x
სოციალური ფსიქოლოგიის საკვანძო საკითხები
სოციალური ფსიქოლოგია ცდილობს შეისწავლოს სოციალური კონტექსტის გავლენა ადამიანების ფიქრებზე, გრძნობებზე, რწმენებზე, ზრახვებსა და მიზნებზე. სწორედ ამიტომ, ამ სფეროში მომუშავე ფსიქოლოგები აკვირდებიან ერთი ადამიანის ქცევაზე სხვა ადამიანების გავლენასა და იმ პირობებს, რომლებშიც სოციალური ქცევა ხორციელდება.


ამ სტატიაში განვიხილავთ სოციალურ ფსიქოლოგიაში გამოყენებად რამდენიმე მნიშვნელოვან ცნებას. ესენია:

1.სოციალური ფასილიტაცია-გორდონ ოლპორტმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ სხვების არსებობამ (სოციალური ჯგუფში) შეიძლება ხელი შეუწყოს ადამიანის მიერ კონკრეტული ქცევის განხორციელებას. მაგალითად, აუდიტორიამ შეიძლება გააუმჯობესოს მსახიობის შესრულება მარტივად განსახორციელებელი და კარგად ნასწავლი როლის შემთხვევაში. რაც შეეხება რთულ როლს, ამ შემთხვევაში სოციალურმა დათრგუნვამ შესაძლოა საპირისპიროდ იმოქმედოს მსახიობის მიერ როლის შესრულების ხარისხზე.


2.სოციალური დასწავლის თეორია-ალბერტ ბანდურა ამტკიცებდა, რომ სოციალურ სამყაროში ქცევა მოდელირებით დაისწავლება. მის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში ბავშვთა 3 ჯგუფი მონაწილეობდა. ისინი უყურებდნენ ვიდეოს, სადაც გამოსახული იყო ზრდასრული ადამიანი, რომელიც აგრესიულად იყო განწყობილი თოჯინის მიმართ და ამის გამო ზოგიერთ შემთხვევაში ჯილდოვდებოდა, ზოგიერთში კი-ისჯებოდა. ბავშვებს, რომლებიც უყურებდნენ ვიდეოს, სადაც ზრდასრული ჯილდოვდებოდა, შეემჩნეოდათ მისი ქცევის გამეორების ტენდენცია.


3.კოგნიტური დისონანსი-ლეონ ფესტინგერის მიხედვით, ჩვენ განვიცდით დისონანს როდესაც საკითხის მიმართ გაგვაჩნია ორი გასხვავებული დამოკიდებულება, შეხედულება, პრინციპი ან რწმენა. ეს ყველაფერი იწვევს მოუსვენრობისა და დისკომფორტის შეგრძნებებს. დისონანს ასევე ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ადამიანები ისეთ ქცევას ახორციელებენ, რომელიც მათი დამოკიდებულების საწინააღმდეგოა. კოგნიტური დისონანსის გამომწვევი კონფლიქტის მიზეზი შეიძლება იყოს დამყოლობა, ახალი ინფორმაცია (მაგალითად, გაცნობიერება იმისა, რომ თქვენს მიერ ჩადენილი ქცევა ვიღაცისთვის საზიანოა) და ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც კი.


4.სოციალური იდენტობის თეორია-ეს თეორია ჰენრი ტაჯფელს ეკუთვნის. სოციალური იდენტობა გულისხმობს ჯგუფის წევრობის მიხედვით საკუთარი თავის განსაზღვრას. ტაჯფელი თვლიდა, რომ ის ჯგუფი, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის (ოჯახი, სოციალური კლასი, ფეხბურთის ჯგუფი) მკვეთრად განსაზღვრავს მის თვითშეფასებას და სიამაყეს. გარკვეულ ჯგუფში ყოფნა ადამიანს აგრძნობინებს, რომ ამ სამყაროს ნაწილია.როდესაც ადამიანები ჯგუფში წევრიანდებიან მათთვის დანარჩენი სამყარო „სხვა ჯგუფი“ ხდება, სამყარო ორ ნაწილად იყოფა: “ჩვენ“ და “ისინი“. სხვა ჯგუფის წევრებში ადამიანები ყოველთვის უარყოფითს ხედავენ და სწორედ ამით აძლიერებენ საკუთარ იმიჯს.


5.ატრიბუციის თეორია-ატრიბუცია გულისხმობს თუ როგორ ხსნის ადამიანი საკუთარ ქცევებსა და გარემოში მომხდარ მოვლენებს. ეს თეორია ფრიც ჰაიდერის შრომებიდან იღებს სათავეს. ის ერთმანეთისგან განასხვავებდა დისპოზიციურ ატრიბუციას და სიტუაციურ ატრიბუციას. დისპოზიციური ატრიბუცია ქცევაზე პასუხისმგებლობას შინაგან ფაქტორებს ანიჭებს. ესენია: ადამიანის თვისებები, მოტივაცია, რწმენები. ამისგან საწინააღმდეგოდ სიტუაციური ატრიბუცია ქცევის ახსნას ეძებს ისეთ გარემო ფაქტორებში, რომლებსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს.

image

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან შუკაკიძე
ქეთევან შუკაკიძე
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0