x
Titanic - ტიტანიკი
საინტერესო ფაქტები
ნაწილი I
image???? სანამ ჯეიმს კამერონი ტიტანიკს გადაიღებდა, იყო კიდევ არაერთი კინოეკრანიზაცია ტიტანიკთან დაკავშირებით:
• ტიტანიკი (1915)
• ატლანტიკი (1929)
• ტიტანიკი (1943)
• ტიტანიკი (1953)
• ღამე რომელიც გვახსოვს (1958)
• ს.ო.ს ტიტანიკი (1979)
• ტიტანიკი (1984)
• ტიტანიკი (1996)
• ტიტანიკი (1997)

???? სცენაში სადაც ტიტანიკის ჩაძირვის დროს ორი მოხუცი ცოლ-ქმარი ლოგინში ერთმანეთს ეხუტება იყვნენ როზალი იდა შტრაუსი და ისიდორ შტრაუსი, რომლებიც იყვნენ უნივერსამ Macy-ს მფლობელები ნიუ-იორკში. როზალიმ უარი თქვა ნავში ჩაჯდომაზე რათა ქმართან ერთად ყოფილიყო და ფრაზა „სადაც შენ წახვალ მეც თან გამოგყვები“ ეკუთვნოდა სწორედ როზალის, რომელიც შემდეგ ფილმში იყო გამოყენებული როუზის მიერ როდესაც ჯეკს ეუბნება.

???? ტიტანიკის ჩაძირვის ხანგრძლივობა იყო 2 საათი და 40 წუთი. ჯეიმს კამერონმა გადაწყვიტა, რომ ფილმში 1912 წელს განვითარებული მოვლენებიც იგივე დრო უნდა ყოფილიყო ფილმის ხანგრძლივობაც ტიტრებისა და თანამედროვე სცენების გარდა მოიცავს 2 საათსა და 40 წუთს.

???? ტიტანიკის აისბერგთან შეჯახება გრძელდებოდა 37 წამს. ფილმშიც ზუსტად 37 წამი გრძელდება აისბერგთან შეჯახების სცენა.

???? სცენაში, სადაც ჯეკი როუზს შიშველს ხატავს, რეალურად თავად ჯეიმს კამერონი ხატავდა მას და კადრში სწორედ რომ მისი ხელი ჩანს. კამერონი სინამდვილეში ცაციაა, ამიტომ სარკისებრი კადრი იყო გამოყენებული, რომ ხატვის სცენა მარჯვენა ხელით ყოფილიყო შესრულებული.

???? ფილმის გადაღების დაწყებამდე, ჯეიმს კამერონი 12-ჯერ ჩაეშვა ოკეანის ფსკერზე ტიტანიკზე დოკუმენტური მასალის მოსაპოვებლად, რისი კადრებიც შემდეგ ფილმშიც გამოიყენა.

???? როდესაც ჯეიმს კამერონმა პირველად განახორციელა ტიტანიკზე ჩასვლა, გადამღები ჯგუფის წევრები იხსენებდნენ, რომ მთელი დღის განმავლობაში კამერონი ცრემლს ვერ იკავებდა იმ ისტორიული ტრაგედიის მასშტაბების გაცნობიერებით რაც მაშინ მოხდა.

???? სცენაში სადაც ჯეკი ემზადება როუზის დასახატად, ჯეკი ეუბნება მას „საწოლზე... ტახტზე“. სცენარის მიხედვით ლეონარდოს უნდა ეთქვა „იმ ტახტზე წამოწექი“, მაგრამ კეიტის შიშველი დანახვით იმდენად დაიბნა, რომ ფრაზა შეეშალა, რაც კამერონს ძალიან მოეწონა და ასეც დატოვა მისი რეპლიკა უცვლელად.

???? 86 წლის გლორია სტიუარტი გრიმის მეშვეობით უფრო დააბერეს რომ 100 წლის მოხუცს დამსგავსებოდა. ფილმში მისი გარდაცვალება 100 წლის ასაკში ხდება, რეალურ ცხოვრებაშიც ის 100 წლის ასაკში გარდაიცვალა 2010 წელს.

???? სცენა, სადაც როუზი თავის საქმროს სახეში აფურთხებს, იმდენჯერ იყო დუბლი გადაღებული, რომ ბილი ზეინს ცხვირსახოცის გამოცვლა მოუწია.

???? ჯეიმს კამერონი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ ფილმში სიმღერა გამოეყენებინათ, რადგან მიაჩნდა, რომ ფილმის ტონალობას არ შეესაბამებოდა. კომპოზიტორი ჯეიმს ჰორნერი კი პირიქით თვლიდა და ფილმის დასრულება სურდა დიდ ემოციურ ნოტაზე სიმღერით. მან ფარულად მოაწყო სიმღერის ჩაწერა “My Heart Will Go On”-ის და როდესაც კამერონს მოასმენინა, იმდენად ემოციური აღმოჩნდა მისთვის, რომ ფილმის საუნდტრეკი მსოფლიოში გაჰიტდა და აკადემიის ჯილდოც დაიმსახურა როგორც “Best Original Song”.

???? ფილმის ბიუჯეტზე იმაზე მეტი დაიხარჯა, ვიდრე თავად ტიტანიკის აგებაზე 1912 წელს. ფილმის ბიუჯეტი $200 მილიონს შეადგენდა, ხოლო ტიტანიკის აგების $150 მილიონამდე.

???? 2სთ და 10წთ-ზე, მსახიობი ჯონ ფილიფსის ფრაზა „უკან დაიხიეთ, თორემ ძაღლებივით დაგხვრიტავთ“ იყო სპონტანური. კამერონს კი ისე ძალიან მოეწონა ეს ფრაზა, რომ სცენის გადაღების შემდეგ მაშინვე მიირბინა მსახიობთან და სთხოვა გაემეორებინა ისევ შემდეგი დუბლისთვის. მან კი კამერონს ჰკითხა „კარგი, მაგრამ რა ვთქვი?“ მსახიობი იმდენად იყო შესული როლში, რომ არც ახსოვდა რა სთქვა.

???? როდესაც კამერონმა სცენარზე მუშაობა დაასრულა, შემდეგ გაარკვია, რომ ტიტანიკზე თურმე მართლაც იყო მგზავრი სახელად ჯ. დოუსონი, რომელიც ტიტანიკზე დაიღუპა. მისი ცხედარი გადარჩენილ იქნა და დღესდღეობითაც მის საფლავს ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს.

???? ჯეკ დოუსონის როლს ჯონი დეპს სთავაზობდნენ, მაგრამ მან არანაირი ინტერესი არ გამოხატა, რაც შემდეგ ძალიან ინანა და დღესდღეობით თავის ერთ-ერთ დიდ შეცდომად მიიჩნევს.

???? არაერთმა გამოძიებამ და კვლევებმა დაადგინეს, რომ თუ ტიტანიკი ცხვირით დაეჯახებოდა აისბერგს, ის გადარჩებოდა და აღარ ჩაიძირებოდა. უბრალოდ, ორი დღის დაგვიანებით ჩააღწევდა ნიუ-იორკში.

????ფილმის ბიუჯეტი: ????200 მილიონი - ????2.202 მილიარდი.

ავტორი: ბესო ჭიკაიძე

შეგიძლიათ ნახოთ
0
29
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0