x
ფსიქოლოგიურიი კრიზისი
კრიზისი არ გულისხმობს აუცილებლად ტრავმატულ სიტუაციას ან მოვლენას, ის უფრო მეტად ადამიანის რეაქციაზეა დამოკიდებული. ერთმა მოვლენამ შეიძლება რადიკალურად განსხვავებულად იმოქმედოს ორ ადამიანზე-ერთზე უდიდესი გავლენა მოახდინოს, მეორეზე კი არანაირი ეფექტი არ ჰქონდეს. კრიზისის საუკეთესოდ განსამარტად შეგვიძლია მოვიშველიოთ კრიზისის ჩინური მნიშვნელობა. ეს სიტყვა თავის თავში მოიცავს სიტყვებს “საფრთხეს“ და “შესაძლებლობას“. კრიზისი წარმოადგენს დაბრკოლებას, ტრავმას ან საფრთხეს, თუმცა ასევე მოიცავს მათი ეფექტის გაზრდის ან შემცირების შესაძლებლობას.


არსებობს რამდენიმე სახის კრიზისი. თითოეული მათგანი სიმძიმის მიხედვით განსხვავდება. კრიზისის სახებია:

1.განვითარების კრიზისი-კრიზისის ეს სახე განვითარების ეტაპების ცვლილების გამოა გამოწვეული და შეიძლება ცხოვრების მანძილზე ნებისმიერ დროს შეგვხვდეს. ხანდახან კრიზისი მოსალოდნელიც კია, როგორც ცხოვრები ნაწილი. ასეთია, მაგალითად, ერიკ ერიქსონის მიერ ფსიქოსოციალური განვითარების თეორიაში აღწერილი 8 კრიზისი.

2.ეგზისტენციალური კრიზისი-კრიზისის ეს სახე ეხება ადამიანის ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს, მიზნებს, თავისუფლებას. ადამიანები, რომლებსაც ეგზისტენციალური კრიზისის პერიოდი აქვთ, ფიქრობენ, რომ ცხოვრება არსებითად უაზროა, ჩვენს არსებობას აზრი არ აქვს, რადგან ოდესმე მაინც გარდავიცვლებით.


image

3.სიტუაციური კრიზისი-კრიზისის ეს სახე გამოწვეულია გარემო ფაქტორების მოულოდნელი ცვლილებით.სიტუაციური კრიზისის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ავარიაში მოხვედრა, ისე ბუნებრივი კატასტროფები: წყალდიდობა, მიწისძვრა და ა.შ.


კრიზისი ხანდახან შეიძლება საკმაოდ ნათელი იყოს, მაგალითად, ადამიანის მიერ სამსახურის დაკარგვა, განქროწინება. თუმცა, მეორე მხრივ, კრიზისი შეიძლება საერთოდ შეუმჩნეველი იყოს სხვა ადამიანისთვის და ცვლილებებს მხოლოდ პიროვნების ქცევასა და ხასიათში ვხედავდეთ.


ფსიქოლოგიური კრიზისი ადამიანის ცხოვრების მრავალ სფეროზე ახდენს უარყოფით გავლენას. მისი ძირითადი ნიშნებია:

  • წონის ცვლილება;
  • საქმის შესულების დონის შემცირება სკოლასა და სამსახურში;
  • ტრავმატული ცვლილებები ძილის ჩვევებში;
  • პერონალური ჰიგიენის უგულვებელყოფა;
  • ხასიათის ხშირი და მოულოდნელი ცვლილება;
  • ნორმალურ აქტივობებზე უარის თქმა.

ნებისმიერი სახის კრიზისის დროს საჭიროა რაც შეიძლება მალე მოიძებნოს ეფექტური საშუალებები ამ კრიზისის დასაძლევად. ასეთ დროს მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. კრიზისში მყოფ ადამიანს გვერდით უნდა ჰყავდეს კარგი მსმენელი. ასეთ სიტუაციაში შიშების, ფიქრების, მწუხარების მიზეზის გაზიარება მას თავს უკეთ აგრძნობინებს. მსმენელი უნდა შეეცადოს ემპათიის გამოხატვას და არაგანსჯითი მიდგომის შენარჩუნებას. ადამიანისთვის, რომელიც კრიზისთან გამკლავებას ცდილობს, ყოველდღიური საქმეები დამატებითი ტვირთია, შესაბამისად უკეთესი იქნება გვერდით მყოფი ადამიანები დაეხმარონ სახლის საქმეების მოწესრიგებაში, დავალებების შესრულებაში და სხვა. და ბოლოს, კრიზისის გადასაჭრელად ხშირ შემთხვევაში აუცილებელია მივმართოთ პროფესიონალს. მოკლევადიანი კონსულტაცია არ მოიცავს უშუალოდ ფსიქოთერაპიას, მაგრამ სამაგიეროდ გულისხმობს მოკლევადიან ჩარევას, კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ადამიანის დახმარებას, მხარდაჭერას, სტაბილიზაციას და რესურსებით უზრუნველყოფას.ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებს აქვთ საკმარისი ცოდნა და უნარი იმისთვის, რომ დაეხმარონ კლიენტს მიმდინარე სტრესორებთან და ტრავმასთან გამკლავებაში.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან შუკაკიძე
ქეთევან შუკაკიძე
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0