x
Venom - ვ ე ნ ო მ ი
საინტერესო ფაქტები
image????მიზეზი თუ რატომ დასთანხმდა ტომ ჰარდი ვენომის როლს, იყო ის რომ მისი შვილი ძალიან დიდი თაყვანისმცემელი იყო ვენომის და ტომ ჰარდის უნდოდა, რომ თავისი შვილი გაეხარებინა და როდესაც რაიმე რჩევა სჭირდებოდა თავის შვილს ეკითხებოდა თუ როგორი ხასიათის პერსონაჟი იყო ედი ბროკი ან ვენომი.

????1:30წთ-ზე ვენომი ედის შოკოლადს სთხოვს. ვენომის სიმბიოზი 1995 წლის მინისერიის "Venom: The Hunger"-ის მიხედვით, სიმბიოზებს სჭირდებათ ქიმიური ნივთიერება, სახელად ფენეთილამინი, რომელიც მოიპოვება ადამიანის ტვინში და შოკოლადში.

????რესტორნის სცენაში სადაც ტომ ჰარდი ლობსტერების აკვარიუმში ჩახტება, გამოყენებული იყო ორი აკვარიუმი. ერთი ნამდვილი ლობსტერებით, ხოლო მეორე კი ხელოვნური. სცენაში სადაც ტომ ჰარდი ლობსტერების აკვარიუმში ჩახტება უკვე ხელოვნური ლობსტერები იყო მოთავსებული, ხოლო იმ ლობსტერს, რომელსაც ჩაკბეჩს იყო ტკბილეულობით დაფარული სიროფითა და შოკოლადის შიგთავსით.

????როდესაც რესტორანში სცენას იღებდნენ, ტომ ჰარდის იდეა იყო რომ ლობსტერებიან აკვარიუმში ჩამხტარიყო. იმ მომენტში აკვარიუმი საერთოდ არ იდგა რესტორანში და რეჟისორს ეს იდეა ისე მოეწონა, რომ შემდეგ ორი აკვარიუმი გააკეთებინა, ერთი ნამდვილი ლობსტერებით და მეორე ხელოვნურებით.

????59წთ-ზე როდესაც ვენომი ამბობს: „თვალები! ფილტვები! პანკრეასი! ამდენი წასახემსებელი და ასე ცოტა დრო!“ აღებულია „Amazing Spider-Man”-ის 374 ნომერ კომიქსიდან.

????თავდაპირველად ვენომის სიმბიოზი შერწყმული იყო ადამიან-ობობასთან, რომელმაც ის სხვა პლანეტაზე აღმოაჩინა და ატარებდა ამ სიმბიოზს როგორც ადამიანი-ობობას შავ უნიფორმად. მხოლოდ მას შემდეგ მოხდა ვენომის სიმბიოზის შერწყმა უკვე ედი ბროკთან.

????
9წთ-ზე ენი შეახსენებს ედის, რომ ის განთავისუფლებული იყო Daily Globe-დან და ამიტომაც მოუწია მას ნიუ-იორკიდან წამოსვლა. ედი იყო Daily Globe-ის რეპორტიორი, რომელიც იყო Daily Bugle-ის კონკურენტი გაზეთი. კომიქსის მიხედვით, ედი ბროკი განთავისუფლებული იყო იმ მიზეზის გამო, რომ მან შეგნებულად ცრუ ინტერვიუ ჩაწერა ადამიანთან, რომელიც თავს ასაღებდა სერიულ მკვლელად სახელად „ცოდვის მჭამელი“ და ამით უნდოდა სახელი მოეხვეჭა. სინამდვილეში კი ნამდვილი სერიული მკვლელი იქნა დაჭერილი ადამიანი-ობობას მიერ, რის შედეგადაც ედის ტყუილი გამჟღავნდა და სამსახურიდან დათხოვილიც იყო და შემდეგ როდესაც ის უკვე ვენომი გახდა გადაწყვიტა სან-ფრანცისკოში გადასულიყო.

????ტომ ჰარდის როდესაც ვენომთან დიალოგი უწევდა, მან მანამდე აუდიო ჩანაწერი გააკეთა ვენომის რეპლიკების და შემდეგ სცენის გადაღების დროს ყურში გაკეთებული პატარა აპარატით ესმოდა ვენომის სალაპარაკო ფრაზები და შესაბამისადაც პასუხობდა შემდეგ. ეს ტექნიკა მან შეიმუშავა როდესაც მუშაობდა ფილმ “Legend”-ზე სადაც ის ასრულებდა ტყუპების როლს.

????ენ უეინგი მუშაობს იურიდიულ ფირმაში „მიშელინი და მაკფარლანი“. სინამდვილეში ეს სახელები ეკუთვნით მათ ვინც ვენომის პერსონაჟი შექმნეს.

????შენობას, სადაც ედი ბროკი ცხოვრობს ჰქვია შულერი, რენდი შულერის სახელის მიხედვით. იგი იყო მარველის კომიქსების დიდი და ცნობილი თაყვანისმცემელი და სწორედ მას ეკუთვნის იდეა, რომ ადამიან-ობობას შავი კოსტიუმი სცმოდა. მან ეს იდეა კომიქსების ავტორებს 1982 წელს შესთავაზა და უკვე 1984 წელს შედგა კოსტიუმის დებიუტი, რომელიც მოგვიანებით გადაიქცა უცხოპლანეტელის კონცეფციად და კიდევ უფრო მოგვიანებით კი სიმბიოზად.

????მიშელ უილიამსმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაზე დიდი მიზეზი თუ რატომ მიიღო ვენომში მონაწილეობა იყო ტომ ჰარდი.

????ედი ბროკისა და ვენომის განსახიერება ტომ ჰარდის მიერი, დაფუძნებული იყო სამ მსახიობზე. ვუდი ალენი (მწვავე ნევროზი და იუმორი), კონორ მაკგრეგორი (UFC-ის მებრძოლი) და რედმენი (უკონტროლო).

????ფილმის პრემიერა შედგა ზუსტად 30 წლისთავზე რაც ვენომის დებიუტი შედგა მარველის კომიქსებში.

????თავდაპირველად ფილმი ჩაფიქრებული იყო რომ უნდა ყოფილიყო პირდაპირი სპინ-ოფი 2007 წელს გადაღებული „ადამიანი-ობობა 3“-ის, მაგრამ ტოფერ გრეისს არ სურდა ვენომის როლს დაბრუნებოდა და პროექტი შეჩერდა. მცირე ხნის შემდეგ, როდესაც დაიწყო უკვე მასიურად ფილმების რებუტირება, სტუდიის ბოსებმა ისევ დაიწყეს ლაპარაკი ვენომის გადაღების. იმ პერიოდში კი გამოდიოდა „The Amazing Spider-Man 2” (2014) და Sony-მ განაცხადა, რომ ფილმს ერქმეოდა “Venom: Carnage”, რომელიც იქნებოდა მარველის სამყაროს ნაწილი. თუმცა, Sony და Marvel-ის გადაწყვეტილებით არჩიეს ჯერ ადამიანი-ობობას ფილმებზე ემუშავათ და მერე გადაეღოთ უკვე ვენომი.

????1სთ და 35წთ-ზე, ციხე სადაც ედი ბროკი მიდის, იგივე ციხეა, რომელიც ნაჩვენები იყო სერიალ „ისარი“-ში (2012).

????იყო სერიოზული მოსაზრება, რომ ფილმი “Life” (2017), არის ვენომის პრიკველი, მაგრამ შემდეგ ეს მოსაზრება უარყვეს, თუმცა ბევრს მაინც მიაჩნია აღნიშნული ფილმი ვენომის პრიკველად.

????ტომ ჰარდიმ განაცხადა, რომ ფილმიდან ამოჭრილია 30-40 წუთი და მისი ძალიან ბევრი საყვარელი სცენა იმ ამოჭრილ კადრებში მოჰყვა.

????დაახლოებით 28წთ-ზე, ედი ბროკისა და დორა სკირტის სცენა მარკეტთან იყო პირველი სცენა რომელიც ჯენი სლეიტმა (დორა სკირტი) წაიკითხა და ერთადერთი მიზეზი თუ რატომ დასთანხმდა დოქტორ დორა სკირტის როლს იყო ტომ ჰარდი. მისივე თქმით, როდესაც გააცნობიერა რომ ტომ ჰარდთან ერთად მოუწევდა თამაში, ასეთ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა.

????ტომ ჰარდმა განასახიერა ბეინის როლი ბეტმენის ფილმში „შავი რაინდის აღზევება“ (2012). კომიქსებში, ბეინმა გაიკეთა შრატი, რის შედეგადაც მას მიეცა სუპერ ძალა. შრატის სახელი კი იყო „ვენომი“. წლების შემდეგ კი მას მოუწია უშუალოდ ვენომის შესრულება.

????რეჟისორის განცხადებით, გადაღებული იყო სცენა სადაც ნაჩვენები იყო ვენომის მშობლიური პლანეტა, მაგრამ ის სხვა მრავალ სცენებთან ერთად ამოჭრილ იქნა.

????ტოფერ გრეისს, რომელმაც შეასრულა ვენომის როლი ადამიანი-ობობას მესამე სერიაში, ძალიან მოეწონა ტომ ჰარდის მიერ შესრულებული ვენომი.

????კარლტონ დრეიკის როლზე განიხილებოდნენ მსახიობები, მეთ სმიტი, პედრო პასკალი და მატიას შონერცი.

????მოტოციკლის „ექშენ-სცენები“ გადაღებული იყო არამარტო სან-ფრანცისკოში არამედ ატლანტაშიც. მაგრამ იმისათვის, რომ ატლანტის ქუჩები სან-ფრანცისკოს დაემსგავსებინათ მოუწიათ ძალიან დიდი დეკორაციების გაკეთება.

????ფილმის ერთ-ერთი მთავარი საუნდტრეკი „ვენომი“ ეკუთვნის ემინემს. საუნდტრეკმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და გახდა ჰიტი. ტომ ჰარდი და რიზ აჰმედი კი ემინემის დიდი თაყვანისმცემლები აღმოჩნდნენ, როგორც ინტერვიუებში განაცხადეს.

????რეჟისორის შთაგონების წყარო ვენომის გადასაღებად იყო ფილმები “The Thing” (1982) და “An American Werewolf in London” (1981).

????სანამ ვენომში ითამაშებდნენ ერთად, ტომ ჰარდი და რიზ აჰმედი ერთმანეთს ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე იცნობდნენ ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 2006 წელს ბრიტანული რეალითი შოუს ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებებზე.

????ვენომის როლზე იბრძოდნენ კელან ლაცი და სტივენ ფარელი.

????ჯოშ ემერსონი იყო ფანების მიერ რჩეული მსახიობი, რომელიც უნდოდათ ენახათ ედი ბროკის როლზე.

????გარი როსი (ოუშენის 8 მეგობარი, შიმშილის თამაშები) განიხილებოდა ფილმის რეჟისორად და ყველანაირად ცდილობდა სტუდია, რომ ფილმისთვის რეჟისორობა მას გაეწია.

????ეს იყო სტენ ლის ბოლო მარველის ფილმი, რომელიც მის სიცოცხლეშივე გამოვიდა სანამ გარდაიცვლებოდა 2018 წლის 12 ნოემბერს. თუმცა ის მომდევნო ორ მარველის ფილმშიც გამოჩნდა, Captain Marvel (2019) და Avengers: Endgame (2019). მისი სცენები ამ ფილმებში წინასწარ იყო გადაღებული. სტენ ლი იყო მარველის პერსონაჟების შემქმნელი და ასევე მედია კომპანია „მარველ კომიქსები“-ს ყოფილი პრეზიდენტი.

????ვენომის ოპონენტი პერსონაჟი, რიოტი არ არის ისეთი ძლიერი როგორიც ფილმში გამოიყვანეს. მას მხოლოდ ის შეეძლო, რომ კიდურები რამე მჭრელ და ჩაქუჩისებრ იარაღებად გადაექცია და არც ვენომის მტერია კომიქსებში. ფილმში კი ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთეს.

????2017 წელს, მარველის პროდიუსერმა კევინ ფაიგიმ განაცხადა, რომ ფილმი არ იქნებოდა მარველის კინოსამყაროს ნაწილი, მაგრამ ემი პასკალმა სიტყვაში შეჭრით დაამატა, რომ არ არის ჯერ, მაგრამ გახდება-ო. მოგვიანებით განაცხადეს, რომ ვენომს იმყოფება თავის საკუთარ სამყაროში. საბოლოოდ კი, როგორც “Spider-Man: No Way Home”-ში ვიხილეთ ვენომი გახდა უკვე მარველის სამყაროს ნაწილი.

????სცენარის თავდაპირველ ვარიანტში, ვენომის მთავარი მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო ქარნიჯი, მაგრამ ეს იდეა ვენომის მეორე ნაწილისთვის შემოინახეს.

????ფილმს აქვს 2 სცენა ტიტრებს შორის.

????Sony ვენომის როლზე განიხილავდა ფინ უიტროკს, ხოლო ქარნიჯის როლზე ალან ტიუდიკს.

????რეჟისორის თქმით, ფილმში წარმოდგენილია ვენომის ის ვერსია, რომელიც ფიგურირებს “Lethal Protector” და “Planet of the Symbiotes” კომიქსებში და ამასთანავე ფილმის სიუჟეტიც ამ კომიქსების სიუჟეტზე იყო აგებული.

????ფანების ოთხი საყვარელი არჩევანი ქარნიჯის როლზე იყვნენ ჯიმ ქერი, მაიკლ ფასბენდერი, უოლტონ გოგინსი და ქემერონ მონაჰანი. ამ ოთხიდან კი ყველაზე დიდ ინტერესსა და მონდომებას გამოხატავდა ქემერონ მონაჰანი, რომელიც ცნობილია „ჯერომი“-ს როლით სერიალ „გოთემი“-ში.

????ფილმის ბიუჯეტი: ????116 მილიონი - ????856 მილიონი.



ავტორი: ბესო ჭიკაიძე

შეგიძლიათ ნახო
0
2
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0