x
ადაიანი ობობა მოგონებათა ქსელი
imageყველას აქვს იმის მოლოდინი რომ ადამიანი ობობა 4 ეკრანებზე ახლო მომავალში გამოვა. ამჟამად მიდის მოლაპარაკებები და საუბარი იმაზე თუ ვის ვიხილავთ მომდენო ნაწილში. დღევანდელი ინფორმაციით, ფილმში გამოჩნდებიან Venom-ი, გვენ სტეისი და ასევე განიხილება „მადამ ქსელი“-ს გამოჩენა. პარალელურად მიდის საუბარი იმაზე, რომ ტობი მაგუაირის ადამიანი ობობა დააბრუნონ ეკრანებზე მისი მეოთხე ნაწილით, რომელიც ჯერ კიდევ თავის დროზე უნდა გამოსულიყო.

ჰოლანდის ადამიანი ობობას მეოთხე ნაწილში მთავარი ბოროტმოქმედი Venom-ი იქნება, რასაც უკვე დიდი ხანია წინასწარმეტყველებენ.

კიდევ ერთი პროექტი ადამიან ობობაზე, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ რაც მინიშნებებია ადამიან ობობა 4-ზე, არის ახლად გამოცხადებული „მადამ ქსელი“, რომლის როლზეც უკვე დამტკიცებულია დაკოტა ჯონსონი.

კომიქსებში მადამ ქსელს აქვს კავშირები ადამიან-ობობის ერთ-ერთ პოპულარულ პერსონაჟთან გვენ სტეისისთან, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ შეასრულებს გვენ სტეისის როლს. მსახიობი სიდნი სვინი უკვე აყვანილია დაუდგენელ როლზე, რაზეც ფანები ვარაუდობენ რომ ის იქნება ან გვენ სტეისის როლის შემსრულებელი ან კიდევ „შავი კატა“-ს, რომელიც პირველად გამოჩნდება კინო ეკრანებზე.

გვენ სტეისის შემოყვანა ტომ ჰოლანდის სამყაროში ასევე შემდეგი სიუჟეტური ხაზი უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დასრულდა ჰოლანდის ადამიანი ობობას ბოლო ნაწილი. მას შემდეგ, რაც დოქტორ სტრეინჯმა წაშალა ემჯეისა და ნედის მოგონებები პიტერზე, შანსები იმის, რომ პიტერისა და ემჯეის სასიყვარულო რომანი კვლავ გააცოცხლონ ადამიანი ობობა 4-ში, მცირეა. მაშასადამე, ეს შექმნის შესანიშნავ შესაძლებლობას ახალი სასიყვარულო ინტერესის გაჩენას გვენ სტეისში - რაც დიდ ემოციურ დილემას შეუქმნის პიტერს.

ასევე საუბრობენ ქალ-ობობას MCU სამყაროში შეყვანაზე, მას შემდეგ, რაც ჰეილი სტეინფელდმა განასახიერა გვენ სტეისი ანიმაციურ Spider-Man: Into the Spider-Verse-ში, რის შედეგადაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვენ სტეისი შეიძლება გახდეს ქალი-ობობა MCU სამყაროში.

ავტორი: ბესო ჭიკაიძე


შეგიძლიათ ნახოთimageჯონ ვიკი 4
0
0
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0