x
ქვიშის თერაპია
ქვიშის თერაპია წარმოადგენს თერაპიულ მიდგომას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს გარკვეული ტრავმატული მოვლენების (მაგალითად, შევიწროება ან კატასტროფული ინცინდენტი) სიმძიმე.თერაპიის ეს სახე, ძირითადად, ბავშვებთან გამოიყენება, თუმცა შესაძლოა ეფექტური იყოს თინეიჯერებთან და მოზარდებთანაც. თერაპიის დროს ფსიქოთერაპევტი იყენებს ქვიშით სავსე სინს, რათა მოახდინოს ფსიქოლოგიური პრობლემის დიაგნოსტირება და მკურნალობა. კვლევების თანახმად, თერაპიის ეს სახე ზრდის ემოციების გამოხატვის ხარისხს და ამცირებს ფსიქოლოგიურ დისტრესს, რომელიც ტრავმატული გამოცდილებითაა გამოწვეული.


ქვიშის თერაპია არტ-თერაპიის ერთ-ერთი სახეა. თერაპევტი ქვიშით სავსე ყუთის გარდა კლიენტს სთავაზობს სხვადასხვა მინიატურულ სათამაშოებს, რათა მან მინი-სამყარო შექმნას. სათამაშო შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ:ცხოველების ფიგურები, ადამიანების ფიგურები, მანქანები, ხიდები, შენობები, ხეები და სხვა. კლიენტი ირჩევს თუ რომელი ფიგურაა მისი “სამყაროსთვის“ შესაბამისი და სინის სასურველ ადგილას სვამს მას. თერაპევტს, ძირითადად დამკვირვებლის როლი აქვს და კლიენტს იშვიათად აწუხებს. ქვიშის თერაპიის დამფუძნებლებს სჯერათ, რომ ადამიანები ამ დროს ისეთ სამყაროს შექმინიან, რომელშიც გამოხატული იქნება მათი შინაგანი კონფლიქტები. როდესაც კლიენტი დაასრულებს ფიგურების განლაგებას ის და თერაპევტი განიხილავენ თუ რატომ იქნა არჩეული თითოეული ფიგურა, რა სიმბოლოს წარმოადგენენ ფიგურები, ხომ არ აქვს რომელიმეს მითოლოგიური მნიშვნელობა. ქვიშის თერაპია შესაძლოა მოიცავდეს საუბრის თერაპიას, არტ-თერაპიის სხვა ტიპს ან მკურნალობის სრულიად სხვა სახეს. გარდა ამისა, ქვიშის თერაპია შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ინდივიდუალური, ჯგუფური ან ოჯახური თერაპიის ნაწილი.

image

ზოგიერთი ადამიანი ქვიშის თერაპიას უბრალოდ დროის კარგვად მიიჩნევს. მაგალითად, ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად აქვთ განვითარებული კრეატიულობა, სრულიად ეწინააღმდეგებიან თერაპიის ამ სახეს. თუმცა თვალსაჩინოა, რომ ქვიშის თერაპია ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემის სამკურნალოდ და გამოიყენება სხვადასხვა პოპულაციაში. კვლევებმა კორეაში აჩვენა, რომ ქვიშის თერაპიის სკოლის საგნების ნაწილად შეტანამ გააუმჯობესა მეოთხე-მეხუთე კლასელები ბავშვების თვითშეფასების დონე და მნიშნელოვანი როლი ითამაშა მათი ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. გარდა ამისა, 30 წუთიანი ქვიშის თერაპიის შემდგომ 4-5წლის ბავშვები ნაკლებად აგრესიულ ქცევას ავლენენ. პარალელურად, სხვა კვლევა აფასებდა ქვიშის თერაპიის გავლენას მიგრანტი ქალების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე კორეაში. აღმოჩნდა, რომ ის ქალები, რომლებსაც მსგავსი თერაპია ჩაუტარდათ მეტად პოზიტიურად წარმოაჩენდნენ საკუთარ თავს ვიდრე მანამდე. მკლევრები აცხადებენ, რომ ქვიშის თერაპია ტრავმების წარმოჩენაში ეხმარება ისეთ ბავშვებს, რომლებიც ჯერ პატარები არიან ამ ტრავმატულ გამოცდილებაზე სასაუბროდ.


კვლევებმა აჩვენა, რომ ქვიშის თერაპია ეფექტურია სხვადასხვა მიმართულებით. ესენია:

  • ყურადღების ნაკლებობა;
  • აგრესია;
  • ბრაზის კონტროლი;
  • შფოთვითი აშლილობა;
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობა;
  • დეპრესია;
  • განქორწინება;
  • მნიშვნელოვანი დანაკარგით გამოწვეული მწუხარება;
  • თვითშეფასების დაბალი დონე;
  • ფიზიკური და სწავლასთან დაკავშირებული უუნარობა;
  • სკოლათან დაკავშირებული პრობლემები;
  • სოციალური საკითხები;
  • ტრავმა და კრიზისი.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან შუკაკიძე
ქეთევან შუკაკიძე
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0