x
ქრისტეს ვნებანი 2: აღდგომა - იქნება ბიბლიის ის ეპიზოდი, რომელიც ჯერ არ გადაუღია მსოფლიო კინემატოგრაფიას
image2004 წელს მელ გიბსონის რეჟისორობით გამოვიდა ფილმი „ქრისტეს ვნებანი“, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფილმს ზოგ ქვყანაში ბლოკავდნენ იმის გამო, რომ ზედმეტად სისხლიანი და დამთრგუნველი იყო და იესოს წამების სცენები გაზვიადებული. სინამდვილეში კი მელ გიბსონმა ყველაფერი ზედმიწევნით და სიზუსტით გადაიღო როგორც ბიბლიაში იყო აღწერილი და სწორედაც ეს იყო გიბსონის მიზანი, რომ კაცობრიობას ენახა და განეცადა თუნდაც ემოციურად ის რასაც უფალი განიცდიდა მისი წამების დროს.

მანამდეც არაერთი ფილმი იყო გადაღებული ქრისტეზე, თუმცა ყოველი მათგანი ზედაპირულად და რაც შეიძლება მსუბუქად თუ გადმოსცემდა უფლის უკანასკნელ საათებს. „ქრისტეს ვნებანი“ კი გახდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი სხვა ბიბლიურ ფილმებს შორის.

დღესდღეობით მელ გიბსონი გეგმავს გადაიღოს მისი გაგრძელება, სადაც ასახული იქნება ისეთი ბიბლიური მოვლენები რაც მსოფლიო კინემატოგრაფიას ჯერ არ გადაუღია და უჩვენებია ეკრანებზე. ეს იქნება „ქრისტეს ვნებანი 2: აღდგომა“. მოვლენები განვითარდება მისი აღდგომიდან შემდეგ პერიოდში, როდესაც უფალი ჯოჯოხეთში ჩადის და პირველი იქიდან იწყებს იმ სულების გამოხსნას, რომლებმაც სასუფეველი ვერ დაიმკვიდრეს. ასევე ვიხილავთ ადამს და ევას, რადგან უფლის ჯოჯოხეთში ჩასვლისას პირველები ვინც გამოიხსნა უფალმა იყვნენ სწორედ ადამი და ევა.

ასევე იქნება თემატიკა ზეციურ ომზე, თუ როგორ დაეცა პირველი ანგელოზი და როგორ ქმნიდა უფალი პირველ ადამიანს. წამოჭრილი იქნება ისეთი საკითხები და თემები რაც დანარჩენ ბიბლიურ ფილმებში არ იყო ასახული. ფილმი კი უფრო მეტად ორიენტირებული იქნება სულიერ სამყაროზე.

ფილმი უნდა გამოსულიყო ჯერ კიდევ 2021 წელს, მაგრამ არაერთი დაბრკოლებისა კოვიდ სიტუაციის თუ სხვა მიზეზების გამო, ფილმის გამოშვება სავარაუდოდ იგეგმება 2023 წლის ზაფხულის შემდეგ.



ავტორი: ბესო ჭიკაიძე

შეგიძლიათ ნახოთ
0
18
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0