x
The Twilight Saga: Eclipse - ბ ი ნ დ ი ს ს ა გ ა: დ ა ბ ნ ე ლ ე ბ ა
საინტერესო ფაქტები
image⚜️თავდაპირველად, სცენაში სადაც ჯეიკობი ბელას ატარებს იმისათვის, რომ მისი სურნელი შენიღბოს, სცენარის მიხედვით ჯეიკობს ბელა ეტლში უნდა ჩაესვა და ისე გაერიდებინა, მაგრამ ეს საკმაოდ სასაცილოდ და არარეალურად გამოიყურებოდა და ამიტომ ტეილორ ლოტნერი დათანხმდა, რომ კრისტენი ხელში აყვანილი ეტარებინა. საბოლოოდ ტეილორს ხელები საშინლად სტკიოდა, რადგან ერთი და იგივე სცენის გადაღებას მთელი დღე მოუნდნენ.

⚜️„დაბნელება“ არის ტეილორ ლოტნერის საყვარელი სერია ბინდის წიგნებს შორის.

⚜️მას შემდე რაც კრისტენ სტიუარტმა 2010 წელს ფილმ The Runaways-ში მიიღო მონაწილეობა და თმების დამოკლება მოუწია, „ბინდი“-ს ამ სერიაში მას პარიკის ტარება მოუხდა.

⚜️ფილმში ნათქვამია, რომ ჯასპერი ტექსასიდან არის. ჯასპერის როლის შემსრულებელი ჯექსონ რეთბოუნი ასევე არის ტექსასიდან წარმოშობით.

⚜️რაილის როლზე განიხილებოდნენ ტომ ფელტონი და ჩენინგ ტატუმი.

⚜️ჯექსონ რეთბოუნის საყვარელი მსახიობი ბრაის დალას ჰოვარდია და ძალიან ბედნიერი იყო როდესაც გაიგო, რომ ფილმში როლი ერგო.

⚜️კრის უაიცი იმდენად დაკავებული და გადატვირთული იყო ბინდის წინა სერიაზე მუშაობის დასრულებით, რომ უარი განაცხადა ამ სერიის გადაღებაზე.

⚜️ზოგადად როგორც ყველა ფილმს აქვს ხოლმე ის პრობლემა რომ წიგნისგან განსხვავებულია, იწვევს ხოლმე მაყურებლებში უკმაყოფილებას. არც ამ ფილმის სერიებია იყო გამონაკლისი. კერძოდ ამ ნაწილში, პერსონაჟ რაილის უფრო აქვს განვითარება ვიდრე ბელას.

⚜️სცენა, სადაც ჯეინი ფელიქს დაუმორჩილებლობისთვის დასჯის, წიგნში ასეთი რამ არ ხდება.

⚜️ედვარდი ბელას თვისი დედის ბეჭედს აძლევს. მანამდე კი მან ბელას ბროლის გული აჩუქა, რომელიც ასევე დედამისს ეკუთვნოდა, მაგრამ ფილმში ეს არც არის ნახსენები.

⚜️ლია ქლირუოთერის როლზე განიხილებოდნენ მირანდა კერი და ვანესა ჰაჯინსი.

⚜️სცენა, რომლის გადაღებასაც ეშლი გრინი ყველაზე მეტად ელოდა, იყო დიდი ბრძოლის სცენა.

⚜️გერმანიაში ჩატარებული იყო ქასთინგი როზალის მეგობრის, ვერას როლზე, რომლის მოპოვებასაც ცდილობდა ორი ცნობილი გერმანელი მსახიობი ანიკა ერნსტი და მარგარიტა რული. თუმცა როლი სულ სხვა მსახიობს ერგო - საბრინა ფრენკს. მისი სცენები გადაიღეს კიდეც, მაგრამ ფილმის საბოლოო მონტაჟის დროს, მისი კადრები ამოჭრეს.

⚜️ჯასპერი, ვამპირთა ჯგუფს თავს წარუდგენს როგორც ჯასპერ უიტლოკს, მაგრამ ის ხშირად ფიგურირებს როგორც ჯასპერ ჰეილი თანამედროვე ცხოვრებაში. ეს იმიტომ, რომ მან როზალის ოჯახის გვარი აიღო რათა თავი მის ტყუპ ძმად წარმოეჩინა.

⚜️ფილმში ზოგიერთ სცენებში კალენებს თვალის ფერადი გარსი მთლიანად შავი აქვთ, მასინ როდესაც ხანდახან ისინი ტოპაზისებრი ფერისაა. ფილმში ეს არ არის ახსნილი, მაგრამ წიგნში განმარტებულია, რომ როდესაც ისინი ძალიან მშიერნი არიან თვალი ფერადი გარსი მთლიანად შავდება, ხოლო როდესაც საკვები მიღებული აქვთ მაშინ თვალის ფერადი გარსი ტოპაზის ფერისაა. (ცხოველების სისხლით კვების გამო)

⚜️როდესაც ბელა ჯეიკობს სახეში ურტყამს მას შედმეგ რაც ჯეიკობი მას აკოცებს, კარგად თუ დავაკვირდებით ტეილორის (ჯეიკობი) სახეს, მას ეცინება. ამ სცენის გადაღება გაუძნელდათ, რადგან ყოველი დუბლის გადაღების შემდეგ ტეილორს უჭირდა თავის შეკავება და სულ ეცინებოდა.

????ფილმის ბიუჯეტი: ????68 მილიონი - ????698.4 მილიონი.




ავტორი: ბესო ჭიკაიძე
შეგიძლიათ ნახოთ
0
22
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0