x
Expendables 2 - შეუტოკებელნი 2

საინტერესო ფაქტები

image???? სილვესტერ სტალონემ სთხოვა ჩაკ ნორისს, რომ რომელიმე ერთ-ერთი მემე შეერჩია რასაც ფილმში გამოიყენებდნენ. ჩაკ ნორისის ცოლმა ურჩია, რომ მემე კობრასთან დაკავშირებით ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, რაც სტალონესაც ძალიან მოეწონა.

????
ჩაკ ნორისი მას შემდეგ რაც კინო სამყაროდან წავიდა 2005 წელს, განგებ დაბრუნდა იმისთვის რათა ამ ფილმში მონაწილეობა მიეღო.

???? სილვესტერ სტალონემ განმარტა, თუ რა მოტივებით არჩევდა მსახიობებს ფილმისთვის. ის ეძებდა ისეთ მსახიობებს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ვერ სარგებლობდნენ საჰიტო ფილმებით. „მე მომწონს იმ მსახიობების აყვანა როლებზე და მათთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა, ერთ დროს რომ იყვნენ პოპულარობის ზენიტში და რომლებზეც შემდეგ ალბათ რთულმა პერიოდმა მათ კარიერაზე უარყოფითი გავლენა იქონია. ვიღაცამ ერთ დროს იგივე გააკეთა ჩემთვის და ახლა მეც მინდა, რომ ვიღაცისთვის იგივე გავაკეთო.

???? ფილმში ნათქვამია, რომ განერ ჯენსენმა (დოლფ ლუნდგრენი) მიიღო ქიმიური ინჟინერიის უმაღლესი ხარისხი, შემდეგ მიატოვა სამეცნიერო კარიერა, რათა ემუშავა დაცვის სამსახურში იმისათვის, რომ შთაბეჭდილება მოეხდინა გოგონაზე. ეს მართლაც გახლავთ რეალური ფაქტი დოლფ ლუნდგრენის ცხოვრებიდან. მან მართლაც მიატოვა სამეცნიერო კარიერა რათა ემუშავა გრეის ჯონსის პირად მცველად და მართლაც მოიგო მისი გული.

????
ჯონ ტრავოლტას და ნიკოლას ქეიჯს უნდა მიეღოთ მონაწილეობა ამ ფილმში სილვესტერ სტალონესა და არნოლდ შვარცნეგერის წინააღმდეგ. დამთხვევა ისაა, რომ 15 წლით ადრე ტრავოლტამ და ქეიჯმა შეასრულეს შონ არჩერისა და კასტერ ტროის როლები ფილმში „სახის გარეშე“, რომელიც დაწერილი იყო სპეციალურად სტალონესა და შვარცნეგერისთვის.

????
ეს არის შვარცნეგერის პირველი ფილმი მას შემდეგ რაც მან გუბერნატორის პოზიცია დატოვა.

????
სილვესტერ სტალონემ გააუქმა ამ ფილმის პრომო-ტური, მას შემდეგ რაც მისი შვილი სეიჯ სტალონე მკვდარი იპოვეს 2012 წლის 13 ივლისს.

????
განერ ჯენსენი (დოლფ ლუნდგრენი) ჩაკ ნორისის პერსონაჟს ბუკერს, მოიხსენიებს როგორც „მარტოხელა მგელი“. ეს არის მინიშნება ჩაკ ნორისის ფილმზე „მარტოხელა მგელი“ – 1983წ.

????
ნამდვილი სარკინიგზო ხიდი იქნა აშენებული სპეციალურად ფილმისთვის მდინარე ოსამის თავზე ბულგარეთში, რომელიც დღემდე რჩება სარკინიგზო ხაზის ნაწილად.

????
თავდაპირველად ლაიმ ჰემსვორთი შერჩეული იქნა შეუტოკებელნის პირველი ნაწილისთვის, მაგრამ როდესაც სცენარი შეიცვალა, მისი როლიც ამოღებულ იქნა. მოგვიანებით კი მან ისევ მიიღო სატელეფონო ზარი სილვესტერ სტალონესგან მეორე ნაწილში მონაწილეობის თაობაზე.

????
ჯეკი ჩანმა განაცხადა, რომ მას შესთავაზეს როლი ფილმში, მაგრამ უარის თქმა მოუწია თავისი დატვირთული გრაფიკის გამო. იგი დაკავებული იყო „ჩინური ზოდიაქო“-ს გადაღებებით.

????
ჩაკ ნორისი უარს აცხადებდა ფილმში მონაწილეობაზე, რადგან იგი წინააღმდეგი იყო ფილმში უკიდურესი ძალადობის სცენების ჩვენებაზე. დასთანხმდა მხოლოდ მას შემდეგ რაც მსგავსი სცენები შერბილებული იქნა.

????
2010 წლის ნოემბერში ჩარლი შინი განიხილებოდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტის როლზე, რომელსაც უნდა მოეხდინა ჩერჩის (ბრუს უილისი) ლიკვიდაცია. საბოლოოდ ასეთი სცენა სცენარიდან ამოიღეს და ჩარლი შინის პერსონაჟიც აღარ იყო საჭირო.

????
ჯინა კარანო განიხილებოდა მეგის როლზე, რომელიც შემდეგ ნან იუმ შეასრულა.

????
დონი იენს შესთავაზეს როლი, მაგრამ უარი განაცხადა მონაწილეობაზე.

????
ჟან-კლოდ ვან დამმა საბოლოო ორთაბრძოლის სცენა სტალონესთან მთლიანად შეცვალა. ის ძალიან უკმაყოფილო იყო იმ ორთაბრძოლით როგორც სცენარში იყო ასახული. მისი პერსონაჟი სტალონეს გაურბოდა და მხოლოდ წუთიერი დაპირისპირებით მთავრდებოდა. ვანდამმა მიიჩნია, რომ ასეთი მოკლე ორთაბრძოლა დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა მაყურებლებს შორის, როდესაც ჰოლივუდის ორ ბუმბერაზ და ვეტერან მსახიობს ერთად იხილავდნენ სულ რაღაც წუთიერი ორთაბრძოლით. ამიტომაც ვან დამმა სტალონესთან ორთაბრძოლის სცენის დადგმა თავის თავზე აიღო.

????
ტეილორ ლოტნერი განიხილებოდა იმ როლზე, რომელიც შემდეგ ლაიმ ჰემსვორთმა შეასრულა.

????
სილვესტერ სტალონეს ჩაცმულობა და იმიჯი თითქმის იდენტურია პერსონაჟ ჯონ სპარტანის, რომელსაც ის განასახიერებს ფილმ „გამანადგურებელი“-ში. შავი შარვალი, ჟილეტი, ხელთათმანები და შავი ბერეტი.

????
გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო ბანდერასს შესთავაზეს როლი, მაგრამ მონაწილეობა სხვა ვალდებულებების გამო ვერ შეძლო. თუმცა, მესამე ნაწილში კი მას სრულფასოვანი როლი ერგო.

????
როდესაც სცენარი მუშავდებოდა, მიკი რურკის პერსონაჟი უნდა დაბრუნებულიყო მეორე სერიისთვისაც, მაგრამ ის მოკლული იქნებოდა ვანდამის მიერ და მისი სიკვდილი გახდებოდა სწორედ შურისძიების მიზეზი სტალონესა და მისი გუნდის მხრიდან. მისი პერსონაჟი შეცვლილი იყო მას მერე, რაც მან მოულოდნელად დატოვა პროექტი რათა სხვა ფილმში მიეღო მონაწილეობა.

????
ფილმის ბიუჯეტი: ????100 მილიონი - ????315 მილიონი.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0