x
Equilibrium - ეკვილიბრიუმი

საინტერესო ფაქტები

image????მიუხედავად ფილმის პოპულარობის რწმენისა, ფილმში აბსოლუტურად არცერთი ტრიუკი ტროსით არ ყოფილა გაკეთებული. ყველა გრავიტაციის საწინააღმდეგო ტრიუკები კი გაკეთდა ჩვეულებრივი საშუალებებით. მაგალითად, მოტოციკლიდან უკანა სალტო შესრულებული იყო ბატუტიდან ხტომით.

????
ორი სხვადასხვა მსახიობი იქნა გამოყენებული ქრისტიან ბეილის ცოლის როლზე. პირველი მსახიობი იყო ალექსა სამერი, რომელიც ჩანს კრემაციის სცენაში, როდესაც ქრისტიან ბეილის ცოლს სიკვდილს უსჯიან. როდესაც მოვიდა დრო მისი სხვა სცენაში გადაღების, ის ვერსად იპოვეს და ამიტომ მოუწიათ უკვე სხვა მსახიობის პოვნის. მეორე მსახიობი კი მარია პია კალზონე იყო.

????
სცენარის ავტორი და რეჟისორი იყო კურტ უიმერი და სწორედ მან მოიგონა ახალი საბრძოლო ხელოვნების სტილი იარაღებით, რომელსაც დაარქვა „განკატა“.

????
ფილმის მსვლელობისას ძალადობა თანდათან უფრო გრაფიკული ხდება. დაწყებით სცენებში ის თითქმის სისხლი არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს უამრავი ტყვია ხვდებათ. ფილმის სიუჟეტის განვითარებასთან ერთად მცირე დოზით სისხლიანი სცენებიც გვხვდება. ეს იწვევს ემოციურ ეფექტს ძალადობის თითოეული აქტის მიმართ, თუ როგორ არის ის მოწოდებული ფილმის დასაწყისში შედარებით მსუბუქად და შემდეგ ეს ძალადობა როგორ იძენს უფრო მძაფრ და დაუნდობელ ხასიათს. ასეთი განზრახვა ჰქონდა რეჟისორს თავიდანვე იმისთვის, რომ მაყურებელში აღეძრა ემოციური მგრძნობელობა ძალადობის მიმართ და მთავარ პერსონაჟთან ერთად მაყურებელსაც ეგრძნო თუ რას გადიოდა და განიცდიდა ის.

????
კენდოს ტიპის ხმლები იქნა სპეციალურად გაკეთებული სპარინგის სცენისთვის ქრისტიან ბეილსა და ტეი დიგზს შორის. ისინი დამზადებული იყო ხისგან, მაგრამ ხშირად იმტვრეოდა, იმის გამო რომ ქრისტიან ბეილი და ტეი დიგზი ძალზედ ძლიერ შეტევებსა და დარტყმებს ახორციელებდნენ ერთმანეთზე.

????
წამლის ამპულის სახელი, რასაც ფილმში იკეთებენ, თავდაპირველად იყო „ლიბრიუმი“. მაგრამ ლიბრიუმი აღმოჩნდა შიშის, შფოთვისა და წუხილის საწინააღმდეგო პრეპარატის, ქლორდიაზეპოქსიდის რეგისტრირებული სავაჭრო სახელი. ამიტომ. იძულებულები გახდნენ წამლისთვის სახელი შეეცვალათ და შემდეგ დაარქვეს „პროზიუმი“, რაც არის ორი სიტყვისგან შედგენილი სახელწოდება, პროზაკისა და ვალიუმის, რომლებსაც აქვთ დამამშვიდებელის ეფექტი.

????
ლეკვი, რომელიც ფილმშია გამოყენებული არის ბერნესის მთის ძაღლის ჯიშის. ყეფვისა და წკუმუტუნის ხმები კი ადამიანის მიერ იქნა განსახიერებული, რომლის სპეციალობაც სწორედ, რომ ცხოველების ხმების იმიტაცია იყო.

????
ფილმი ფართო მასშტაბით არ გამოსულა, რადგან საზღვარგარეთის გაყიდვებიდან მოგება უკვე ნანახი ჰქონდა და ზედმეტად აღარ სურდა კომპანიას ზედმეტი თანხები ჩაედო მის გარეკლამებაში და შემდეგ იმ რეკლამის თანხების ამოღებასა და მოგებაზე ეზრუნა კიდევ.

????
რეჟისორს მთავარ როლზე თავიდანვე ქრისტიან ბეილი სურდა, მას შემდეგ რაც იხილა მისი შესრულება ფილმ “American Phsyco” (2000). იმ მომენტში ბეილი დაკავებული იყო სხვა პროექტით, ამიტომ რეჟისორმა როლი დომინიკ პურსელს შესთავაზა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია მაიკლ სკოფილდის ძმის, ბეროუზის როლით სერიალ „გაქცევა“-ში. მაგრამ მოხდა ისე, რომ ბეილი იმ მომენტისთვის უკვე თავისუფალი იყო და ამიტომ დომინიკ პარსელი გვერდზე გაწიეს და როლი ისევ ბეილს შესთავაზეს რაზეც უკვე უარი აღარ განუცხადებია, თუმცა პარსელს მაინც ერგო ეპიზოდური როლი ფილმის გახსნით სცენაში.

????ფილმში მოქმედება ვითარდება 2072 წელს.

????
სიტყვა „ტეტრაგრამატონი“ რომ გადავთარგმნოთ, ითარგმნება როგორც „ოთხ ასოიანი სიტყვა“, რაც არის მინიშნება ღმერთის სახელზე „YHWH” ანუ „იაჰვე“.

????მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მსახიობი ტეი დიგზი მანქანას ატარებს, სინამდვილეში მან საერთოდ არ იცოდა მანქანის ტარება იმ პერიოდში.

????
ქრისტიან ბეილის შვილის როლზე განიხილებოდა დენიელ რედკლიფი, თუმცა რეჟისორმა მისი კანდიდატურა არ მოიწონა, იმიტომ რომ მეტისმეტად პატარა მოეჩვენა და არ იო დარწმუნებული, რომ როლს თავს გაართმევდა. მოხდა ისე, რომ დენიელ რედკლიფი იმავე წელს დაამტკიცეს „ჰარი პოტერი“-ს როლზე და ფილმმა დიდი აღიარება მოუტანა მას. რეჟისორს შემდეგ ყველა ეუბნებოდა, რომ ტყუილად არ აიყვანა დენიელი ფილმში ბეილის შვილის როლზე.

????ერალ პარტრიჯის როლზე 200ზე მეტი მსახიობი იყო გასინჯული, მაგრამ ბოლოს შონ ბინი მოიყვანეს ამ როლის შესასრულებლად რაც რეჟისორის დიდი სურვილი იყო თავიდანვე, უბრალოდ რატომღაც შონ ბინი ჭირვეულობდა.

????ფილმის რეჟისორს და საბრძოლო ხელოვნების ქორეოგრაფს ჰქონდა მეგობრული უთანხმოება იმაზე თუ როგორ უნდა წარმოჩენილიყო რეჟისორის მიერ მოგონილი საბრძოლო ხელოვნება „განკატა“. რეჟისორს სურდა, რომ ის ყოფილიყო მსუბუქი სტილი, მსუბუქი მოძრაობებითა და ილეთებით, ხოლო ქორეოგრაფს კი სურდა რომ უფრო უხეში და მკაცრი მოძრაობები ყოფილიყო რაც უფრო ეფექტს შესძენდა. საბოლოოდ მოილაპარაკეს იმაზე, რომ ორივე მხარე იქნებოდა ნაჩვენები ფილმში.

????
ადამიანი, რომელიც ფილმის დასაწყისში „განკატა“-ს დემონსტრირებას აკეთებს თავად ფილმის რეჟისორია და ასევე მეორე სცენაში რეჟისორი შეიმჩნევა იმ ეპიზოდში 57:18 წთ-ზე, როდესაც საცავში კასრებს შორის მიაყენებენ და დახვრეტენ.

????
ქალაქ „ლიბრია“-ს დიზაინი და ხედები აღებული იქნა მხატვარ ჰიუ ფერისის შემოქმედებიდან.

????
ბეილისა და ტეი ტიგზის სპარინგის სცენა გაცილებით უფრო ხანგრძლივი და სანახაობრივი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმ მომენტში ტეი დიგზი სხვა პროექტითაც იყო დაკავებული და არ ჰქონდა საკმარისი დრო. ამის გამო სპარინგის ეპიზოდი ძალიან შეამცირეს.

????
შონ ბინს იმ პერიოდში ჰქონდა ისეტი მსახიობის რეპუტაცია სადაც თითქმის ყველა ფილმში კვდებოდა. ამ ფილმშიც მან ტრადიცია არ დაარღვია და მაყურებელსაც მალე „გამოემშვიდობა“ ფილმშივე.

????
ფილმმა საზღვარგარეთის გაყიდვებიდან არაოფიციალურად 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა სხვადასხვა პლატფორმებზე გაყიდვით რაც საკმარისი იყო თვისი ბიუჯეტის ამოსაღებად. ოფიციალურად კი ის 301 კინოთეატრში იქნა ნაჩვენები რაც მას 5 მილიონი დოლარი მოუტანა. ფილმმა კი გაცილებით უფრო მეტი აღიარება და პოპულარობა მოიტანა მას შემდეგ რაც ქრისტიან ბეილი წარმატებული მსახიობი გახდა და სტუდიას ბრალს დებდნენ, რომ ასეთ ფილმს არ გაუწიეს საჭირო სარეკლამო კამპანია, რაც გაცილებით უფრო დიდ წარმატებას და აღიარებას მოიტანდა. სტუდიამ კი ის ძირითადად ვიდეო კასეტებისა და დისკების გაქირავების ბაზარზე გაუშვა.

????
ფილმის ბიუჯეტი: ????20 მილიონი - ????40 მილიონი +????5.3 მილიონი.



ავტორი: ბესო ჭიკაიძე


შეგიძლიათ ნახოთ

imageKarate Kid - კარატისტი ბიჭუნა

The Crow - ყ ვ ა ვ ი

The Mummy - მ უ მ ი ა

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0