x
ჯონ ვიკი: თავი 4 - ფილმი, რომელსაც მოუთმენლად ელიან
imageჯონ ვიკი: თავი 4 ისევ გადაიდო მომავალი წლისთვის. ისე ჯერ კიდევ 2021 წლის 21 მაისს უნდა გამოსულიყო, მაგრამ კოვიდ ვითარების გამო 2022 წლის 27 მაისისთვის გადადეს და ახლა უკვე როგორც კინოკომპანია Lionsgate იუწყება ფილმის პრემიერა შედგება 2023 წლის 24 მარტს.

მესამე სერიაში განვითარებული მოვლენების მიხედვით, მეოთხე ნაწილი წინა სერიებთან შედარებით უნდა იყოს ყველაზე დაძაბული და კიდევ უფრო მასშტაბური, რადგან მესამე ნაწილის ფინალით თუ ვიმსჯელებთ, მეოთხე ნაწილში ბაუერთა მეფესა (ლოურენს ფიშბორნი) და „მაღალი მაგიდა“-ს წევრებს შორის ღია ომი გაჩაღდება. ასევე ვიხილავთ თუ როგორ მუშაობს საბჭო და წარმოგვიდგენენ მათ რამდენიმე წევრს.

დიდი კითხვა ისმის ასევე უინსტონთან მიმართებაში. მან მართლაც ზურგი აქცია ჯონს როდესაც მას ორჯერ ესროლა და სახურავიდან გადავარდა, თუ ეს უბრალოდ მსაჯულის დასანახად გათამაშებული სცენა იყო, მაშინ როდესაც უინსტონს მარტივად შეეძლო ჯონისთვის თავში ესროლა თუ მართლა მისი სიკვდილი სურდა.

აღსანიშნავია ის, რომ ჯონ ვიკი მოხვდა ისეთი კატეგორიის ფილმებს შორის რომლის გვერდითაც სხვა კინოსტუდიები ერიდებიან შერკინებას პრემიერების დროს და ცდილობენ იმ პერიოდს არ დაამთხვიონ თავიანთი ფილმები როდესაც ჯონ ვიკი კინოთეატრებში გამოვა.

ფილმის მეოთხე ნაწილში მონაწილეობენ შემდეგი მსახიობები:

კიანუ რივზი
სკოტ ადკინსი
დონი იენი
ჰიროიუკი სანადა
ლოურენს ფიშბორნი
მარკო ზარორი
ბილ სკარსგარდი



ავტორი: ბესო ჭიკაიძე

შეგიძლიათ ნახოთ
0
4
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0