x
რამდენად კარგი მსხვერპლი ხარ იმისთვის, რომ იყო კარგი ნადავლი?

image

უკვე ცნობილი გახდა რომ ფილმ „მტაცებელი“-ს მორიგი ნაწილი შემდეგი წლის გაზაფხულზე გამოვა შეცვლილი სახელწოდებით როგორც „ნადავლი“ და იქნება წინა სერიების პრიკველი.

სიუჟეტის მიხედვით მოქმედება ვითარდება 300 წლით ადრე კომანჩის ერებში, რომლის ბელადიც არის გოგო სახელად ნარუ, გამოცდილი მეომარი, რომელიც ყველანაირი ხერხით ცდილობს დაიცვას თავისი ტომი უცხოპლანეტელისგან.

ნარუს როლს მსახიობი ემბერ მიდთანდერი ასრულებს, რეჟისორი კი დენ ტრახტენბერგია, რომელსაც ეკუთვნის ფილმი “კლოვერფილდის შესახვევი 10“. საინტერესო ისაა, რომ თავად რეჟისორი, წარმოშობით კომანჩის ერების ტომიდანაა.

„ნადავლი“ იქნება რიგით მეხუთე ნაწილი ფილმ „მტაცებელი“-ს. იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წელს გადაღებულმა ფილმმა მტაცებლებზე, მოლოდინი არ გაამართლა და დიდი კრიტიკაც დაიმსახურა, რასაც შემდეგ მოჰყვა ფილმის ჩავარდნა, სტუდიის ბოსებმა გადაწყვიტეს სახელწოდებად „მტაცებელი“ აღარ გამოეყენებინათ, რათა მაყურებელს ფილმის მორიგი ნაწილი აღექვა არა ისე როგორც ფრანშიზის გაგრძელება, არამედ როგორც ცალკე მდგომი ფილმი. თავდაპირველად ფილმის სახელწოდება იყო „თავის ქალა“, ხოლო შემდეგ შეცვალეს როგორც „ნადავლი“ და სწორედ ამ სახელწოდებით გამოვა ეკრანებზე 2022 წლის გაზაფხულზე.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე

შეგიძლიათ ნახოთ

imageExpendables 2 - შეუტოკებელნი 2

Expendables 3 – შეუტოკებელნი 3

სკოტ ადკინსი

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0