x
Expendables 3 – შეუტოკებელნი 3
საინტერესო ფაქტები
image???? ერთ-ერთი მძაფრ-სიუჟეტიანი სცენის გადაღების დროს, როდესაც ჯეისონ სტეტჰემი მანქანას მართავდა, მუხრუჭებმა უმტყუნეს და მანქანა ზღვაში გადაეშვა. საბედნიეროდ ჯეისონი სიკვდილს გადაურჩა.

???? ბრიუს უილისის მესამე სერიაში არ ყოფნის მიზეზი ისაა, რომ ის სტალონესთან და ფილმის პროდიუსერთანაც შეთანხმებული იყო ჰონორარზე, რომ დღეში 750 000 დოლარს მიიღებდა 4 დღის განმავლობაში ანუ ჯამში 3 000 000 დოლარს. მოხდა ისე, რომ შემდეგ ბრუს უილისმა მოითხოვა 1 000 000 დოლარი ჰონორარი ყოველდღიურად 4 დღის განმავლობაში, რაზეც სტალონესგან და პროდიუსერისგან უარი მიიღო და ბრუსმაც პროექტი დატოვა. სტალონემ კი 3 დღეში იპოვა მისი შემცვლელი - ჰარისონ ფორდი, რომელსაც არანაირი პრეტენზია არ ჰქონია ჰონორარზე.

???? როდესაც ტოლ როუდი (რენდი ქუტური) ეკითხება დოკს (უესლი სნაიფსი) თუ რისი გულისთვის იყო გამომწყვდეული, სნაიფსი პასუხობს: „გადასახადებისგან თავის არიდება“. 2008 წელს უესლი სნიფს მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ ის წლების განმავლობაში თავს არიდებდა გადასახადებს.

???? სილვესტერ სტალონემ, ჯეკი ჩანს შესთავაზა მეორეხარისხოვანი როლი, მაგრამ მან უარი განაცხადა რადგან არ სურდა მეორეხარისხოვანი როლის შესრულება.

???? ფილმმა ქსელში გაჟონა სამი კვირით ადრე სანამ გამოვიდოდა. პირველ 24 საათში კი ფილმი 189 000-ჯერ იქნა ჩამოტვირთული.

???? ტერი კრუზი ევედრებოდა სილვესტერ სტალონეს, რომ მისი პერსონაჟი არ მოეკლა და ცოცხალი დაეტოვებინა ფილმის ბოლოს.

???? შეუტოკებელნის თითოეული სერია მთავრდება ჯეისონ სტეტჰემის რეპლიკით.

???? სცენარის პირვანდელ ვარიანტში, ანტონიო ბანდერასის პერსონაჟს ერქვა „მატადორი“ რაც ესპანურად ნიშნავს „მკვლელს“. მას შემდეგ რაც ბანდერასმა თანხმობა განაცხადა მონაწილეობაზე, მან რამდენიმე ვარიანტი ურჩია სტალონეს თავის პერსონაჟის სახელთან დაკავშირებით. ერთ-ერთი იყო „გალგო“, რაც ესპანურად ნიშნავს „მწევარი ძაღლი“.

???? დუეინ ჯონსონი, კლინტ ისტვუდი და მილა იოვოვიჩი ასევე განიხილებოდნენ როლებზე.

???? ნიკოლას ქეიჯი განიხილებოდა ბონაპარტის როლზე, რომელიც შემდეგ კელსი გრამერმა შეასრულა.

???? ჟან-კლოდ ვან დამმა, რომელმაც შეასრულა ჟან ვილეინის როლი შეუტოკებელნის მეორე ნაწილში ხუმრობით ამბობდა, რომ სურდა დაბრუნება მესამე ნაწილშიც როგორც ჟან ვილეინის ძმა, კლოდ ვილეინი.

???? სტივენ სიგალისთვისაც შეთავაზებული იყო როლი ფილმში, მაგრამ მან უარი განაცხადა.

???? ფილმის რეჟისორმა პატრიკ ჰაჯისმა განაცხადა ინტერვიუში, რომ როდესაც ფილმის პირველი მონტაჟი გაკეთდა, მისი ხანგრძლივობა იყო 3 საათი და 30 წუთი.

???? როდესაც უესლი სნაიფსის გადარჩენას ცდილობენ ფილმის დასაწყისში მატარებლის სცენის დროს, ჯეისონ სტეტჰემი მას მანიაკს უწოდებს. ეს არის მინიშნება ფილმ „გამანადგურებელი“-ზე (1993), სადაც სატალონეს პერსონაჟი - ჯონ სპარტანი, უესლის სნაიფსის პერსონაჟს - საიმონ ფენიქსს, იგივენაირად მოიხსენიებს, მანიაკად.

???? მელ გიბსონის პერსონაჟი არის ავსტრალიის სპეციალური საჰაერო სამსახურის ყოფილი ოპერი. ეს არის მინიშნება მელ გიბსონის ფილმზე “საიერიშო რაზმი Z” (1981).

???? სცენა სადაც თორნი (გლენ პაუელი) კლდეზე მიცოცავს, ბარნი (სილვესტერ სტალონე) ამბობს, „მეც შემიძლია ასე.“ ეს არის მინიშნება მის ფილმზე „მთასვლელი“ (1993).

???? მაშინ როდესაც გალგოს როლი სპეციალურად ანტონიო ბანდერასისთვის იწერებოდა, ამ როლზე რაღაც მხრივ დენი ტრეხოსაც განიხილავდნენ.

???? ჩარლი შინი ამ სერიისთვისაც განიხილებოდა, მაგრამ როლი ამჯერადაც არ გამოიძებნა მისთვის.

???? კონრად სტოუნბენკის როლი დაწერილი იყო მელ გიბსონისთვის, რომელმაც თავდაპირველად უარი განაცხადა, რის შემდეგაც როლი ჯეკ ნიკოლსონს შესთავაზეს, მაგრამ თანხმობა ვერც მისგან მიიღეს. თუმცა ბოლოს მელ გიბსონის დათანხმება მაინც მოხერხდა.

???? როდესაც სილვესტერ სტალონე და ჰარისონ ფორდი საავიაციო ანგარის გარეთ ხვდებიან, ორივენი მანქანაში სხედან. მანქანა კი ფორდის მარკისაა, რომლის ლოგოტიპს კამერა ხაზს უსვამს როგორც მსახიობზე მინიშნებას.

???? მისტერ ჩერჩის როლზე კურტ რასელი განიხილებოდა, მაგრამ უარი განაცხადა.

???? სცენარის თავდაპირველ ვერსიაში ფიგურირებდა დოლფ ლუნდგრენის პერსონაჟის ქალიშვილი.

???? სმაილის როლზე განიხილებოდა ლუკას ტილი, რომელიც შემდეგ კელან ლაცმა შეასრულა.

???? რაღაც ეტაპზე, ტომ საიზმორი განიხილებოდა ფილმის მთავარ ბოროტმოქმედად.

???? მეორე და მესამე სერიაში იყო ასეთი სცენა სცენარში, სადაც მისტერ ჩერჩზე (ბრუს უილისი) ნადირობდა ჩარლი შინის პერსონაჟი, რომელიც შემდეგ ლიკვიდაციას უკეთებდა მისტერ ჩერჩს და ამით აიხსნებოდა უკვე მისტერ ჩერჩის გაუჩინარება, მაგრამ ეს სცენა ორივე სერიის სცენარიდან ამოიღეს.

???? დოკ (უესლი სნაიფსი) წარმოდგენილია, როგორც დანების ოსტატი. ეს არის მინიშნება მის ფილმზე „ბლეიდი“, რადგან "Blade" ნიშნავს დანის პირს, სამართებელს.

???? მიუხედავად მელ გიბსონის მთავარი ბოროტმოქმედის როლისა, მას სთავაზობდნენ ასევე ფილმის რეჟისორობასაც, მაგრამ უარი განაცხადა.

???? ფილმის ბიუჯეტი: ????100 მილიონი - ????214 მილიონი.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე


შეგიძლიათ ნახოთ
0
2
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0