x
The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 1 - ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 1

საინტერესო ფაქტები

image⚜️რობერტ პატინსონი ტრენინგებს გადიოდა იმისთვის, რომ ნავის მართვა შეძლებოდა თაფლობის თვის სცენის გადაღების დროს, მაგრამ მიუხედავად ამისა მან მაინც ხან რას მიაჯახა ნავი და ხან რას როდესაც სცენას იღებდნენ.

⚜️ბრაზილიაში გადაღებების მესამე დღეს, მსახიობებს და გადამღებ ჯგუფს მთელი ღამის განმავლობაში მოუწიათ კუნძულ ესმეზე დარჩენა ძალიან ძლიერი წვიმის გამო. გადამღებ ჯგუფს კი მოუწია მთელი ავეჯის, ტექნიკის და ყველანაირი საკუთრების ბრეზენტით გადაფარება რომ არ დაზიანებულიყო. ხალხი კი სულ სველი იყო რადგან თავშესაფარიც კი არ იყო ირგვლივ.

⚜️
ქორწილის სცენა იყო ბოლო სცენა და ამით გადაღებები სრულდებოდა. გადასაღებ მოედანზე იყო გაძლიერებული დაცვა, ვერტმფრენი ლოკაციის ირგვლივ დაფრინავდა და იმისათვის, რომ ზემოდან რაიმე კადრი არ გადაეღოთ უამრავი ქოლგა და დიდი ზომის ნაჭრები იყო გამოყენებული რათა ლოკაცია გადაეფარათ.

⚜️
1400-ზე მეტი სპეცეფექტი იყო გამოყენებული ფილმში და უმეტესობა გამოყენებული იყო კრისტენ სტიუარტზე რათა ბუნებრივი ორსულობის ეფექტი ჰქონოდა.

⚜️
კრისტენ სტიუარტი და ტეილორ ლოტნერი ატირდნენ, როდესაც ჯერ კიდევ ფილმის შავი ვარიანტი იხილეს.

⚜️
ყველაზე მეტად კრისტენ სტიუარტს არ აკმაყოფილებდა მისი და რობერტ პატინსონის სექსის სცენა, რადგან მისთვის ძალიან რთული იყო როდესაც ამ სცენას იღებდნენ, მაგრამ როდესაც უკვე დამონტაჟებული საბოლოო შედეგი იხილა ძალიან ბედნიერი იყო.

⚜️
სოფია კოპოლა (ფრენსის ფორდ კოპოლას ქალიშვილი) ძალიან იყო დაინტერესებული ფილმის რეჟისორობით, თუნდაც „ბინდი: განთიადი“-ს რომელიმე ნაწილი გადაეღო.

⚜️
როდესაც ბელა საქორწინო ფეხსაცმელებს იზომავს, ხელზე რომ ორი ბეჭედი უკეთია, მისი ნამდვილი ბეჭდებია.

⚜️
სტეფან მეიერი (წიგნის ავტორი) შეიმჩნევა კადრში, როდესაც ბელა ქორწილის სცენის დროს სკამებს შორის მოაბიჯებს.

⚜️
ბელას მშობიარობის სცენის გადასაღებად გამოყენებული იყო სხეულის პროტეზი. მაგიდის შუაგულში იყო დიდი ხვრელი რაშიც იჯდა კრისტენ სტიუარტი და ასევე ადამიანი, რომელსაც უნდა ემართა პროტეზი ხელოვნურად. კრისტენის მხოლოდ მხრები და თავი ჩანდა. პროტეზის კიდურები რომ მოქმედებაში მოსულიყო, მაგიდის ქვემოდან ადამიანი ასრულებდა ამ ფუნქციას. ასე იქნა გადაღებული ბელას მშობიარობის სცენა.

⚜️
კრისტენ სტიუარტისთვის მაკიაჟისა და გრიმის გაკეთებას 3 საათი სჭირდებოდა, ხოლო რასაც მაკიაჟის და გრიმის მეშვეობით არ კეთდებოდა იმას უკვე კომპიუტერულად უზრუნველყოფდნენ.

⚜️
ახალშობილი ბავშვისთვის გამოყენებული იყო ხან თოჯინა და ხან ნამდვილი 3 კვირის ჩვილი. მარწყვის ჯემი და მდნარი ყველი იქნა გამოყენებული რათა სიმულაცია ყოფილიყო ხელოვნური სისხლისა და ახალშობილის.

⚜️
ეს არის ბოლო სერია სადაც ჩანან ბელას სკოლის მეგობრები.

????ფილმის ბიუჯეტი: ????127 მილიონი - ????712.2 მილიონი.




ავტორი: ბესო ჭიკაიძე



შეგიძლიათ ნახოთ

imageMortal Kombat - ს ა ს ი კ ვ დ ი ლ ო ბ რ ძ ო ლ ა

სკოტ ადკინსი

Fast and Furious - სწრაფი და გააფთრებული (ფორსაჟი)

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0