x
კიბერბულინგის ფსიქოლოგია
კიბერბულინგი არის განმეორებადი და ინტენსიური ბულინგი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც გულისხმობს სხვა ადამიანს შევიწროებას, საზოგადოებრივ დამცირებასა და მუქარას. კიბერბულინგის დროს მთავარი აქცენტი ტექნოლოგიებზეა, რაც ნიშნავს, რომ ბულერიც და მსხვერპლიც იყენებენ მობილურებს, კომპიუტერებს, პლანშეტებს და ა.შ. კიბერბულერები შესაძლოა გამოჩნდნენ სოციალურ მედიაში, სხვადასხვა აპლიკაციაში, ფორუმებზე, თამაშებში. გარდა ამისა, პერსონალური კიბერბულინგი

შესაძლოა განხორციელდეს მეილისა და მოკლეტექსტური შეტყობინებების მეშვეობით. 2019 წლის გამოკითხვის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების თინეიჯერების 59% უკვე ყოფილა ონლაინ ბულინგისა და შევიწროების მსხვერპლი.

კიბერბულინგის მსხვერპლი:

კვლევების თანახმად, კიბერბულინგის მსხვერპლები უფრო ხშირად არიან: თინეიჯერები და მოზარდები, გოგონები, გეი, ლესბოსელი და ტრანსგერდერი ადამიანები, მორცხვი ადამიანები, ადამიანები, რომელთაც არ აქვთ სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა და ასევე ის ინდივიდები, რომლებიც ინტერნეტს ხშირად იყენებენ.


image

რატომ ხდებიან ადამიანები კიბერბულერები?

კიბერბულინგში ადამიანის ჩართვა მრავალი განსხვავებული მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. პირველ გამომწვევ მიზეზად სახელდება ადამიანის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. მრავალი თვალსაჩინო მაგალითის მიხედვით, კიბერბულერებს აქვთ ისეთი მენტალური პრობლემები, როგორიცაა მოჭარბებული აგრესია, ჰიპერაქტიურობა და იმპულსურობა, ნივთიერებების ბოროტად გამოყენება და ა.შ. გარდა ამისა, კიბერბულერად ჩამოყალიბების მაღალი შანსი აქვთ ნარცის ადამიანებს. ასეთ ინდივიდებს ემპათიის ნაკლებობა აღენიშნებათ და ცდილობენ ბულინგით საკუთარი ძალისა და ღირსეულობის დამტკიცებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კიბერბულინგის მსხვერპლი ადამიანებიც ხშირად თავად ხდებიან კიბერბულერები.

კიბერბულინგს ხშირად ვხვდებით ორ ადამიანს შორის, რომლებიც ადრე რომანტიული ან მეგობრული ურთიერთობით იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან. კიბერბულინგის ეს ტიპი განიხილება, როგორც ეჭვიანობისა და სამაგიეროს გადახდის სურვილით გამოწვეული.

მნიშვნელოვანია, რომ ხანდახან ადამიანება კიბერბულინგში მონაწილეობას გადააწყვეტინებს თავიანთი სურვილი, რომ შექმნან ახალი პერსონა. რასაკვირველია, მსგავსი კიბერბულინგი ანონიმურია. ხშირად კიბერბულერები მარტოობითა და საზოგადოებისგან იზოლირებთ იტანჯებიან და სწორედ ამიტომ ცდილობენ თავის ინტერნეტში გამოჩენას.


კიბერბულინგის შედეგები:

კიბერბულინგთან გამკლავება საკმაოდ რთული პროცესია. მას ხანდახან ადამიანებზე უფრო ძლიერი უარყოფითი გავლენა აქვს ვიდრე ჩვეულებრივ ბულინგსა და ჩაგვრას, რადგან ამ დროს მსხვეპლს თავის დაღწევა არ შეუძლია. კიბერბულინგით გამოწვეული ფსიქოლოგიური ხასიათის უარყოფითი შედეგი შესაძლოა იყოს:

  • დისტრესი;
  • დეპრესიის ნიშნები და ხასიათის ხშირი ცვლილება;
  • შფოთვა;
  • ძილის პრობლემები(მაგ:ინსომნია);
  • თვითმკვლელობასა ან თავის დაზიანებაზე ფიქრი/ მცდელობები;
  • თვითშეფასების ვარდნა;
  • საკუთარი თავის საზოგადოებისგან გარიყვა, მეგობრების ჯგუფისგან გამოყოფა;
  • პრობლემები მეგობრულ და ოჯახურ ურთიერთობებში;
  • პოსტ-ტრავმული სტრესის სიმპტომები;
  • ნივთიერებების ბოროტად გამოყენება;
  • მოჭარებებული აგრესია და გაღიზიანება.

როგორც ხედავთ, კიბერბულინგს საკმაოდ ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია, ამიტომ მნოშვნელოვანია ეს საკითხი სერიოზულად ჩავთვალოთ და მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ სახის ბულინგის მსხვერპლ ადამიანებს. დახმარება შეიძლება გამოიხატებოდეს მისთვის საკუთარი თავის რწმენის დაბრუნებაში ან ბულერის წინააღდეგ შესაძლო განსახორციელებელი მოქმედებების დაგეგმვაში.


0
127
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან შუკაკიძე
ქეთევან შუკაკიძე
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0