x
Venom: Let it be Carnage - ვენომი: დაე იყო ქარნიჯი
საინტერესო ფაქტები
image????მიზეზს, თუ რატომ შეეშინდა ვენომს ქარნიჯის მის დანახვაზე, მიხვდნენ მხოლოდ ვენომის „გადამკვდარი“ ფანები. მიზეზი იყო ის, რომ მე-1000 სიმბიოზი ვენომის გენეტიკურ ხაზში არის გაცილებით უფრო ძლიერი და ტოქსიკური ვენომისთვის.

????ფილმში არ არის ეს ნახსენები, მაგრამ ედი დაავადებული იყო კიბოთი. თუმცა ვენომის გამოჩენით მის ცხოვრებაში, ის განიკურნა კიბოსგან მისი სიმბიოზის მეშვეობით.

????სცენაში როდესაც ედი Coit Tower-დან ცდილობს კლეტუსის პოვნას ამ დროს მას რამდენიმე ვერტმფრენი ჩაუფრენს. ვერტმფრენების სცენა საერთოდ არ იყო დაგეგმილი და ისინი „მატრიცა 4“-ის გადასაღები კადრიდან შემთხვევით მოხვდნენ „ვენომი 2“-ის კადრში, რაც რეჟისორმა სიამოვნებით ჩასვა ეს კადრი ფილმში.

????„მატრიცა 4“ და „ვენომი 2“ გადაღებები ერთსა და იმავე ქალაქში და დროს მიმდინარეობდა.

????რეჟისორი ენდი სერკისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდა ფილმის გადაღებას თუ სტუდია მისცემდა საშუალებას ყველაფერი თავის გემოვნებით გადაეღო და თან მხოლოდ ბრიტანეთში, რაზეც თანხმობა მიიღო. აღმოჩნდა, რომ სტუდია ისედაც ასე გეგმავდა ყველაფრის გაკეთებას.

????რესტორანს, სადაც ედი და ენი ხვდებიან ჰქვია „L’Araignee” რაც ფრანგულად ნიშნავს ობობას.

????მაყურებლის ძალიან დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოსთქვამდა იმის თაობაზე, რომ ვენომი სუსტად იყო წარმოჩენილი, როდესაც ის ქარნიჯს ებრძოლებოდა. მიზეზი ამის იყო ის, რომ როდესაც ქარნიჯი ვენომს ჭრილობას აყენებს, ვენომს არ შესწევს რეგენერაციის უნარი.

????ტომ ჰარდმა პირადად გააკეთა არჩევანი ენდი სერკისის რეჟისორობაზე, რაზეც სტუდიაც დაეთახნმა.

????ქარნიჯი ჩაფიქრებული იყო არა ისე, როგორც ფილმშია წარმოდგენილი, არამედ უფრო სუსტი ტანადობის, შავი კბილებით, უენო და შავი ვენებით სხეულზე.

????სცენაში, სადაც შრიკს ზარი ეცემა, გაურკვეველი რჩება დაიღუპა ის თუ არა. რეჟისორმა ეს განგებ გააკეთა, რათა საჭიროების შემთხვევაში მისი პერსონაჟი დაებრუნებინა ფილმის შემდეგ ნაწილში.

????ფილმიდან ამოჭრილი კადრი 1: ქარნიჯის სიმბიოზი აცხადებს, რომ ის, კლეტუსი და შრიკი შექმნიან „მაქსიმუმ ქარნიჯს“, რომელიც იქნებოდა შემდეგ სერიის ნაწილი.

????ფილმიდან ამოჭრილი კადრი 2: კლეტუსი და შრიკი გეგმას დასახავენ, რომ დედამიწაზე გაამრავლონ რაც შეიძლება მეტი „უმაღლესი რასა“, რომელიც იქნებოდა სიმბიოზი-ადამიანების ჰიბრიდი.

????ტომ ჰარდისა და რეჟისორ ენდი სერკისის განცხადებით, მათთვის ძალიან იოლი, საინტერესო და სასიამოვნო იყო მსახიობ ვუდი ჰარელსონთან (კლეტუს კესიდი) მუშაობა, რადგან მათი განცხადებით ვუდი ჰარელსონი ძალზედ შრომისმოყვარე და ერთგულია თავისი საქმისადმი და ამასთანავე ყველასთან თბილი და სასიამოვნო.

????ვენომის ამ ნაწილს კრიტიკოსები გაცილებით უფრო თბილად შეხვდნენ ვიდრე მის წინა სერიას.

????ეკლესია არის ის ადგილი სადაც ბოლო ბრძოლა ხდება. ეს ლოკაცია სიმბოლურად იყო შერჩეული ფილმში, რადგან ედისა და ვენომის სიმბიოზის შერწყმა სწორედ რომ პირველად ეკლესიაში მოხდა.

????სცენებში სადაც ნაჩვენებია ქარნიჯის ღრიალი, ხმოვანი ეფექტი ღრიალის იდენტურია 1999 წელს გადაღებული ფილმის „მუმია“ს პერსონაჟის - იმჰოტეპის.

????ფილმის ბიუჯეტი: ????110 მილიონი - ????501.5 მილიონი.



ავტორი: ბესოჭიკაიძე


შეგიძლიათ ნახოთ
0
0
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0