x
სტიმული და რეაქცია

image

ბიჰევიორიზმი წარმოადგენს ამერიკული პრაგმატული ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებას, რომელიც ფსიქიკას განიხილავს მხოლოდ როგორც ქცევითი გამოვლინებების, რეაქციების ერთობლიობას გარე ზემოქმედებაზე-სტიმულირებაზე. ბიჰევიორიზმი წარმოიქმნა 1913 წელს ჯონ უოტსონის (1878-1958) დეკლარაციების წყალობით, რომელიც გადმოცემული იყო მის სტატიებში “ფსიქოლოგია ბიჰევიორისტის თვალსაზრისით“. გამოიყენეს ი. პავლოვის მოძღვრება და ედუარდ ლი თორნდაიკის მიერ განხორციელებული ცხოველების ქცევის კვლევა. ბიჰევიორიზმისთვის ცენტრალურ მომენტს წარმოადგენს დასწავლის პრობლემა.

დასწავლის ბიჰევიორალური თეორიის ფილოსოფიურ საფუძველს წარმოადგენს ინგლისელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის ემპირიზმის კონცეფცია “სუფთა დაფის“ შესახებ, რომლის თანახმადაც ადამიანს დაბადებისას არ აქვს არავითარი თანდაყოლილი იდეები და მისი ქცევა, აზრები და გრძნობები ფორმირდება გარემოს გავლენების შედეგად

არსებობს ქცევის ორი ტიპი: რესპოდენტული (თანდაყოლილი საპასუხო რეაქცია სტიმულზე); ოპერანტული (დასწავლილი და განმტკიცებული); უფრო მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, რესპოდენტული ქცევის დროს ორგანიზმი რეაგირებს გარემოზე, მაშინ, როცა ოპერანტული ქცევის დროს ორგანიზმი უშუალოდ არ რეაგირებს სიტუაციაზე ან გარემოდან შემოსულ სტიმულზე. რესპოდენტული ქცევა უნებლიედ ვლინდება, ოპერანტული ქცევა ყოვეთვის ნებელობითია. მაგ: დაცემინება, თვალის ხამხამი, შიმშილი, შიში – რესპოდენტებია. მათი შეკავება ძალიან რთულია. ხოლო ადამიანის ქცევათა უმრავლესობა ოპერანტულია, როგორიცაა წერილის დაწერა, სასეირნოდ წასვლა და ა.შ. ეს ქცევები წინასწარაა განსაზღვრული. დგება საკითხი: როგორ ხდება ამა თუ იმ ქცევის დასწავლა?

პირობით რეფლექსური დასწავლა, ვინაიდან მოიაზრებს პირობითი რეფლექსის გამომუშავებას. ის პირველად რუსმა ფიზიოლოგმა ივანე პავლოვმა (1849-1936) აღწერა.

პავლოვი, იკვლევდა რა საჭმლის მონელების პროცესებს ძაღლებში, შემდეგ მოვლენას გადააწყდა: ექსპერიმენტის დროს ძაღლები ნერწყვის გამოყოფას იწყებდნენ საკვების მიღებისას. ეს ბუნებრივი რეფლექსია. მოცემულმა მოვლენამ პავლოვს უბიძგა შემდეგი ექსპერიმენტის დაგეგმვისაკენ. ის რეკავდა ზარს, რომელიც ცხადია, არ იწვევდა ნერწყვის გამოყოფას; შემდეგ ის რეკავდა ზარს და ამავე დროს ძაღლს აძლევდა საკვებს; მოცემული პროცედურის რამოდენიმეჯერ გამეორების შემდეგ ზარის ხმა იწვევდა ნერწყვის გამოყოფას. ანუ ზარის ხმაზე, რომელიც ძაღლისთვის სტიმულია, ძაღლი იმავე რეაქციით პასუხობდა, როგორითაც საკვების დანახვაზე; ამდენად, სტიმულების (საკვები და ზარის ხმა) ასოციაციის გზით და რამოდენიმეჯერ გამეორების შემდეგ ძაღლმა ახალი ქცევა დაისწავლა. პავლოვის თეორიის გავლენით ჯონ უოთსონმა დასწავლის შემდეგი თეორია ჩამოაყალიბა: ნებისმიერი დასწავლა ხდება კლასიკური განპირობების გზით და ადამიანის თანდაყოლილ რეფლექსებს ეყრდნობა.

თორნდაიკი ითვლება დასწავლის ერთ-ერთ პირველ მკვლევრად და ბიჰევიორიზმის წინამორბედად. კონექციონიზმი-ადამიანისა და ცხოველის დასწავლის ზოგად თეორიას წარმოადგენს. მისი მოღვაწეობა დასწავლის კანონზომიერებების შესწავლასა და მათ პედაგოგიურ დანერგვას მიეძღვნა.

ის ჰარვარდიდან გადავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში ჯემს კეტელთან და კატებსა და ძაღლებზე დაიწყო ექსპერიმენტირება.სწორედ აქ შეიქმნა პრობლემური ყუთი, რომლითაც ის ცდილობდა დაემტკიცებინა რომ ცხოველი ცდისა და შეცდომის მეთოდით მოქმედებს და წარმატებამდე შემთხვევით მიდის. ამ კვლევას ბიძგი მისცა თორნდაიკის უკმაყოფილებამ იმის თაობაზე თუ როგორ მოქმედებენ ცხოველები.

დროთა განმავლობაში ის თავის სისტემას ცვლიდა, ხვეწავდა და ცხოველებზე კვლევით დადგენილ კენონზომიერებებს ადამიანზე გადატანას ცდილობდა. თორნდაიკის ამოსავალი პრინციპი პრობლემური სიტუაცია ანუ გარემო იყო, რომელთან შეგუებისთვის ცხოველს არ გააჩნდა საპასუხო რეაქციის მზა ფორმულა.

თავისი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა 1898 წელს სტატიაში:“ასოციაციური პროცესების კვლევა ცხოველებში“, რომელშიც იგი იყენებდა ისეთ ტერმინებს როგორიცაა ინტელექტი, ასოციაციური კავშირი და ა.შ ტიპურ შემთხვევაში მშიერი კატა თავსდებოდა ყუთში რომლისგანაც თავის დასაღწევად ჰქონდა ბერკეტი და საშუალებას აძლევდა გარეთ გამოსულიყო სადაც საკვები ელოდა.

თავიდან კატა სხვა და სხვა ქაოტურ მოძრაობას ასრულებდა იჩხაპნებოდა, იკბინებოდა მანამ, სანამ შემთხვევით არ შეეხებოდა და აამოქმედებდა მექანიზმს. თორნდაიკმა შეამჩნია რომ რამდენიმე გამეორების შემდეგ დროის შუალედი ყუთიდან გამოსვლისთვის იკლებდა. ამრიგად მან დაასკვნა, რომ კატები ცდისა და შეცდომის მეთოდით დაისწავლიან სწორ ქცევას.

კავშირი სიტუაციასა და რეაქციას შირის ხასიათდება:

1.ათვლის წერტილია პრობლემური სიტუაცია

2.პრობლემურ სიტუაციას უპირისპირდება ორგანიზმი, როგორც ერთი მთლიანი

3.ცხოველი აქტიურია ძიებისას

4.დასწავლა ხორციელდება ვარჯიშის გზით

სტიმულ-რეაქციის (S-R)კავშირი

თორნდაიკი მივიდა დასკვნამდე რომ კატამ რეალურად კი არ იცოდა თუ როგორ გამოსულიყო ყუთიდან არამედ დასწავლა თანდათანობით ფილტრავდა სწორ რეაქციებსა და გამოხშირავდა მცდარ ქმედებებს. სწორედ ამ გაფილტრვას მიიჩნევდა სტიმულსა და რეაქციას შორის კავშირის ფორმირებად რის შედეგადაც იქმნებოდა სტიმული რეაქციის კავშირი. რაც უფრო მეტჯერ წარედგინებოდა კატას სტიმული (S) მეტ სწორ რეაქციას(R) განახორციელებდა და მით მჭიდრო იქნებოდა ეს კავშირი. ეს პროცესი ავტომატური იყო.

დასწავლის კანონები

ეფექტის კანონი-ის მივიდა მოსაზრებამდე, რომ ცხოველების დასწავლა ძირითადად მასტიმულირებელ სიტუაციასა და გარკვეულ რეაქციას შორის ასოციაციისგან შედგება.თუ რეაქციას ანუ სიტუაციასა და მასზე საპასუხო ქცევას შორის კავშირის დამყარების პოცესს თან სდევს ან ცვლის სიამოვნების ან დაკმაყოფილების მდგომარეობა მაშინ S-R კავშირის სიმტკიცე იზრდება. თუ რეაქციას თან სდევს ან ცვლის უსიამოვნების მდგომარეობა, მაშინ S-R კავშირი სუსტდება.

თორნდაიკმა მოგვიანებით შეცვალა ეს კანონი და სასჯელს, უსიამოვნოს ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭა ვიდრე დაჯილდოვებას, ამრიგად ჯილდო პირდაპირ, უშუალოდ აძლიერებს S-R კავშირს, ხოლო სასჯელი არაპირდაპირ, გაშუალებულად ასუსტებს მას.

ვარჯიშის კანონი-ასახავს კანონზომიერებას რომლის მიხედვითაც S-R კავშრის სიმტკიცე გამეორებათა რაოდენობის პროპორციულად იზრდება, ოღონდ ეს მხოლოდ მაშინ მოქმედებს როდესაც ყოველ შემდგომ გამეორებას დადებითი ეფექტი ანუ გამტკიცება მოჰყვება.

მზაობის კანონი-მიუთითებს კავშირზე რომელიც არსებობს დასწავლის სისწრაფესა და ორგანიზმის მოცემულ მდგომარეობას შორის. ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური კავშირი აღბეჭდილია ინდივიდუალური ნერვული სისტემით მის სპეციფიურ მდგომარეობაში. ვარჯიში თავის მხრივ ცვლის ორრგანიზმის მზაობას გაატაროს ნერვული იმპულსსები.

ამრიგად თორნდაიკის მიდგომა ძირითადად დაჯილდოვვებასა და S-R კავშირს ეფუძნება.

სამი ძირითადი კანონის გარდა ის აყალიბებს დასწავლის კერძო კანონებს მაგ. ასოციაციის გადანაცვლების პრინციპი -თუ გამღიზიანებელთა ერთდროული მოქმედების დროს ერთ-ერთი მათგანი იწვევს რეაქციას, დანარჩენებიც იძენენ ამავე რეაქციის გამოწვევის უნარს.

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ადამაშვილი
ნინო ადამაშვილი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0