x
The Twilight Saga: New Moon - ბინდის საგა: ახალი მთვარე
საინტერესო ფაქტები
image⚜️ მაქციების როლზე როდესაც ხალხს იყვანდნენ, უნდა ყოფილიყვნენ აუცილებლად ინდიელების შთამომავლები. ამის გამო თითოეულ მსახიობს ვინც კი მაქციის როლს ასრულებს მოუწია საბუთების წარდგენა რათა დაედასტურებინათ, რომ ისინი მართლაც ინდიელთა ერების შთამომავლები იყვნენ.

⚜️ როდესაც მაიკლ შინი აროს როლზე აიყვანეს, მას საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა პერსონაჟი იყო ის ან როგორი ხასიათის გმირი. ყველაფერი თვისი გმირის შესახებ მან გაიგო თავისი ქალიშვილისგან, მისი ქალიშვილი „ბინდი“-ს წიგნთა სერიის ძალიან დიდი თაყვანისმცემელი იყო და როდესაც რამე აინტერესებდა მაიკლ შინს თავის ქალიშვილს ეკითხებოდა ხოლმე ყველაფერს.

⚜️ ამერიკაში ფილმის პრემიერა შედგა 2009 წლის 16 ნოემბერს. ამ თარიღზე იყო ახალი მთვარე ისევე როგორც ფილმის ქვესათაურია „ახალი მთვარე“.

⚜️ Summit Entertainment-მა მეორე დღესვე გამოაცხადა მეორე სერიის გადაღების თაობაზე, როგორც კი ნახა, რომ ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

⚜️ სანამ კარლაილი წვეულების შემდეგ ბელას ჭრილობებს უმუშავებს, როდესაც ის სისხლით გაჟღენთილ მარლას წვავს, მარლი აყალიბებს ყვავილს, რომელიც წარმოდგენილია New Moon წიგნის ყდაზე.

⚜️ სკოლის პარკინგის სცენის დროს იყო კრისტენ სტიუარტის დაბადების დღე. ის იმ სცენის გადაღების დროს 19 წლის შესრულდა.

⚜️ კეტრინ ჰარდვიკმა მეორე ნაწილი არ გადაიღო იმის გამო, რომ არ იყო დარწმუნებული, რომ ერთ წელიწადში მოასწრებდა მეორე ნაწილის სცენარის დამთავრებას და თან ფილმის გადაღებასაც, როგორც ამას სტუდია ითხოვდა, ამიტომ მან პროექტი დატოვა.

⚜️ წიგნი „ახალი მთვარე“ არის რობერტ პატინსონის საყვარელი ნაწილი „ბინდი“-ს წიგნებს შორის.

⚜️ ბელას დაბადების დღის სცენაში, ჯექსონ რეთბოუნი (ჯასპერი) იმდენად შევიდა როლში, რომ პიტერ ფასცინელის და კელან ლაცს მოუწიათ მისი დაკავება ერთ-ერთი დუბლის გადაღების დროს. მოხდა ისე, რომ მან შემთხვევით ელიზაბეთ რიზერი (ესმე) მის გამო მძიმედ დაეცა მიწაზე.

⚜️ ანა კენდრიკის დიალოგის უმეტესი ნაწილი, როდესაც ჯესიკა და ბელა კინოთეატრიდან გამოდიან იყო იმპროვიზებული. მსახიობ ანა კენდრიკს ზოგადად ახასიათებს ფილმებში იმპროვიზაციები, რაც რეჟისორებს ძალიან მოსწონთ.

⚜️ ჯეიმი კემპბელ ბაუერი, რომელიც თამაშობს ვოლტურის როლს, განიხილებოდა როგორც ედვარდ კალენის როლის შემსრულებელი სანამ ბინდის პირველ ნაწილს გადაიღებდნენ.

⚜️ როდესაც ჯეიკობს მოტოციკლეტი შიშველი ხელებით გადმოაქვს მანქანის საბარგულიდან, სინამდვილეში მოტოციკლეტზე მიმაგრებული იყო ტროსები, რომელიც ამწეს ეჭირა. მონტაჟის დროს ტროსები კომპიუტერით გააქრეს.

⚜️ ერთ დღიანი შემოსავლით გადაასწრო ბეტმენის შავი რაინდის აღზევებას და ამით მისი რეკორდი მოხსნა. პირველი დღის შემოსავალმა შტატებში 72.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

⚜️ ამ ფილმის ფერთა ტონი ძალიან განსხვავდება პირველი ფილმისგან. "ბინდი" ფოკუსირებულია ბელას ურთიერთობაზე ედვარდთან და ამიტომ ფილმს აქვს ძალიან მკაცრი, ღია ნაცრისფერი ფერები. "ახალი მთვარე" უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს იაკობთან ურთიერთობაზე და ასე ასახავს მაქციის ნარინჯისფერ, თბილ ნათებას.

⚜️ ტეილორ ლოტნერი ვერ იტანდა თავი პარიკს.

⚜️ ტეილორ ლოტნერის მონაწილეობა ამ სერიაში, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან მას საკმარისი კუნთოვანი მასა არ ჰქონდა და არ იყვნენ დარწმუნებულები რომ დროში ჩაეტეოდა რათა შესაფერის ფორმაში ჩამდგარიყო. ვარჯიშის შედეგად კი მან ყველა ის მოთხოვნა დააკმაყოფილა რაც მისი პერსონაჟი მოითხოვდა.

⚜️ წიგნში, ბელა მუშაობს სპორტულ მაღაზიაში მაიკთან ერთად, რომელიც ეკუთვნის მაიკის მშობლებს, ხოლო ფილმში ბელას სამსახური საერთოდ არ აქვს და მაიკთანაც არც ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებს.

⚜️ ვამპირის დიეტა ვლინდება იმით თუ რა ფერის თავლები აქვთ მათ. კალენების ოჯახი იკვებება ცხოველების სისხლით და ამიტომ მათ თვალები ტოპაზისებრი ფერისაა, მაშინ როდესაც მომთაბარეებისა და ვოლტურების თვალები კი მკაფიოდ წითელია რაც ნიშნავს, რომ ისინი იკვებებიან ადამიანების სისხლით.

⚜️ ლუსი ჰეილი განიხილებოდა ჯეინის როლზე.

⚜️ დიეგო ლუნა და ბენ ბარნსი განიხილებოდნენ აროს როლზე.

⚜️ ფილმში ჰარის გულის შეტევა ემართება მაშინ როდესაც ვიქტორიას ტყეში წააწყდება. წიგნში კი მას გულის შეტევა მაშინ მოუვა, როდესაც დაინახავს რომ თავისი ქალიშვილი ლია, მაქციად იქცევა, რადგან მიიჩნეოდა, რომ მაქციად მხოლოდ მამაკაცები იქცეოდნენ.

????ფილმის ბიუჯეტი: ????50 მილიონი - ????709 მილიონი.




ავტორი: ბესო ჭიკაიძე


შეგიძლიათ ნახოთ
0
4
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0