x
რობოკოპი
imageრობოკოპი ბრუნდება როგორც მხოლოდ პირველი სერიის გაგარძელება, რომელიც გადაღებულია 1987 წელს და უგულებელჰყოფს მეორე, მესამე და 2014 წელს გადაღებულ რებუტს. ფილმის გადაღება იგეგმება პოლ ვერხოვენისეულ სტილში რათა რობოკოპს პირვანდელი ატმოსფერო არ დაეკარგოს.
2018 წელს დაწერილი სიუჟეტი იყო ასეთი: მოქმედება უნდა განვითარებულიყო ქაოსურ დეტროიტში სადაც გამეფებულია ანარქია. პოლიციას არ ძალუძს გაუმკლავდეს კრიმინალს და ქალაქში სადაც დანაშაული კანონზე მაღლა დგას, მოსახლეობა გამუდმებით შიშშია, რადგან სამართალდამცავები უძლურნი არიან კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ. წესრიგის აღსადგენად კი მეგაკორპორაცია OCP, გადაწყვეტს თავისი ძველი პროექტის ხელახლა ჩაშვებას - დეტროიტის ქუჩებში დააბრუნებს თავის ძველ შემოქმედებას - რობოკოპს.

ფილმის რეჟისორად დანიშნული იყო ნილ ბლომკამპი (District 9, Elysium, Chappie, Demonic), მაგრამ 2019 წლის აგვისტოში მან პროექტი დატოვა რათა ემუშავა სხვა ფილმზე. სტუდიას კიდევ არ სურდა მისი ლოდინი სანამ სხვა ფილმზე მუშაობას დაასრულებდა და ამიტომ იმავე წლის ნოემბერში დანიშნული იყო ახალი რეჟისორი ეიბ ფორსაიტი (Little Monsters).

რაც შეეხება პიტერ უელერს, რობოკოპის როლის შემსრულებელს პირველ და მეორე სერიებში, უარი განაცხადა თავის როლს დაბრუნებოდა. თუმცა მსახიობის გარდა ფილმში რობოკოპი დაბრუნდება თავისი პირვანდელი დიზაინით და არა ახალი შექმნილით ან კიდევ რაც ფილმის რებუტში იყო, რაც ფანებს ძალიან ახარებს.

ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რადგან კოვიდ-პანდემიის გამო არაერთი ხელის შემშლელი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა სტუდიის იმ გათვლებით რაც დღეს აქვთ, ფილმის სავარაუდო გამოსვლის თარიღი 2023-2024 წლებია.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე


შეგიძლიათ ნახოთ
0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0