x
Tomb Raider (2018): - სამარხების მძარცველი (2018)
საინტერესო ფაქტები
image???? ფილმის სცენარი დაფუძნებულია 2013 წელს გამოსულ თამაშზე “Tomb Raider”, და ასევე რამდენიმე ელემენტი აღებულია თამაშის მომდევნო ნაწილიდანაც, „Rise of the Tomb Raider” (2015).

???? მთავარი როლის შემსრულებელი ალისია ვიკანდერი დიდი თაყვანისმცემელი იყო Tomb Raider-ის ვიდეო თამაშების სერიების.

???? სანამ ალისია ვიკანდერს აირჩევდნენ, ძირითადად 4 მსახიობზე იყო საუბარი თუ ვინ შეასრულებდა ლარა კროფტს. ესენი იყვნენ: ემილია კლარკი, დეიზი რიდლი, კარა დელევინი და სირშა რონანი.

???? მიზეზი თუ რატომ განაცხადა უარი დეიზი რიდლიმ ლარას როლზე, იყო ის რომ მან არჩია „Star Wars: Episode IX – The Rise of Skywalker”-ში მონაწილეობა.

???? ფანების საყვარელი კანდიდატი ლარა კროფტის როლზე ყოველთვის იყო ჯემა არტერტონი, მაგრამ როდესაც ჰკითხეს თუ შეასრულებდა ლარას როლს, უპასუხა რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებდა თუ სცენარი მოეწონებოდა.

???? 2009-ში Warner Brothers-ს გეგმები ჰქონდა ფილმის რებუტისა და ლარა როლზე დამტკიცებული იყო მეგან ფოქსი, თუმცა 2011 წელს გეგმები ჩაიშალა და პროექტზე უფლებები სხვა სტუდიამ მოიპოვა.

???? იყო ჭორები იმის შესახებ, რომ ანჯელინა ჯოლის სურდა ისევ დაბრუნებოდა თავის როლს, მაგრამ ჭორები ტყუილი აღმოჩნდა.

???? ლარა კროფტის როლზე განიხილებოდნენ შემდეგი მსახიობები: ემა უოტსონი, ნინა დობრევი, ჯენიფერ ლოურენსი, ეშლი გრინი, ემილი ბრაუნინგი, ნიკი რიდი, ელიზაბეთ ოლსენი, ენ ჰეტუეი, ემილი ბლანტი, სიენა მილერი, ჯესიკა ბილი, რონა მიტრა, როზარიო დოუსონი, სამერ გლაუ, კეით ბეკინსეილი, ალექსანდრა დადარიო და კაია სქოდელარიო.

???? სტუდიის ბოსები სერიოზულად განიხილავდნენ ლარას როლზე კრისტენ სტიუარტს, მაგრამ კრისტენის დაინტერესება ვერაფრით ვერ მოახერხეს.

???? ფილმში გამოყენებულია ისეთი ელემენტები თამაშიდან, როგორებიცაა, ბერკეტიანი ცული როგორც ატრიბუტი, კლდეზე ცალი ხელით დაკიდება ბერკეტიანი ცულით, გვერდში გამჭოლი ჭრილობა ჯოხით ან რაიმე სხვა ნივთით.

???? თამაშისგან განსხვავებით, ფილმში არ არის ახსნილი თუ რატომ არის კუნძული ასეთი რთული აღმოსაჩენი და რატომ არის შეუძლებელი იქიდან გაქცევა. საქმე იმაშია, რომ ჰიმიკოს (მითიური პერსონაჟი, რომელსაც გააჩნია ძალაუფლება სიცოცხლეზე და სიკვდილზე) გააჩნია ზებუნებრივი ძალები, რომლის მეშვეობით აკონტროლებს ამინდს და ძლიერი ქარით და წვიმით, კუნძულს აგდებს მუდმივ ქარიშხალში, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის კუნძულის აღმოჩენას.

???? ფილმის ბოლოს ირკვევა, რომ "სამების ორდენი" მდებარეობს ნორვეგიაში/შვედეთში. რეჟისორი როარ უთაგი ნორვეგიელია, ხოლო ალისია ვიკანდერი კი შვედი.

????ფილმის ბიუჯეტი: ????106 მილიონი - ????274.7 მილიონი.

ავტორი: ბესო ჭიკაიძე

შეგიძლიათ ნახოთ
0
4
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0