, თითქმის, 50%, ადრე ობლები იყვნენ. ამასთან, ყოველი მეორე უსახლკარო, ან ბავშვთა სახლში, ან მინდობით აღზრდის ოჯახში იზრდებოდა.


კობრა მხოლოდ კი არ იკბინება, იღრინება კიდეცimage


შხამიანი გველების მკვლევარებმა, კობრას სხეულში, ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც მას, საჭიროების შემთხვევაში, ღრენის საშუალებას აძლევს. ღრენა მისთვის, ტერიტორიის, ან შთამომავლების დაცვის, პირველადი მეთოდი არის. გველი ჯერ უღრენს მოწინააღმდეგეს, ხოლო უკვე შემდეგ, კბენს.


რას ხედავენ უსინათლოები?image


არსებობს მოსაზრება, რომ უსინათლო ადამიანები, ან მხოლოდ შავ ფერს ხედავენ, ან ბუნდოვან გამოსახულებებს, რომლის გარჩევაც შეუძლებელია. თუმცა, ორივე აზარი მცდარია. დაბადებით უსინათლო, საერთოდ ვერაფერს ხედავს და მან არც ის იცის, როგორ გამოიყურება შავი ფერი.


არასასურველი ტრავმა
image


თავის ტვინის ნებისმიერმა, თუნდაც უმნიშვნელო ტრავმამ, შეიძლება, დაზარალებულის პიროვნული ცვლილებები გამოიწვიოს. გამოჯანმრთელების შემდეგ, მან შეიძლება აღმოაჩინოს, რომ იმის კეთება უნდა, რაც ადრე არ უკეთებია, ან საერთოდ შეწყვიტოს ისეთი საკვების მიღება, რაც ადრე ძალიან უყვარდა.


პლანეტის ფაუნა ღარიბდებაimage


გარემოს დამცავმა და ცხოველთა უფლებების დამცველებმა ორგანიზაციებმა სტატისტიკური კვლევა ჩაატარეს და განაცხადეს, რომ გარეული ცხოველების პოპულაცია, 1970 წლიდან, თითქმის 60%-ით შემცირდა. მრავალი სახეობა, პლანეტიდან საერთოდ გაქრა. ხოლო, "წითელ წიგნს" ახალ–ახალი ინდივიდები ემატება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 მითი ევოლუციის შესახებ, რომლისაც სულ ტყუილად გვჯერა

* დაფნის ფოთოლი, როგორც სასწრაფო დახმარება დასუსტებული მცენარეებისთვის

* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები (თემა – ავტოსაგზაო შემთხვევები)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0