x
Tomb Raider: Cradle of Life - სამარხების მძარცველი: სიცოცხლის აკვანი
საინტერესო ფაქტები
image???? სცენაში სადაც ლარა კროფტი და ტერი შენობიდან ხტებიან „საფრენი კოსტიუმებით“, ეს ტრიუკი შესრულებული იყო იმ კასკადიორების მიერ რომლებმაც დახვეწეს ამ ტიპის საფრენი კოსტიუმი. ხოლო ვინც ამ ტიპის საფრენი კოსტიუმი გამოიგონა 1998 წელს დაიღუპა როდესაც მას ცდიდა.

???? ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთი დუბლიორი იყო მამაკაცი.

???? ფილმი ჩინეთში აკრძალეს, რადგან „მან შელახა ჩინეთის რეპუტაცია, ქმნიდა ქაოსში მყოფი ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელსაც არ ჰყავს მთავრობა და არის საიდუმლო საზოგადოებების მიერ დაპყრობილი“.

???? როდესაც ფილმი გამოვიდა ანჯელინამ განაცხადა, რომ აღარ სურდა მესამე ნაწილში მონაწილეობა, რადგან სხვა პროექტებით უნდოდა რომ დაკავებულიყო.
???? ეს ფილმი აღმოჩნდა იან დე ბონტის უკანასკნელი სარეჟისორო ნამუშევარი, რადგან ფილმ „სიჩქარე“-ს შემდეგ ვერ შეძლო იმ მოლოდინების გამართლება რაც თავად მას და სტუდიის ბოსებს ჰქონდათ.

???? როდესაც ანჯელინა უარს აცხადებდა მესამე ნაწილში მონაწილეობაზე, საუბარი იყო კელი ბრუკზე, რომ ის ჩაანაცვლებდა ანჯელინას, თუმცა სტუდიის ბოსები მაინც უკმაყოფილოები იყვნენ მეორე ნაწილის შემოსავლით. ამიტომაც მესამე ნაწილზე მუშაობა აღარ გაგრძელებულა.

???? ფილმში იყო რამდენიმე ამოჭრილი კადრი და ასევე ფილმს ჰქონდა ალტერნატიული დასასრული სადაც ტერის, არა ლარა კროფტი კლავდა არამედ რეისი. რეისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი ფილმში, რომლის კადრებიც ამოჭრეს.
???? ფილმის გამოსვლის შემდეგ რეჟისორმა განაცხადა, რომ ის ვერ იტანდა ამ ფილმზე მუშაობას, რადგან სტუდიის ბოსები და თამაშების შემქმნელები ძალზედ მეტად ერეოდნენ მის საქმეში.

???? თავდაპირველად, რეჟისორს დიდად არ სურდა ანჯელინასთან მუშაობა, რადგან ფიქრობდა რომ პრობლემატური პიროვნება იქნებოდა, თუმცა შემდეგ აზრი შეეცვლა და დიდ სიამოვნებასაც იღებდა მასთან მუშაობით.

???? ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა რაც იყო ფანების მხრიდან როგორც პირველ ასევე მეორე სერიაში, იყო ანჯელინა ჯოლის მკერდი. თამაშში პერსონაჟს დიდი მკერდი ჰქონდა, ხოლო ანჯელინას მკერდი კი საკმაოდ პატარა იყო, ამიტომ სულ უწევდა გაცილებით დიდი ბიუსტჰალტერის ტარება.

????ფილმის ბიუჯეტი: ????95 მილიონი - ????160 მილიონი.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე



შეგიძლიათ ნახოთ
0
0
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0